"ხვალის ბილეთის ფასი არის 770 დოლარი... ემიგრანტების სახელით ვთხოვ მთავრობას, რომ რაღაც გააკეთონ" | ისრაელში მყოფი ქართველი

გამოქვეყნდა:

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ ისევ უცნობია ეთნიკურად ქართველი, ისრაელის ორი მოქალაქის ადგილსამყოფელი, რომლებიც დაკარგულად მიიჩნევიან. თამარ გოდლებრგისა და შლომი ქიქოზაშვილის ოჯახები კვლავ ოფიციალური უწყებების ინფორმაციის მოლოდინში არიან.

პარალელურად, ცხელ წერტილში რჩებიან ქართველ-ებრაელები და საქართველოს მოქალაქეები,
რომლებიც "მთავარ არხთან" დეტალურად ყვებიან რა ვითარებაა ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე.

მათი ნაწილი კვლავ ბილეთების გაზრდილ ფასზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

"ხვალის ბილეთის ფასი არის 770 დოლარი. რატომღაც ფიქრობენ, რომ რადგან ისრაელში ვართ, ხელფასები შედარებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ ფული გვაქვს, მზად ვიყავით ამისთვის და ავდგეთ და წამოვიდეთ. პრობლემა არის იმაშიც, რომ დავბრუნდეთ, ბევრს აქვს ბანკის ვალი და დაბრუნების ეშინიათ, რადგან ნახევარზე მეტი დარჩება ქუჩაში. ქართველი ემიგრანტების სახელით ვთხოვთ მთავრობას, რომ იზრუნონ, რაღაც გააკეთონ....დაამატონ რეისები, წესით უფასოდ გეკუთვნით, წესით, რომ მოემსახუროთ ხალხს ან რაღაც ისეთი თანხა იყოს, რომ შევძლოთ ბილეთი ყიდვა და სახლებში დაბრუნება", - ამბობს ისრაელში მყოფი ქართველი.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი