
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა სპეციალურად ზამთრისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ოდესაში ისაუბრა, სადაც დღეს ნიდერლანდების პრემიერმინისტრს უმასპინძლა:
"ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე. გვაქვს პარტნიორებთან ერთად, დეტალურად შემუშავებული გეგმა...მე ვერ გეტყვით, სად იქნება ეს სისტემები და ვერ გეტყვით რაოდენობას, არა იმიტომ, რომ არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ ამის უფლება არ მაქვს", - თქვა ზელენსკიმ
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების პრემიერმა ოდესაში დღეს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა.