11 ოქტომბრის რეისზე ყველა ბილეთი 15-20 წუთში გაიყიდა, ვმუშაობთ კიდევ ერთი დამატებითი რეისის დანიშვნაზე - ჟვანია

გამოქვეყნდა:

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხვალ დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რომ კიდევ ერთი დამატებითი რესი დაინიშნოს 12 ოქტომბერსაც. 

დიპლომატიური წარმომადგენელი განმარტავს, რომ ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ მოქალაქეები დაიცავენ იმ წესებს, რომლებსაც შესაბამისი სამსახურები აწესებენ. 

"11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის, მიაქციონ [ყურადღება] ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ ვისაც სურვილი აქვთ ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების. ისიც უნდა ვთქვა, რომ ევაკუაციის გადაწყვეტილება ისრაელში არ არის მიღებული, არც ერთი ქალაქიდან", - ამბობს ჟვანია. 

ცნობისთვის, არაერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეები ისრაელიდან გამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლება ევაკუაციას არ გეგმავს.

ცნობისთვის, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:

  • +972526919092; 
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813
მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი