
ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისთვის Patriot-ის რაკეტებს მიაწვდის. ინფორმაცია ქვეყნის პრემიერმინისტრმა გაავრცელა, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა. მარკ რუტე ოდესაში იმყოფება და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგს მართავს:
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რამდენიც დასჭირდება. ამ ზამთარში რუსეთი შეეცდება რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინას. ასე რომ, ნიდერლანდები მიაწვდის დამატებით Patriot-ის რაკეტებს, რათა უკრაინამ დაიცვას თავი რუსეთის ბარბაროსული საჰაერო თავდასხმებისგან. ჩვენ ასევე ვეწვიეთ ოდესის პორტს, სადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები ურთულეს ვითარებაში მუშაობენ იმისთვის, რომ ყველაფერი შენარჩუნდეს. ნიდერლანდები დაეხმარება უკრაინას შეიძინოს საპატრულო კატარღები, რომლებიც ხელს შეუწყობს მარცვლეულის ექსპორტისთვის გადაზიდვის მარშრუტის უსაფრთხო შენარჩუნებას"- წერს რუტე