რა ხდება ისრაელში [განახლებადი]

გამოქვეყნდა:

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

რა ხდება ისრაელში - გთავაზობთ განახლებად ინფორმაციას:

1 ნოემბერი

ისრაელში ომის დაწყების შემდეგ პირველად, უცხოელები ღაზას სექტორის დატოვებას რაფაჰის გადასასვლელიდან შეძლებენ. ღაზას დღეს 400-მდე უცხოელი და ორმაგი მოქალაქე დატოვებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნეს განახლება, რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში "ტერორისტული ორგანიზაციების კუთვნილ" 11000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ, "ჰამასთან" ომი დაიწყო.

ათობით სატვირთო მანქანა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა, სამშაბათს ღაზის სექტორში რაფაჰის გადასასვლელით შევიდა. ინფორმაცია ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.

ბოლივიამ განაცხადა, რომ ის წყვეტს დიპლომატიურ კავშირებს ისრაელთან ღაზაზე "აგრესიული და არაპროპორციული" თავდასხმების გამო. გარდა ამისა, კოლუმბიისა და ჩილეს ლიდერებმა პროტესტის ნიშნად ისრაელში თავიანთი ელჩები გაიწვიეს.

Al Jazeera-მცგანაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამშაბათს ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაკარგა ოჯახის 19 წევრი. ალ-კუმსანმა დაკარგა მამა, ორი და, რვა ძმისშვილი და დისშვილი, ძმა, ძმის ცოლი და მათი ოთხი შვილი, რძალი და ერთი ბიძა დაბომბვისას, რომელსაც საინფორმაციო ქსელმა "უპატიებელი ქმედება" უწოდა.

 

 

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ ეს ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა. მისივე თქმით, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.

31 ოქტომბერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზის სექტორში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე იერიშის შედეგაად, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა "ჰამასის" ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური, იბრაჰიმ ბიარი მოკლეს.

მისი თქმით, იერიშის შედეგად "ჰამასის" კუთვნილი მიწისქვეშა გვირაბები დაინგრა, დაზიანდა ახლომდებარე შენობები. 

ცნობილია, რომ ბიარი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. 

თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, იბომბება ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის თელ-ავივი. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტანკები და ჯავშანტექნიკა განათავსა.Times of Israel-ის 
ცნობით, ეგვიპტეში შიშობენ, რომ ისრალისა და "ჰამასის" ომის გამო, ათი ათასობით ლტოლვილი, შესაძლოა, ეგვიპტეში გადავიდეს.

ცნობილია, რომ საზღვარი ამ დრომდე ძირითადად დაკეტილი იყო და ღაზაში გადასვლის უფლება მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს ჰქონდათ.

ასევე, როგორც მედია წერს, 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, ეგვიპტეს სინაის ნახევარკუნძულზე შეზღუდული რაოდენობის ჯარები შეუძლია განათავსოს.

იემენმა ისრაელს ომი ოფიციალურად გამოუცხადა. ამის შესახებ იემენის შეიარაღებული ძალების სპიკერი საუბრობს.

"იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ გააგრძელებს დარტყმებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება",  - თქვა იაჰია სარიმ.

"ისრაელის თავდაცვის ძალებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ღაზაში, თუმცა მძიმე ფასსაც ვიხდით", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სამხედრო მოსამსახურეებთან საუბარში განაცხადა.

"დიდი მასშტაბით ვაგზავნით ძალებს. ბრძოლებია ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ოპერირებენ, და ბრძოლის ველზე შედეგები და მიღწევები ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ომში ასევე მძიმე ფასებიცაა. ბოლო დღეებში ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწია. ამის მიუხედავად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ", - თქვა გალანტმა.

ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამედ ბაგერიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისქვეშა გვირაბების ფართო ქსელია, რომელიც დაახლოებით 400 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისივე თქმით, ზოგიერთ გვირაბიდან შესაძლებელია ისრაელის ტერიტორიაზე შესვლაც. 

"მანქანებმა და მოტოციკლებმა შეიძლება გაიარონ ზოგიერთ მათგანში", - თქვა მოჰამედ ბაგერიმ სამოქალაქო თავდაცვის კონფერენციაზე თეირანში.

ასევე როგორც BBC წერს, აღნიშნული ინფორმაცია დაახლოებით შეესაბამება ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორის ქვეშ გვირაბების მთლიანი სიგრძე დაახლოებით 500 კმ-ია - ეს მეტია, ვიდრე ლონდონის ან მოსკოვის მეტროს ხაზების სიგრძე.

ხმაურია ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სადაც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. აშშ-ის მაღალჩინოსნებს სიტყვა დემონსტრანტებმა შეაწყვეტინეს, რომლებიც ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. "გადაარჩინეთ ღაზის ბავშვები", "შეწყვიტეთ ცეცხლი" - სკანდირებენ დემონსტრანტები.

მოსმენაზე სენატი თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფას განიხილავენ. ცნობილია, რომ ამისათვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფა იგეგმება.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის გამარჯვება რუსეთის შეიარაღებულ აგრესიასა და "ჰამასის"  ტერორიზმთან ბრძოლაში განსაზღვრავს მსოფლიოს უსაფრთხოებას, რომელშიც მომავალი თაობები იცხოვრებენ.

როგორც ოსტინმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ბრძოლა აგრესიისა და ტერორიზმის წინააღმდეგაა.

"როგორც ისრაელში, ასევე უკრაინაში დემოკრატიები ებრძვიან სასტიკ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ჰამასს ან პუტინს გაიმარჯვოს", - თქვა ოსტინმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს კიბუცსა და რამდენიმე სოფელზე თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ნასიმ აბუ აჯინაზე, რომელიც ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ის ასევე მეთვალყურეობდა "ჰამასის" უპილოტო საფრენი აპარატების გამართულობას.

"მისი სიკვდილი შეაფერხებს "ჰამასის"  წინააღმდეგობას", - აცხადებს ისრაელის თავდაცვა.

ინფორმაცია "ჰამასს" ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 

"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 8 525-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 3 542 ბავშვია, დასძინა უწყებამ. გუშინ სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა  8 306 იყო, შესაბამისად რიცხვი 219-ით გაიზარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ გატაცებული, სულ მცირე, 240 მძევალი იმყოფება. თუმცა, მისი განმარტებით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში მათმა სამხედროებმა ღაზაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებისას "ჰამასის" 300 ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს, პრინც ხალიდ ბინ სალმან ალ საუდს, თეთრ სახლში შეხვდა.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე მათ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს და
ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობა დაადასტურეს.

"მათ ხაზი გაუსვეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობის მნიშვნელობას, იმ სამუშაოს საფუძველზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო კონფლიქტის გაფართოების მცდელობისგან სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების შეკავებასაც.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციებს უწესებს.

როგორც უწყება ამბობს, სანქცირებულთა შორის "ჰამასის" წევრები, მათი დამფინანსებლები და Buy Cash Money and Money Transfer Company-ია (ღაზაში დაფუძნებული კომპანია), რომელიც ფულის გადარიცხვასა და ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს. მათ აქტივები გაეყინებათ.

იაპონიის საგარეოს თქმით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული.

ცნობისთვის, ეს იაპონიის მიერ "ჰამასისთვის" დაწესებული პირველი სანქციებია.

​​​​​ისრაელის სამხედრო ძალები (IDF) აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა. ის ეჭვმიტანილია პალესტინელი კაცის მკვლელობაში. 

IDF-მა განაცხადა, რომ დაპირისპირება შაბათს განვითარდა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ჩრდილოეთით მედბარე სოფელ ას-სავიასთან "პალესტინელებსა და ისრაელელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის". გარდაცვლილი კაცი ზეთისხილის მოსავალს იღებდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს ეჭვი, რომ შვებულებაში მყოფმა ჯარისკაცმა გამოიყენა თავისის ამხედრო იარაღი ინციდენტის დროს და გაისროლა, რამაც პალესტინელის სიკვდილი გამოიწვია. 

ჯარისკაცი გუშინ დააკავეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმა განხორციელდა "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურაზე ლიბანში. უწყება ამბობს, რომ ამ ინფრასტრუქტურას ტერორისტები იყენებდნენ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთსა და კატარში ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბრაიან ნელსონი გაგზავნა, რათა ითანამშრომლოს რეგიონულ კოლეგებთან დაფინანსების, რეგიონული სტაბილურობისა და ღაზის მოსახლეობისთვის ლეგიტიმური ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობის საკითხებში.

უწყების მიერ გავრცელებულ განხადებაში წერია, რომ დოჰაში ვიზიტისას ნელსონი კატარის ცენტრალური ბანკის გუბერნატორს, გენერალურ პროკურორსა და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ლიდერებს შეხვდა.

"ნელსონმა პირობა დადო, რომ განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას რეგიონში პარტნიორებთან, რადგან დეპარტამენტი მუშაობს "ჰამასის", "ჰეზბოლას" და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფებისთვის თანხების ნაკადის შეფერხებისთვის", - წერია განცხადებაში.

აშშ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას თითქმის ყოველდღიურად განაგრძობს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე, საბრინა სინგი ჟურნალისტებთან საუბრობს.

"როგორ გამოიყენებს ისრაელი იარაღს, ჩვენ შეზღუდვებს არ ვაწესებთ. ეს დამოკიდებულია ისრაელის თავდაცვის ძალებსა და იმაზე, როგორ განახორციელებენ ისინი თავიანთ ოპერაციებს", - თქვა სინგმა.

30 ოქტომბერი

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBC News კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ისრაელში სპეცრაზმის გაგზავნა კანადელმა დიპლომატებმა მოითხოვეს. აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კერძოდ, ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის შეიარაღებულ ძალებს დახმარება სთხოვა, რათა სწრაფი რეაგირებისთვის მოემზადონ", - განმარტეს თავდაცვის დეპარტამენტში.

არსებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში, სულ 300 კანადელი სამხედრო მოსამსახურეა გამაგრებული.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლება ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ "ჰამასის" და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლების გადარჩენა.

"ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ მძევლებამდე. ასევე, ეს ადასტურებს სახმელეთო ოპერაციის მნიშვნელობას და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ერთგულებას თითოეული მძევლის მიმართ..ეს არ იქნება ხანმოკლე და მარტივი ომი, მაგრამ ჩვენ მომართული ვართ გავიმარჯვოთ მათთვის, ვინც სიცოცხლე გასწირა" - განაცხადა გალანტმა. 

მისივე თქმით, სახმელეთო ოპერაცია "იოლი არ არის“.

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩო ხვალიდან მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. როგორც ელჩმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, საელჩო უბრუნდება რიტმს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა.

"ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, 3 კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრულ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი.ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს. გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი ასე, რომ ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა",- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ასევე ჟვანიას თქმით,  საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი.

"ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია",- თქვა ჟვანიამ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, "ჰამასისთვის" დანებების მოწოდების ტოლფასია... 

"ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ „ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება", - თქვა ნეთანიაჰუმ.

ასევე როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას არავინ მოუწოდებდა.

აშკელონში აფეთქებები ხმა ისმის. როგორც Time of Israel წერს, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის აშკელონში და ღაზას ჩრდილოეთით მდებარე სხვა რაიონებშიც. 

IDF-ის ინფორმაციით, ისრაელელი ჯარისკაცი ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მძევლად აყვანილი სამხედრო, გვიან ღამით, ებრაული მხარის მიერ წამოწყებული სპეცოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლეს.

სამხედროს გათავისუფლების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"წუხელ, ჯარისკაცი ორი მეგიდიში, სახმელეთო ოპერაციის დროს გაათავისუფლეს. ის "ჰამასმა" 7 ოქტომბერს გაიტაცა",- წერს IDF Twitter-ზე.

სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მეგიდიშმა გაიარა სამედიცინო გამოკვლევა, თავს კარგად გრძნობს და ოჯახთან ერთად იმყოფება. მათ მისი ფოტო გამოაქვეყნეს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი 
აცხადებს, რომ აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს.

"ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. და ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას...ჩვენ ასევე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით ყველა აქტორს, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს, რა თქმა უნდა, ირანის ჩათვლით, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ჯარს" - თქვა კირბიმ.

"ვშიშობ, რომ ისრაელისა და "ჰამასის" ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს", - ამის შესახებ ლიბანის პრემიერმინისტრმა ნაჯიბ მიკატმა განაცხადა. მიკატის თქმით, კონფლიქტის მიმდინარეობისას მისი ქვეყანა ქარიშხლის შუაგულშია მოქცეული.

"მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ ლიბანი არ შევიდეს ომში. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ მართავს სიტუაციას რაციონალურად, გონივრულად და თამაშის წესები შეზღუდულია გარკვეული საზღვრებით. ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება, ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს", - თქვა ნაჯიბ მიკატიმ.

ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა სირიის აღმოსავლეთში ამერიკული ბაზა დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზასთან აფეთქებების ხმა ისმოდა.

როგორც არაბული მედია წერს, რომ ამერიკული ბაზა დაბომბვის სამიზნე გახდა სირიის ჰასაქას რეგიონშიც. შეტევა ამ შემთხვევაშიც ერაყის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მძევლები მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ და აკრიტიკებენ, "სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა".

"ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია "ჰამასის" და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელელი ქალი ჩანს. ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა "ჰამასის" ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ", - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

ისრაელში, დასავლეთ გალილეის ქალაქებში სარაკეტო განგაშია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სირენების ხმა ისმის ჰანიკრასა და ლიბანის საზვართან მდებარე სხვა ქალაქებში. 

მოსახლეობას "ჰეზბოლასა" და პალესტინის მოკავშირე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან შესაძლო განმეორებით თავდასხმებზე აფრთხილებენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სირენების გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.

შანი ლუკი სუპერნოვას ფესტივალიდან ბოევიკებმა წაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ადგილზე შეიჭრნენ და ასობით ადამიანი მოკლეს. 23 წლის გოგოს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, კადრებში ჩანს, რომ ის ნახევრად შიშველი და პირქვე დახრილი იყო შეიარაღებული კაცებით სავსე სატვირთო მანქანაში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეფასებით, რეალურია რისკი, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. თუმცა, სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ ეს არ მოხდეს.

"პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია", - განაცხადა სალივანმა.

ამას გარდა, მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაციები გაფართოების ფონზე, თეთრი სახლის პრიორიტეტი ღაზაში ამერიკელი, ისრაელელი და სხვა მძევლების გათავისუფლებაა.

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყეს 600-ზე მეტი "ჰამასის" ობიექტს. გასულ დღეს მათ შორის იყო ალ-აზჰარის უნივერსიტეტის მიდამო, სადაც, ისრაელის მხარის ცნობით, შეიარაღებული ტერორისტები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები პუნქტი გამოავლინეს.

ასევე ნათქვამია, რომ სამიზნე იყო იარაღის საწყობები, სამალავები, ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები. ალ-აზჰარის უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი ღაზას ცენტრთან ახლოს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გააქტიურებისას მოკლეს "ჰამასის" "ათობით" მებრძოლი ღამით.

განცხადებაში ნათქვამია:

"ღაზას სექტორში ტერორისტებთან შეტაკების დროს, IDF-ის ჯარებმა მოკლეს ათობით ტერორისტი, რომლებიც შენობებსა და გვირაბებში ბარიკადებით იყვნენ და ჯარებზე თავდასხმას ცდილობდნენ.

ერთ ინციდენტში, IDF-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისრაელის სახმელეთო ჯარები, დაარტყა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის კუთვნილ პოსტს შენობის შიგნიტ, რომელშიც ჰამასის 20-ზე მეტი ტერორისტი იყო", - ამბობს უწყება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა.

როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სააგენტოში (OCHA) განაცხადეს, 33-მა სატვირთო მანქანამ, რომლებსაც წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები გადაჰქონდათ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიარეს.

21 ოქტომბრის შემდეგ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით ღაზის სექტორში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა. გაეროს მონაცემების მიხედვითვე, მანამდე ტერიტორიაზე ყოველდღიურად 500-მდე სატვირთო მანქანა შედიოდა. როგორც OCHA-ში აცხადებენ, ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა უფრო დიდი მოცულობის დახმარება.

რამდენიმე რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის შემდეგ 60 პირი დააკავეს. იდენტიფიცირებულია 150-ზე მეტი მომიტინგე. სააგენტოს ცნობით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დასადგენად.

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ათმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები, კიდევ ათი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, ორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

7 ოქტომბირს შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 005-მდე გაიზარდა. ინფორმაცია კვირას  პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომელმაც მონაცემები "ჰამასის" მიერ კონტროლირებად ანკლავში არსებული წყაროებიდან მოიპოვა. სამინისტროს ანგარიშის თანახმად, დაღუპულთა თითქმის სამი მეოთხედი (73%) არის მოწყვლადი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები. სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 20 000-ზე მეტი ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ჰეზბოლას რამდენიმე პოზიციაზე. იერიშები ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანიდან,  ჩრდილოეთ ისრაელზე სარაკეტო გასროლის საპასუხოდ მიიტანა.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ დაღესტანში განვითარებულ მოვლენებს და „იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას"

29 ოქტომბერი

"ბოლომდე მივყვებით, სანამ არ მივაღწევთ" - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი "ჰამასის" ლიდერზე, იაჰია სინვარზე საუბრისას და პირობას დებს, რომ ისრაელის სამხედროები მას იპოვიან. ჰაგარის თქმით, ღაზას მოსახლეობა უკვე საუბრობს, რომ სინვარმა მათ მხოლოდ უბედურება მოუტანა:

IDF-ის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს ჰამასის რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც ღაზას გვირაბიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ ერეზის გადაკვეთაზე.

როგორც IDF იტყობინება, ისრაელის არმია ბოევიკებს გვირაბიდან გამოსვლისას დაუპირისპირდა.

ისრაელის არმია იუწყება, რომ ღაზას სექტორში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. IDF -ის ცნობით, შეტაკებები მოხდა ჰამასის მებრძოლებთან ღაზას სექტორის ჩრდილოეთით. მათ ისრაელის სამხედრო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდაცვის ძალების ცნობით, ტერორისტები ლიკვიდირებული არიან.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქის საავადმყოფოს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მათი სპიკერის თქმით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალმა ისრაელის ხელისუფლებისგან ევაკუაციის მოთხოვნით დღეს ორი ზარი მიიღო. 

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ სატელეფონო ზარებში საუბარი იყო "ნათელ და პირდაპირ საფრთხეზე, რომ საავადმყოფოს ევაკუაცია დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო", წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობაში მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ.

ორგანიზაციის სპიკერი, ნებალ ფარსახის თქმით, საავადმყოფოში ამჟამად 12 000 ადამიანი აფარებს თავს. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ძირითადად ბოლო საჰაერო თავდასხმების დროს დაშავებული ბავშვები იმყოფებიან. 

"მათი უმეტესობა შეერთებულია ჟანგბადის აპარატზე. მათი ევაკუაცია მათ მოკვლას ნიშნავს", - ამბობს ის. 

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ცენტრები დაარბიეს და იქ შენახული პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები დაიღეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის  თქმით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა.მისივე თქმით,   სახმელეთო ოპერაცია შეიცავს რისკებს ისრაელის ძალებისთვისაც.

"ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს. ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში.. ყველაფერს გავაკეთებთ ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად", – ამბობს ჰაგარი.

პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს.

"შევცდი. ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ვთქვი, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი", - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში, სადაც მან გუშინდელი პოსტი წაშალა. მისი თქმით, ის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს სრულად უჭერს მხარს.

"ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და ჩვენი სახლისთვის იბრძვიან", - დაწერა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს.

"შევცდი. ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ვთქვი, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი", - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში, სადაც მან გუშინდელი პოსტი წაშალა. მისი თქმით, ის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს სრულად უჭერს მხარს.

"ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და ჩვენი სახლისთვის იბრძვიან", - დაწერა ნეთანიაჰუმ.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ ღაზის სექტორში სიტუაცია უფრო რთული და სასოწარკვეთილია, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, "ჰამასი" იმეორებს "სასოწარკვეთილ მოწოდებებს" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა დასრულდეს "კოშმარი".

"ღაზაში სიტუაცია საათობრივად უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ვწუხვარ, რომ კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები“, - თქვა გუტერეშმა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ვიზიტისას.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოს მიმდებარედ საავიაციო იერიში მიიტანეს, პარალელურად ცაჰალმა "ჰამასს" ჰოსპიტლის სამხედრო ბაზად გამოყენებაში დასდო ბრალი. უცხოური მედიის ინფორმაციით, მანამდე ისრაელმა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მოსალოდნელი იერიშის შესახებ გააფრთხილა და მათ პატიენტებთან და შენობაში მყოფ ღაზის სექტორის 12 ათას მაცხოვრებელთან ევაკუაცია უბრძანა.

შეგახსენებთ, რომ ეს დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადხა, რომ "ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ომის მეორე ეტაპია ძალიან მკაფიო მიზნებით".

ისრაელში ქართველი ებრაელი, 9 წლის ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას Time of Israel ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბავშვი აშდოდის დაბომბვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მას შემდეგ დაიღუპა, რაც "ჰამასის" თავდასხმის დროს საჰაერო განგაში ჩაირთო.

ცენტრალურ ისრაელსა და სამხრეთით მდებარე ქალაქ აშკელონში სარაკეტო განგაში იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაკეტების მოსაგერიებლად რკინის გუმბათი აქტიურად მუშაობდა, თუმცა ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების ნაწილმა ქალაქებში მაინც მიაღწია.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ნგრევა იყო თელ-ავივში. მსხვეპრლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა "ჰამასის" დაახლოებით 450 ობიექტი დაბომბეს. IDF-ში აცხადებენ, რომ სამიზნეები "ჰამასის" სამეთაურო ცენტრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს მოიცავდა. 

თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარებმა დაარტყეს "ჰამასის" ტერორისტულ უჯრედებსა და რაზმებს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ. ასევე, მიმართეს თვითმფრინავებს ტერორისტული ჯგუფის კუთვნილი სხვა ადგილების დასამიზნებლად.

ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს. გაფრთხილებას ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს. IDF ამბობს, რომ სამხედოები ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" ომის "შემდეგ ეტაპზე" გადადიან და "ოპერაციებს აფართოებენ". 

"ჩრდილოეთ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ღაზის სამხრეთით უნდა გადავიდეს. შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები", - ამბობს IDF-ის სპიკერი.

ჰაგარის თქმითვე, ორშაბათს "ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გაფართოვდება".

"ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა", - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი საუბრობს და განმარტავს, რომ ამან "შესაძლოა, აიძულოს ყველა, მიიღონ შესაბამისი ზომები".

"ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი ისრაელის ფართო მხარდაჭერას განაგრძობენ. აშშ-მ გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე", - ამბობს რაისი. 

"გასული დღის განმავლობაში ჩვენ ომის ახალ ეტაპზე გადავედით. ცეცხლის სიძლიერემ ღაზაში მიწა შეარყია და ის იმ ყველაფრისგან განსხვავდება, რაც "ჰამასს" დაარსების დღიდან განუცდია", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით ოპერაცია ზუსტი, ლეტალური და უკიდურესად ძლიერია. ის ასევე ამბობს, რომ ისრაელს ომის გაფართოება არ სურს, თუმცა ამისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ომში ვინმე სხვა ჩაერთვება. გალანტის თქმითვე, ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს: "რაც უფრო ძლიერად ურტყამს ისრაელი "ჰამასს", მით უფრო დიდია შანსი, "ჰამასი" მძევლების გათავისუფლებას დათანხმდეს".

28 ოქტომბერი

BBC-ის ინფორმაციით, ჰამასის ლიდერმა იაჰია სინვარმა ისრაელს ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება შესთავაზა, ისრაელის ციეხეებში მყოფი ჰამასის წევრების სანაცვლოდ. ეს არის სინვარის პირველი განცხადება 7 ოქტომბრის შემდეგ. 

7 ოქტომბრის თავდასხმებში ირანის მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე, ისრაელის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, მონაწილეობდა თუ არა დაგეგმვაში, თუმცა აცხადებს, რომ ირანის გარეშე ჰამასი არ არსებობს.

„ირანი მხარს უჭერს ჰამასს... დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ ამ კონკრეტულ ოპერაციაში, ამ კონკრეტულ მომენტში, ისინი მონაწილეობდნენ დაგეგმვაში"- თქვა ნეთანიაჰუმ.

ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ომის მეორე ეტაპია ძალიან მკაფიო მიზნებით - თქვა ისრაელის პრემიერიმინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნეთნიაჰუმ მედიის შეკითხვებს, ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები შევიდნენ, "ბოროტების ციხესიმაგრეში" (ღაზას სექტორს), ჰამასის ლიკვიდაციისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთიდან ებრაელი დიპლომატების დაბრუნების ბრძანება გამოსცა - "თურქეთიდან მომდინარე მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი იქ მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება იმ მიზნით, რომ მოხდეს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასება."- წერს ტვიტერზე ელი კოენი.

სტამბოლში, პროპალესტინურ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე "ჟლეტვა" უწოდა და "მთავარ დამნაშავედ" დასავლეთი დაასახელა, ისრაელს კი "ომის დამნაშავე" უწოდა - "ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ისრაელს მსოფლიოს გავაცნობთ, როგორც ომის დამნაშავეს" - თქვა ერდოღანმა.

ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ Starlink ღაზას სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მის თანამგზავრებთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის დაჭერილი ტერორისტების დაკითხვის კადრებს ავერცელებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის თავდასხმაში.

IDF-ის ცნობით, ტერორისტები ადასტურებენ, რომ ჰამასს ღაზას ქალაქ შიფას საავადმყოფოს ქვეშ სამალავი აქვს.

ისრაელი ომის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, ღაზაში ოპერაცია გაგრძელდება - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და ამბობს, რომ  ისრაელის არმია გააგრძელებს ოპერაციას, რომელიც ღამით დაიწყო ღაზის სექტორში და მიზნად ისახავს ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე ისლამისტური მოძრაობის ლიდერების ლიკვიდაციას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაკარგა კონტაქტი ღაზის სექტორში მყოფ თანამშრომლებთან, განაცხადა შაბათს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაბომბვის გამო პაციენტების ევაკუაცია შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია "უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა". მისივე თქმით, ბლოკადა ასევე შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების მანქანების დაშავებულებთან მისვლას.

ისრაელი უარყოფს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც დაამტკიცა პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას "საზიზღარი" უწოდა.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მოკლეს ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ მეთაურობდა "ჰამასის" მებრძოლებს, რომლებმაც ისრაელში პარაპლანით შეაღწიეს 7 ოქტომბერს და სავარაუდოდ პასუხისმგებელი იყო უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებზე ისრაელის სამხედრო პუნქტებზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე დაწერა, რომ ღამით მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს ასემ აბუ რაქაბას, "ჰამასის" საჰაერო მასივის ხელმძღვანელს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს განუცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ღაზის სექტორში მუშაობენ. 

თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით,  ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "აქტიური საუბრები" გამართა ისრაელთან ჰუმანიტარული პაუზის შესახებ.  

"ჩვენ სავსებით გვჯერა, რომ თუ ჰუმანიტარული პაუზა მძევლების გასათავისუფლებად იქნება გამოყენებული, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აბსოლუტურად დავუჭერთ მხარს და ვფიქრობთ, რომ ისრაელიც ასევე უნდა მოიქცეს", - თქვა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ზეწოლას პარტნიორებთან რეგიონში, რათა შეძლონ მძევლების გათავისუფლება.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რაომ უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში "სახმელეთო ოპერაციების გაფართოების" შესახებ გამოცხადების შემდეგაც კი.

"თუ ნეთანიაჰუ ღაზაში შესვლას გადაწყვეტს, წინააღმდეგობა მზადაა", - ამის შესაებ "ჰამასის" პოლიტბიუროს მაღალჩინოსანი, ეზატ ალ-რიშაკი ამბობს. ამბობს, რომ "ისრაელის ჯარისკაცების ნაშთებს ღაზის მიწა შთანთქავს".

27 ოქტომბერი

თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თეთრი სახლი არ იტყვის, დაიწყო თუ არა ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია მანამ, სანამ ამას თავად ისრაელი არ დაადასტურებს. 

"...მე არ ვაპირებ საუბარს, რომ გავიგო დეტალები იმ საუბრების შესახებ, რომელიც გვაქვს ისრაელელ კოლეგებთან და ჩვენს შორის არსებულ ინფორმაციას... ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან გაუაზრებელი იქნება", - ამბობს კირბი.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცნობით, ღაზის საოპერაციო შტაბთან და იქ მოქმედ გუნდთან კონტაქტი სრულად დაკარგეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ღრმად შეშფოთებული ვართ - ჩვენს გუნდებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისები, მით უმეტეს, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ნომერზე, აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაშავებულებთან", - წერს ორგანიზაცია.

ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. BBC-ის ცნობით, ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისმა, Netblocks-მა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ღაზაში ინტერნეტკავშირზე წვდომა შეფერხდა.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო, ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას. 

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი გვიან ღამით სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს. ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფონზე ჰაგარიმ ღაზის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ.

"ჩვენ ვმოქმედებთ, რათა დავიცვათ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები", - თქვა ჰაგარმა.

მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორი უძლიერესი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმები ისმის სამხრეთ ისრაელში, აშკელონში, რომელიც ღაზადან 10 კილომეტრითაა დაშორებული.

მედიის ცნობით, ისრაელმა "ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მძევლების და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, შეთავაზებაზე "ჰამასმა" უარით უპასუხა.

აშშ-მა "ჰამასის“ მხარდაჭერისთვის 8 პირი და დაჯგუფების წვრთნასა და დაფინანსებაში ჩართული "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მაღალჩინოსნები დაასანქცირა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა კომპანიასაც, რომელსაც კავშირი აქვს რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის "ჰამასთან" და "პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან".

"დღეს სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირები საკვანძო როლს ასრულებდნენ "ჰამასთან" დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციებისგან გვერდის ავლის ხელშეწყობაში" - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მილიონობით დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს "ჰამასის" აქტივობებისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

ამერიკის შეეთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ეს "ჰამასს" გაძლიერების საშუალებას მისცემს და ის ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გააგრძელებს.

როგორც მილერმა აღნიშნა, 7 ოქტომბრის თავდასხმის გარდა, "ჰამასი" ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ ამ ოპერაციების გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამავდროულად, აშშ მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების შეტანის შესაძლებლობას გააჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გასახსნელად", - ამბობს მილერი.

თავდასხმა იყო ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივზე. "ჰამასმა" განაცხადა, რომ ისაა პასუხისმგებელი იერიშებზე. ორი შეტავა დაახლოებით ნახევარი საათის დაშორებით განხორციელდა. "ჰამასის" მტკიცებით, განაახლეს დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდემ "სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ღაზაში ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ 1000 ცხედარია დარჩენილი. გარდაცვლილები იდენტიფიცირებულები არ არიან. ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი არ შედიან "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ WHO-სთვის მიწოდებულ სიკვდილიანობის მონაცემებში.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები გააგრძელებენ ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს უახლოეს დღეებში, რათა მოემზადონ ომის შემდეგი ეტაპებისთვის "ჰამასის" წინააღმდეგ.

ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" მეთაური, რომელიც მონაწილეობდა 7 ოქტომბერს თავდასხმების დაგეგმვაში, მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გამანადგურებელმა იერიში მიიტანეს "ზუსტი დაზვერვის" საფუძველდე და ლიკვიდირებულია "ჰამასისი" დაზვერვის უფროსის მოადგილე შადი ბარუდი.

პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკის არმიამ საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა აღმოსავლეთ სირიაში, ორ ლოკაციაზე, რომლებიც დაკავშირებულია ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსთან. დარტყმები განხორციელდა 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებისა და პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე საპასუხოდ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ჰამასის" მაღალჩინოსნების მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება. უწყების სპიკერი ამბობს, რომ ისინი რუსეთში მათ მიწვევას "უხამს ნაბიჯად" მიიჩნევენ. ისინი მოსკოვს მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდებენ. 

"ჰამასი" ისლამურ სახელმწიფოზე უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. მისი მაღალჩინოსნების ხელები 1400-ზე მეტი ისრაელელის სისხლითაა შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს. ისინი პასუხისმგებლები აარიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების...

ისრაელი "ჰამასის" მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს. ეს მხარს უჭერს ტერორიზმს და "ჰამასის" ტერორისტების სისასტიკეს აძლევს ლეგიტიმაციას. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს "ჰამასის“ ლიდერები", - თქვა ლოირ ჰიატმა. 

"თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი საუბრობს. ამბობს, რომ "ჰამასმა" ირანს უთხრა, რომ ის მშვიდობიანი მძევლების გათავისუფლებისთვის მზადაა, თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიონ ისრაელის ციხეებში მყოფი 6000 პალესტინელი უნდა გაათავისუფლოს. 

„პალესტინაში გენოციდის მმართველ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს გულწრფელად ვეუბნები: ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს. ეს ჩვენი სახლია და დასავლეთ აზია ჩვენი რეგიონია. ჩვენ კომპრომისზე არცერთ მხარესთან არ მივდივართ და არ გვაქვს დათქმა, როცა საქმე ეხება ჩვენი სახლის უსაფრთხოებას. გენოციდი ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ღაზის მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. დღეს ღაზა ელოდება სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჰამასი“ ებრძვის ოკუპაციას და აქვს ლეგიტიმური უფლება...

ჩვენი მოლაპარაკებების თანახმად, „ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი პატიმრები. მეორე მხრივ, მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელის გათავისუფლებას. ირანი მზადაა, კატართან და თურქეთთან ერთად, თავისი როლი შეასრულოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წამოწყებაში. ბუნებრივია, 6 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გლობალური საზოგადოების კიდევ ერთი აუცილებლობა და პასუხისმგებლობაა, - თქვა მან.

26 ოქტომბერი

თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, იბომბება ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის ბნეი ბრაკი, პეტაჰ ტიკვაი, ლოდი, რიშონ ლეზიონი, ჰოლონი, რეჰოვოტი და აშ. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში "ჰამასის" წარმომადგენლები ჩავიდნენ.

„შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ შესაბამისი პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვს სტუმრობენ“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიას. 

ჰამასის დელეგაციას მოძრაობის პოლიტბიუროს წევრის, აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს, რომელიც სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი. 

IDF ამბობს, რომ "ჰამასის" ლიდერი საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს. შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს. 

მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმებს "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თორმეტი სატვირთო ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

მათი ცნობით, სატვირთოებმა ღაზას სექტორში წყალი, საკვები და სამედიცინო ნივთები შეიტანეს. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორში 74 ასეთი სატვირთო ავტომობილი შევიდა. 

ისრაელი "ჰამასის" მიერ დატყვევებულებისა და მოკლულების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს. 

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების [IDF] სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, უკანასკნელი მონაცემებით, ტერორისტების მიერ გატაცებული 224 ტყვე არის იდენტიფიცირებული. მისივე თქმით, ეს ციფრი საბოლოო არ არის და სხვა ტყვეების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დაღუპულებს, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლული 808 ადამიანის ცხედარია იდენტიფიცირებული.  ეს ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული სამოქალაქო პირების 84%-ია. სამოქალაქო პირების გარდა, თავდასხმებს უსაფრთხოების სამსახურების 300-მდე წევრი შეეწირა.

"ჰამასი" პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავსტრალიის პრემიერმინისტრ ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას საუბრობს.

მისივე თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, "ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ღაზაში უდანაშაულო, მშვდობიანი მოსახლეობა დაიცვას".

"მშვიდობის გზაზე რომ დავდგეთ, ეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც ყველა მხარისთვის კონცენტრირებულ ძალისხმევას ნიშნავს, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის... 

"ჰამასი" პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც საზიზღარი და ლაჩრული საქციელია. ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისრაელს დამატებით ტვირთად აწვება. იმის მიუხედავად, რომ ისინი "ჰამასს" ებრძვიან, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრებას", - თქვა ბაიდენმა.

25 ოქტომბერი

"თუ ისრაელი მასიურ სახმელეთო შეჭრას გულისხმობს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს, შეცდომა იქნება", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუბრობს და პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებას ეხმაურება, რომელმა თქვა, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

„საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ ამას მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემის ფარგლებში აღიარებს. შესაბამისად, თუ სახმელეთო შეჭრა ტერორისტული ჯგუფებისკენაა მიმართული, რომლებიც მთლიანადაა იდენტიფიცირებული, ეს მათი არჩევანია, მაგრამ თუ ისინი მასიურ სახმელეთო შეჭრას გულისხმობენ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს, მაშინ, ვფიქრობ, რომ ეს ისრაელის შეცდომა იქნება. ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და ის შეუთავსებელია მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემასთან, ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალთან და ომის კანონებთან", - თქვა მან.

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში აფეთქებების ხმა ისმის. "ჰამასი" რაკეტებს დასახლებების მიმართულებით უშვებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, დაიბომბა ქალაქი რიშონი, სადაც საცხოვრებელი კორპუსებიც დაინგრა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. 

"სახმელეთო ოპერაციისთვის ვემზადებით - დრო გადაწყვეტილია", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს და მოქალაქეებს იარაღის ტარებისკენ მოუწოდებს. 

მისი განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია ოპერაციის დაწყების კონკრეტული დრო - "კონსესუსით გადავწყვიტეთ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დრო. გადაწყვეტილება IDF-ის შტაბის უფროსთან და ომის კაბინეტთან ერთად მივიღეთ".

მისივე თქმით, ოპერაციას ორი მიზანი აქვს, "ჰამასის" განადგურება და მძევლების გადარჩენა. 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ერდოღანს  ტერორისტული ორგანიზაციის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს:

"შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით", - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საუბრობს, ისრაელს პასუხობს და განმარტავს, რომ "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე არ გაუმართლებია. მის განცხადებას ისრაელის მედია ავრცელებს. 

"შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით - თითქოს მე ვამართლებდი "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, ეს პირიქით იყო... 

გუშინდელი ინტერვენციის დასაწყისში მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში "ჰამასის" მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას - ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას. 

ნამდვილად, მე პალესტინელი ხალხის წყენაზე მე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი ინტერვენცია, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს", - თქვა გუტერეშმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირიათ შმონას მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. 

IDF-ის ცნობით, ოთხივე ღია ადგილას დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა და არც დაზიანება მიუღია.

სამხედროები ამბობენ, რომ ამ თავდასხმისას რკინის გუმბათის სისტემა არ გამოყენებულა, რადგან ჭურვები დასახლებული პუნქტების მიმართულებით არ მიდიოდა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "შეიძლება ჰამასი დასავლეთთან ერთად ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოს". 

"ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა "არაადამიანური" ომის გამო ისრაელში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა. 

ერდოღანის პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა კატარში ვიზიტისას ისრაელს "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში" დასდო ბრალი.

"ჩვენს პალესტინელ ძმებზე თავდასხმა, მათ შორის ბავშვებზე, პაციენტებზე და მოხუცებზე, თუნდაც სკოლებში, საავადმყოფოებსა და მეჩეთებში, არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", - განაცხადა ფიდანმა.

ორი ათეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა გასულ კვირას უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების დროს ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა. ერთი ამერიკელი სამოქალაქო კონტრაქტორი კი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა სარდლობის ცნობით,  ეს არ მომხდარა თვითმფრინავის თავდასხმის დროს.

მათივე ცნობით, ამერიკელ სამხედროებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და ამჟამად ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას.

პენტაგონის პრესმდივანი პეტ რაიდერი ამბობს, რომ გასულ კვირას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ბაზებზე იერიში ერაყში, სულ მცირე 10-ჯერ, ხოლო სირიაში 3-ჯერ მიიტანეს. რაიდერის თქმით, დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს, მხარს უჭერენ ირანი და მისი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი.

ჰამასის თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების 84% ამოცნობილია - ისრაელის პოლიციის განცხადებით, ექსპერტებმა დაადგინეს თავდასხმის შედეგად დაღუპული 798 მშვიდობიანი მოქალაქის ვინაობა. დადასტურებულია 308 სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაც.

ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა განაცხადა, რომ ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ. 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა BBC News-ს განუცხადა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უნდა დატოვოს თანამდებობა "აღმაშფოთებელი" კომენტარებისთვის, რომელიც მან სამშაბათს გააკეთა. 

რიჩარდ მარლსმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობამ რეგიონში დამატებითი ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, შედეგად ჯამში სამი ჰყავს განთავსებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რათა უზრუნველყოს, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომი არ გადაიზარდოს ფართო კონფლიქტში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო "ჰამასის" ერთ-ერთი ტერორისტის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. ტერორისტული დაჯგუფების წევრი, რომელიც 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა, მშობლების წინაშე 10 ებრაელის მოკვლით ტრაბახობს. "დედა, შენი შვილი გმირია", - მიმართავს ტერორისტი დედამისს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ "ომი ჯერ მხოლოდ იწყება". მისივე თქმით, ისრაელი ბრძოლის ველზე გავა და "ჰამასს" გაანადგურებს.

"მოემზადეთ სამომავლო ამოცანებისთვის, ომი ჯერ მხოლოდ იწყება და სამწუხაროდ, ფასი გვექნება გადასახდელი… არგად მოემზადეთ, მზად იყავით - ფიზიკურად და მენტალურად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ველზე გავალთ და "ჰამასს" გავანადგურებთ. პირდაპირი მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არსებობა არ შეგვეძლება", - თქვა გალანტმა.

24 ოქტომბერი

"მე არ შევხვდები გაერო-ს გენერალურ მდივანს", - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა და ანტონიო გუტერეშთან შეხვედრა გააუქმა

"მე არ შევხვდები გაერო-ს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. "ჰამასი" დედამიწის პირიდან უნდა წაიშალოს", - დაწერა კოენმა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ისრაელი - "ჰამასის" ომთან დაკავშირებით ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ "ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისს დასავლეთის ქვეყნების დუმილი ამძიმებს". 

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში საწვავის შეტანაზე უარს ამბობს - ისრაელის მედიის ცნობით, ამის შესახებ IDF-ის სპიკერი საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ. 

"ღაზის სექტორში საწვავი არ შევა. "ჰამასს" ეს საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება", - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჰამასმა" ღაზის სექტორში საწვავის შეტანის სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის მქონე 50 მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სწორედ მათ "ინიციატივას" უპასუხა IDF-ის სპიკერმა.

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, რომლებიც ღია ტერიტორიაზე დაეცა. გამოცემა Time of israel წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები იერიშს საარტილერიო ცეცხლით პასუხობს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ხვდება.

რამალაში ჩასვლამდე ემანუელ მაკრონმა იერუსალიმში მოლაპარაკებები გამართა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიჰაუსთან და "ჰამასის" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მაკრონი ასევე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდს.

ისრაელში ვიზიტის დასაწყისში ემანულ მაკრონი "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

"შემდეგი ეტაპის ზღვარზე ვართ. მისი მიზანი "ჰამასის" განადგურებაა", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს. ისრაელის მედიის ცნობით, მან ღაზის საზღვრის მიმდებარედ განლაგებულ თავდაცვის ძალებს მიმართა: "არ გავჩერდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ".

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. BBC-ის ცნობით,
განგაშის სირენები ამოქმედდა ცენტრალურ ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურები აცხადებენ.

"ზოგიერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა თავშესაფრისკენ წასვლის დროს", - აცხადებენ ისრაელში.

"ისრაელის ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს",- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრი საუბრობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასს" ვერ დაამარცხებენ, ისრაელი ყველაფერს დაკარგავს. მისივე თქმით, "ჰამასი" ევროპასაც საფრთხეს უქმნის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლას", რომ ომს არ შეუერთდეს.

"იმედი მაქვს, ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ჰამასის დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ისრაელის ომი ღაზაში ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, საფრანგეთის ომიცაა.

"თუ თქვენი სურვილია იცხოვროთ მშვიდობიანად და გქონდეთ უკეთესი მომავალი თქვენი შვილებისთვის, დაუყოვნებლივ გააკეთეთ ჰუმანიტარული საქმე და გააზიარეთ დადასტურებული და ღირებული ინფორმაცია თქვენს მხარეში მძევლების შესახებ.

ისრაელის სამხედროები გარწმუნებთ, რომ ის მაქსიმალურ ძალისხმევას დახარჯავს თქვენი და თქვენი სახლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენ მიიღებთ ფინანსურ ჯილდოს. ჩვენ გარანტიას გაძლევთ სრულ კონფიდენციალურობის".

"ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი, იოჩევედ ლიფშიცი ამბობს, რომ "ჯოჯოხეთი გაიარა" ღაზაში. ის ტყვედ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ქალი ორშაბათს ღამით გათავისუფლდა და თელ-ავივში, კლინიკაში გადაიყვანეს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში "ჰამასის" 400-მდე სამიზნეზე დაბომბეს. უწყება ამბობს, რომ ლიკვიდირებულია რამდენიმე საველე მეთაური, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის ნუსეირათის, შატისა და ფურკანის ბატალიონების მეთაურის მოადგილეები.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სამშაბათს თელ-ავივში ჩავიდა. მარკონი გეგმავს ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმების შემდეგ. ის განიხილავს კონფლიქტის მოგვარების გზებს.

ისრაელმა დაადასტურა, რომ "ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი, თელ-ავივში ჩავიდნენ შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. "ჰამასმა" განაცხადა, რომ ქალები გაათავისუფლეს "ჰუმანიტარული" და ჯანმრთელობის მიზეზების გამო.

"ბოდიშს გიხდით, მე უნდა წავიდე სიტუაციურ ოთახში. პრობლემაა, რომელიც მე უნდა გადავწყვიტო", - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს, რომელსაც პრესკონფერენციის მიმდინარეობისას შეატყობინეს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამი ამერიკული სამხედრო ბაზა იბომბება.

სირიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმაა, - ინფორმაცია და ფოტომასალა Twitter-ზე ვრცელდება.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

23 ოქტომბერი

"ჰამასმა" პალესტინელ ხალხს უღალატა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ლეიენი Twitter-ზე წერს, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ყველა მცდელობას, რომელიც ორი სახელმწიფოს არსებობას ეფუძნება.

"მე ნათლად განვაცხადე, რომ ისრაელმა, "ჰამასის" ტერორისტების წინააღმდეგ, ლეგიტიმური ბრძოლის მეთოდების გამოყენებისას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე უნდა დაიცვას და პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. CNN ისრაელის ორ ოფიციალურ პირსა და კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ეს გადაწყვეტილება კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შემდეგ მიიღო.

განცხადება თავად დაჯგუფების სპიკერმაც გააკეთა და თქვა: "გავათავისუფლეთ ორი დაკავებული... ჩვენ გადავწყვიტეთ მათი გათავისუფლება იძულებითი ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო".

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც დაკითხვისას 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის აღიარებაა ჩაწერილი.

უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრი ამბობს, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ბრძანება, მოეკლათ ყველა, ვისაც დაინახავდნენ. მისივე თქმით, ბრძანება მოიცავდა მსხვერპლებისთვის თავებისა და ფეხების მოკვეთასაც.

გარდა ამისა, "ჰამასის" წევრი ვიდეოში ამბობს, რომ მისცეს უფლება, გაეუპატიურებინათ ერთ-ერთი გოგონას გვამი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "ჰამასის" ტერორისტი, რომელიც ვიდეოზეა ასახული, კიბუც ალუმიმზე თავდასხმის დროს დააკავეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხდებს, რომ ბოლო დღეებში, ღაზის სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების 5 მეთაური მოკლეს. უწყების ცნობით, "ჰამასის" საგარეო ძალების მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ 7 ოქტომბერს მომხდარ საჰაერო თავდასხმაში.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ღაზაში სამოქმედო სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ ისრაელისთვის კითხვების დასმას აგრძელებს, რათა უკეთ გაიგოს ღაზაში მისი სამოქმედო სამხედრო სტრატეგია.

"ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად სჭირდება", - განაცხადა კირბიმ.

გარდა ამისა, კირბიმ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს საათებში ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი კოლონა შევა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა დეპუტატებს განუცხადა, რომ დაზვერვის არსებული  მონაცემების საფუძველზე, " დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ აფეთქება [ღაზის სექტორში ალ აჰლის საავადმყოფოში], სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტით ან რაკეტის ნაწილით".

როგორც BBC წერს, თავდაპირველად, სუნაკი, ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერები, თვლიდა, რომ საავადმყოგოზე ირეიში ისრაელმა მიიტანა, რადგან გასული კვირის ტრაგედიის შემდეგ, ღაზას სექტორის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაადანაშაულა ისრაელი აფეთქებაში და თქვა, რომ საავადმყოფო მიზანმიმართული საჰაერო დარტყმით ააფეთქეს.

მოგვიანებით, ისრაელმა გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს აფეთქებაში პალესტინის სხვა დაჯგუფების, "ისლამური ჯიჰადის" მონაწილეობის შესახებ.

გარდა ამისა, სუნაკის თქმით, აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე თავდაპირველად არასწორმა ინფორმაციამ "ნეგატიური გავლენა მოახდინა რეგიონზე, მათ შორის, მნიშვნელოვნად შეარყია აშშ-ს კრიტიკული დიპლომატიური ძალისხმევა". ასევე, ხელი შეუწყო დაძაბულობის გამწვავებას ისრაელის მხარდამჭერებსა და პალესტინელების დამცველებს შორის თავად დიდ ბრიტანეთში.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ სიტუაციიდან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გამოვიტანოთ“, - ამბობს სუნაკი თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე იერუსალიმში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები ცივილიზაციის ბრძოლაა ბარბაროსობის წინააღმდეგ.

"ჰამასი" არის ისლამური სახელმწიფო და როგორც მსოფლიო გაერთიანებულია ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს "ჰამასის" წინააღმდეგ. ვიცი, გესმით, რომ ეს არის კაცობრიობის ბრძოლა ბარბაროსობის წინააღმდეგ. მე გამოვიარე ომები, საშინელებები ვნახე, თუმცა ასეთი საშინელი რამ არასდროს მინახავს. ეს ჩვენი საერთო ცივილიზაციის ბრძოლაა, – თქვა ნეთანიაჰუმ.

შეხვედრისას მარკ რუტემ აღნიშნა, რომ პატივს სცემს, როგორ ცდილობს ისრაელი, თავიდან აიცილოს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება.

"მე პატივს ვცემ იმას, რასაც აკეთებს თქვენი გუნდი, ცდილობს თავიდან აიცილოს ეს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება. ამ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 400 ადამიანი დაიღუპა და ეს საშინელებაა. ეს საშინელებაა. ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ", - თქვა რუტემ.

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. როგორც მიცოტაკისმა აღნიშნა, საბერძნეთი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

"მოვედი აქ არა მხოლოდ როგორც მოკავშირე, არამედ როგორც ნამდვილი მეგობარი. მართლაც საშინელება იყო, რაც მოხდა და ჩვენ პირველივე წუთიდან მხარი დავუჭირეთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიო განსხვავება "ჰამასსა" და პალესტინელ ხალხს შორის. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მოხდება ზედმეტი ჰუმანიტარული საფასურის გარეშე. ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", - თქვა მიცოტაკისმა.

შეხვედრაზე ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბერძნეთის პრემიერმინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"კარგო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა შენი აქ ნახვა. ყოველთვის ვამბობ, რომ ისრაელის მხარდაჭერისთვის საუკეთესო გზა არის ამ მხარდაჭერის გამოხატვა ისრაელში ვიზიტის დროს. ძალიან ვაფასებ თქვენს სოლიდარობას. ჩვენ, ყველანი, უნდა გავერთიანდეთ „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ისლამური სახელმწიფოა", - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ  7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ტერორიზმისთვის ძებნილი 800 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის, 500-ზე მეტი ჰამასთან დაკავშირებული პირია. ისრაელის არმიის ცნობით, მხოლოდ გასულ ღამეს ჰამასის 37 წევრი აიყვანეს.

"ჰამასმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზის სექტორის ყელა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა. დაჯგუფება ითხოვს რეგიონში მუდმივი დერეფნის შექმნას, რათა თავიდან აიცილონ  "ჰუმანიტარული კატასტროფა".

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ განახორციელეს რეიდები ღაზაში. სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჯავშანტექნიკის და ქვეითი ძალების" მონაწილეობით რეიდები გამიზნული იყო "ტერორისტული უჯრედების მოკვლაზე, რომლებიც ემზადებიან ომის შემდეგი ფაზებისთვის". მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის ძალები ძლდილობდნენ "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

პალესტინელი პატიმრების კლუბის [არასამთავრობო ორგანიზაცია] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ მცირე 85 ადამიანი დააკავეს ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე კვირას ღამით და ორშაბათს დილით. დაკავებები იყო რამალასა და ბეთლემში, ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თვის დასაწყისიდან დასავლეთ სანაპიროზე 1 215-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ჰამასის ტერორისტებს 222 მძევალი ჰყავთ. მონაცემები ისრაელის თავდაცვამ დღეს განაახლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს. IDF-ის განცხადებით, სამიზნეები იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ, ასევე ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, სადაც იმალებოდნენ ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ბოევიკები.

"ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო მანევრირების ოპერაცია ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომში ჰამასი აღარ იქნება", - თქვა მან.

"ტერორისტული უჯრედი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვებას ქალაქ შლომის მიმართულებით", რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ისრაელში, ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. IDF-მ გუშინ, კვირას განაცხადა, რომ მან დაარტყა ჰეზბოლას ორ ტერორისტულ უჯრედს ლიბანის მხარეს ისრაელთან საზღვარზე.

"შეშფოთებულები ვართ... ვნახეთ თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მედიასთან ისაუბრა. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა, რომ, შესაძლოა, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ბრძოლა მთელ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც, მისი თქმით, ამერიკის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის. 

"ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები ვნახეთ. შეშფოთებულები ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პერსპექტივა ჩვენს ჯარებსა და ხალხზე თავდასხმების ესკალაციისა მთელ რეგიონში და ამის გამო, ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან კარგ მდგომარეობაში და ისინი დაცულები არიან", - განაცხადა ოსტინმა. 

22 ოქტომბერი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 23 ოქტომბერს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრი ოფისზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. გამოცემა The Times of Israel წერს, რომ 24 ოქტომბერს ქვეყანაში ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტეც ჩავა.

"ისრაელის "ჰამასზე" გამარჯვება მთელი მსოფლიოს გამარჯვება იქნება", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს. ამ განცადებას მის ოფისზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. 

ცნობილია, რომ ნეთანიაჰუმ ამის შესახებ საფრანგეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერებს უთხრა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა. 

ცნობილი ხდება, რომ 23 ოქტომბერს ისრაელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, 24 ოქტომბერს კი ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე ეწვევა. 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს და წერს, რომ გასულ კვირას ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შემდეგ,, ეს უკვე მათი მეორე სატელეფონო საუბარია. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ამ დროისთვის უცნობია.

თეთრი სახლის ცნობითვე, ჯო ბაიდენი მანამდე რომის პაპ ფრანცისკესაც ესაუბრა და "ჰამასის" თავდასხმა დაგმო. 

"ჩვენი ტანკიდან ნასროლი ჭურვი შემთხვევით ეგვიპტის სამხედრო პუნქტს მოხვდა... ძალიან ვწუხვართ", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები Twitter-ზე წერს. IDF განმარტავს, რომ ჭურვი ისრაელ-ეგვიპტის საზღვართან, ქერემ შალომთან ჩამოვარდა. მათივე ცნობით, დამატებით დეტალებს იძიებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს. 

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ბოლო 2 კვირის განმავლობაში "ჰეზბოლას" მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების გამო მიიღეს.

"ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ. ნამდვილად მზადაა ლიბანის სახელმწიფო, ღაზაში ტერორისტების გამო, საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს? - ეს არის კითხვა, რომელიც ლიბანის ხელისუფლებამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სამსახურმა (NEMA) განაცხადა, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას NEMA-მ დაიწყო 28 თემის ევაკუაცია, რომლებიც საზღვრიდან ორ კილომეტრში არიან.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ "ჰეზბოლა" ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს. მისივე თქმით, ეს გამოიწვევს ისრაელის წარმოუდგენელი მასშტაბის კონტრშეტევას, რომელიც ლიბანს გაანადგურებს.

ისრაელის პოლიციამ და თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ "ჰამასის თავდასხმის" შედეგად დაღუპული 1075 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 769 მშვიდობიანი მოქალაქე და 307 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა როგორც ისრაელის პოლიცია ამბობს, კიდევ 200 სამოქალაქო ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ეგვიპტეში სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა. 

"ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ღაზის სექტორის დასახმარებლად. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, ბორტზე იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ", - წერს ფაჰრეთინ კოჩაTwitter-ზე.

"ომი ყოველთვის დამარცხებაა... ძმებო, შეჩერდით", - ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე ამბობს და ისრაელისა და "ჰამასის" ომს ეხმაურება.

„კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძეველისთვის, დაშავებულისთვის, დაღუპულისა და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს ადამიანთა ძმობის განადგურებაა. ძმებო, შეჩერდით,“ - თქვა რომის პაპმა.

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი ამბობს, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი მათი საქმე არ არის.

"მსოფლიოს შეუძლია, მოვიდეს და ღაზის მოსახლეობას დაეხმაროს, თუმცა, ეს ჩვენი საქმე არ არის", - თქვა მან. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ორმხრივი უნდა იყოს და "ჰამასმა" ტყვეები გაათავისუფლოს. 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა, დაჭრილია 14 245-ზე მეტი. სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 266 ადამიანი, მათ შორის 117 ბავშვი.

ისრაელის არმიის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ "ჰამასის" მიერ ღაზაში მძევლად 212 ადამიანია აყვანილი. გუშინდელი შეფასებით, ტყვების რიცხვი 210 იყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის და ჯარებს საგანგებო სიტუაციებისთვის ამზადებს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა კვირას გამოაცხადეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ევაკუაციის გეგმის გაფართოების შესახებ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში, ლიბანის საზღვართან ახლოს. ევაკუაცია ეხება დამატებით 14 თემს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გოლანის ქვეითთა ბრიგადის მეთაურებს უთხრა, რომ უნდა ელოდნენ ტერორისტული ჯგუფების მიერ მომზადებულ სიურპრიზებს, როდესაც ღაზის სექტორში შევლენ, მაგრამ IDF ასევე მოამზადა ისინი.

ისრაელი თავდაცვა აცხადებს, რომ კვირას, ადგილობრივი დორით დილით, ავიაიერიში მიიტანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში მდებარზე მეჩეთზე, რათა აღეკვეთათ "გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმა". პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა დასავლეთ სანაპიროზე, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

ისრაელის თავდაცვის ძალების  (IDF) სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი დილის განახლებაში ყურადღებას ამახვილებს დაძაბულობაზე ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის, რომელიც ლიბანშია დაფუძნებული.

"ჰეზბოლა ძალიან, ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას, ჩვენ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ", - თქვა მან.

21 ოქტომბერი

იტალიის პრემიერმინისტრი ისრაელშია. ჯორჯია მელონი პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში ხვდება. 

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი გაფართოებულ მოლაპარაკებებამდე, პირისპირ შეხვედრას მართავენ.

ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს - ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს - ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ღაზი ჰამადი BBC-სთან.

  • 17:02 ღამით "ჰამასის" 68 წევრი დავაკავეთ | IDF
     

    ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, გასულ ღამეს "ჰამასის" 68 წევრი დააკავეს და იერიში მიიტანეს ტერორისტ მაჰერ შალუნის სახლზე. როგორც ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მას ბრალად ედება ამერიკისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქის, ელან განელესის მკვლელობა.

    IDF-ის ინფორმაციითვე, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროზე ჯამში 670 ძებნილი პალესტინელი დააკავა, მათგან 450-ზე მეტი "ჰამასის" წევრია. 

  • 16:15"ღაზაში საწვავი არ შევა" | ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზაში საწვავი არ შევა. ეგვიპტესა და ღაზას შორის "რაფაჰის" სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში მხოლოდ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება დაიშვება - "ღაზაში საწვავი არ შევა" - თქვა ჰაგარმა

"ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები" – თქვა მაჰმუდ აბასმა კაიროში მიმდინარე სამიტზე. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზაში "ჰამასის"  მძევლობაში 210 ადამიანია. ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაციას გატაცებულების ოჯახებს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ 
ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება.

"მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს," - წერს შოლცი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას X-ზე ეხმაურება და
წერს, რომ მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს.

მიშელი მადლობას უხდის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, წითელ ჯვარსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ მხარეებს.

"მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ," - წერს მიშელი.

ბერძნული მედიის ცნობით, კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი კაცი (17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი) დააკავა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიქოზიაში, საელჩოს შესასვლელიდან, დაახლოებით, 30 მეტრში აფეთქდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რაფაჰის საზღვრის დროებით გახსნას X-ზე (ყოფილი Twitter) ეხმაურება და ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს.

"მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა," - წერს ლაიენი.

CNN-ის ცნობით, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა.

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერმინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა.

"ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა," - აღნიშნულია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მაროკოში მოგზაურობისგანაც, რადგან იქ საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.

კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა ისრაელსა და "ჰამასს" შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, გაეროს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. თუმცა, Reuters-ის ჩამონათვალში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები არ არიან.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღამით ღაზის სექტორში "ჰამასის" რამდენიმე ობიექტს დაბომბეს.

IDF-ის თქმით, დარტყმის ქვეშ იყო სამეთაურო ცენტრები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ასევე, სნაიპერების პოზიციები მაღალსართულიან შენობებში.

ამას გარდა, IDF-ის ცნობით, ღამით მათ რამდენიმე დარტყმა მიაყენეს "ჰეზბოლას" სამხედრო ობიექტებსაც, სამხრეთ ლიბანში.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ, სულ მცირე, 22 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 18 პალესტინელი, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი.

CPJ-ის მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8 ჟურნალისტი, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან "ჰამასის" მიერ 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას და იზიარებენ შვებას, რასაც მათი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები გრძნობენ.

თუმცა, ბლინკენის თქმით, 10 ამერიკელი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა და მათი გათავისუფლებისთის მუშაობა გრძელდება. როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, ისინი, სავარაუდოდ, იმ 200 მძევალს შორის არიან, რომლებიც ღაზაში გადაიყვანეს.

"თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს," - აღნიშნა ბლინკენმა და მან მადლობა გადაუხადა კატარის ხელისუფლებას, რომელიც პროცესში მონაწილეობდა. 

რაც შეეხებათ გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მიემგზავრება ჯგუფი, რომელიც ამას შეაფასებს. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია სხვა ამერიკელი მძევლების სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ.

20 ოქტომბერი

თეთრმა სახლი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს, სადაც ჯო ბაიდენი ჰამასის მიერ, დღეს საღამოს გათავისუფლებული ორი ამერიკელი მძევლის შესახებ საუბრობს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან.

CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასმა" 2 ამერიკელი მძევალი - დედა - შვილი გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, მათი გათავისუფლება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა. წყაროს ცნობით  ისინი „ჰუმანიტარული ნიშნით“ გაათავისუფლეს, რადგან დედა მძიმე მდგომარეობაშია.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის სამხრეთ ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად მოკლული 758 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია იდენტიფიცირებული. მათგან 655 ოჯახებში, დასაკრძალადა გადაასვენეს.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ეგვიპტეში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხვალ კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

მანამდე კი გუტერეშმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზის სექტორს დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ. მისი თქმით, ორ მილიონ ადამიანს გადარჩენისთვის წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდება.

"ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის...აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის," - განაცხადა გუტერეშმა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ლიბანში, "ჰეზბოლას" ობიექტებზე საპასუხო თავდასხმის დროს ერთი ტერორისტი მოკლეს. თუმცა, ჰაგარს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია და არც მისი ვინაობა უთქვამს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფენ და სამედიცინო ჯგუფებსაც გაგზავნიან.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანიის ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეხმარება, როგორიცაა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, UNICEF და გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA).

"ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო პალესტინელ დედებს, მამებსა და შვილებს," - თქვა მან ამანში, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იორდანიაში სტუმრობის შემდეგ, ბერბოკი ლიბანსა და ისრაელს ეწვევა. მისი თქმით, მიზანი "ურყევი სოლიდარობა" და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების მიწოდებაა. 

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) დღეს დილით განახლებულ ინფორმაციაში ამბობს, რომ დაარტყეს "ჰამასის" 100-ზე მეტ ობიექტს. უწყების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა მიწისქვეშა გვირაბებს, იარაღის საწყობებსა და ათობით ოპერატიულ მართვის ცენტრს.

IDF ამბობს, რომ ლიკვიდირებულია მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი, "ჰამასის" საზღვაო ძალების წევრი, რომელიც მონაწილეობდა სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში. ასევე ტერორისტული რაზმი, რომელიც "ჰამასის" საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა, "განეიტრალდა ღაზის ქალაქზე მიზანმიმართულ დარტყმაში".

"გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული აქტივები და იარაღი, რომელიც მდებარეობს ჯაბალიას რაიონში მეჩეთში, რომელიც გამოიყენებოდა ჰამასის ტერორისტების მიერ სადამკვირვებლო პუნქტად და დადგმის ადგილად", - აცხადებს IDF.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას თქვა, რომ "ჰამასს" და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, აქვთ საერთო - ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია.

მისი თქმით, ისრაელისა და უკრაინის მიერ წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

"ამასი და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ეს აქვთ საერთო: ორივეს მეზობელი დემოკრატიის განადგურება სურს", - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუ საერთაშორისო აგრესია გაგრძელდება, მაშინ "კონფლიქტი და ქაოსი შეიძლება გავრცელდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში".

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი დაიღუპა. ორგანიზაციის თქმით, 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17 პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო. 19 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 3 ჟურნალისტი.

როგორც CPJ ამბობს, ისინი იძიებენ ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისებისა თუ სახლების დაზიანების შემთხვევებსაც.

"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მეომარი მხარეების სამიზნე არ უნდა იყვნენ. ჟურნალისტები მთელი რეგიონის მასშტაბით დიდ მსხვერპლს იღებენ ამ კონფლიქტის გასაშუქებლად. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები," - განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა რეგიონში მის კოლეგებთან ერთად განიხილოს ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება.

სუნაკი განიხილავს "რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი არასაჭირო დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას", ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

ხუთშაბათს სუნაკი შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს და მოუწოდა საუდის არაბეთს ხელი შეუწყოს სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. გუშინ ის იმყოფებოდა ისრაელში სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კონგრესში სპეციალურ მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც ისრაელისთვის და უკრაინისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს.

როგორც ბაიდენი ამბობს, თანხა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებას მოხმარდება, რათა ქვეყანამ "კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების," მათ შორის, ისრაელის და უკრაინის, მხარდაჭერა შეძლოს.

თეთრ სახლში გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ "ჰამასსა" და რუსეთს, "ორივეს მეზობელი დემოკრატიის განადგურება სურთ."

"ეს რაციონალური ინვესტიციაა, რომელიც ამერიკულ უსაფრთხოებას, გრძელვადიან პერსპექტივაში დივიდენდებს მოუტანს. დაგვეხმარეთ დავიცვათ ამერიკული ჯარი საფრთხისგან. დაგვეხმარეთ ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიო ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის," - თქვა ბაიდენმა.

19 ოქტომბერი

UEFA-ს თქმით, მათ მიერ ორგანიზებული საფეხბურთო მატჩები ისრაელში აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ისრაელი - "ჰამასის" ომის გამო მიიღო. ორგანიზაცია განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ გადაიხედება რაც ქვეყანაში არსებული "უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების სიტუაციის" გამო "დამატებითი ცნობები" არ გავრცელდება. 

"ისრაელის მთელ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ვითარების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ UEFA-ს შეჯიბრებები ისრაელში შემდგომ გაფრთხილებამდე არ ჩატარდეს," - ნათქვმია განცხადებაში.

გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Times of Israel- განუცხადა, რომ ისრაელმა, აშშ-მ და ეგვიპტემ ღაზაში დახმარების შესატანად სამმხრივი კომიტეტი შექმნეს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს და დააკვირდეს ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ღაზაში კაიროს რაფაჰის გადასასვლელით. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 ოპქტომბერს განაცხადა, რომ ღაზას სექტორში 20 ოქტომბერს 20-მდე სატვირთო მანქანა შევა. ბაიდენი იმედოვნებს, რომ მომავალში ეს რიცხვი გაიზრდება. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ღაზას სექტორის საზღვარზე სამხედროებს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, მინისტრმა ჯარისკაცებს უთხრა, რომ ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის ბრძანებას მალე მიიღებენ.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფატაჰ ელ-სისი იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს ხვდება. როგორც მედია წერს, შეხვედრაზე მხარეები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზეც იმსჯელებენ. 

ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა Times of Israel წერს, რომ ამერიკული თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. 

IDF-ის ცნობით, აშშ-მ ისრაელს 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა საავტომობილო ფლოტის გასაძლიერებლად მიაწოდა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც რიში სუნაკმა კოლეგას მხარდაჭერა აღუთქვა. 

"ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდეგი თავდასხმები და გააძლიეროს უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა რიში სუნაკმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, მას სურს რომ ისრაელმა ამ ომში გაიმარჯვოს. 

"ჩვენ ვიცით, რომ "ჰამასის" ტერორისტებისგან განსხვავებით, თქვენ ყველაფერს აკეთებთ რათა თავიდან აიცილოთ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პალესტინელი ხალხიც "ჰამასის" მსხვერპლია. [...]

მე ვამაყობ, რომ აქ, თქვენთან ერთად ვდგავარ ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს, როგორც ისრაელის მეგობარი. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად, თქვენს ხალხთან ერთად და ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ", - ამბობს სუნაკი

ნეთანიაჰუმ სუნაკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა ისრაელთან ერთად მთელს ცივილიზებულ სამყაროსაც ეხება.

"ბატონო პრემიერმინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ამ ომის დაწყებისთანავე. ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი", - ამბობს ნეთანიაჰუ. 

მომღერალ ტეილორ სვიფტის პირადი დაცვა ისრაელში ბრუნდება, რათა ქვეყნის არმიას შეუერთდეს. ინფორმაცია ამ კვირაში გავრცელდა დღეს კი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული დაადასტურა. სამინისტროს მიერ მართულ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ პოსტში წერია "ტეილორ სვიფტ, გპირდებით, რომ მის მსგავსს ვერასდროს იპოვით". პირადი დაცვის ვინაობა არ სახელდება.

პალესტინური მედიის ცნობით, ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად ერთი პალესტინელი მაღალჩინოსანი დაიღუპა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაღუპულია ჯიჰად მუჰეისენი, ღაზაში პალესტინის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი.

მუჰეისენი ღაზაში, ისრაელის მიერ განხორციელებულ დაბომბვას შეეწირა. 

"ჰამასს" ღაზაში სულ მცირე 203 ტყვე ჰყავს - ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრები ინფორმირებულები არიან.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი ტყვედ აიყვანეს კიბუც ნირ ოზში. ისრაელს არ უთქვამს სად იპოვეს ცხედრები.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს "ჰამასის" ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აცხადებს, რომ "ასევე ათზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული". IDF ამბობს, რომ ლიკვიდირებულია ღაზის "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების" ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი - რაფატ აბუ ჰილალი. უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმა განახორციელეს რაფაში, ღაზის სამხრეთში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა. ის ქვეყნის პრემიერმინისტრ, ბენიამინ  ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. 

"ყველა სამოქალაქო პირის სიკვდილი ტრაგედიაა. და ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა ჰამასის საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ", - თქვა სუნაკმა ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ოთხშაბათს გამოაქვეყნეს დრონით გადაღებული ვიდეო, რომელიც გადაღებულია ღაზაში, ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს თავზე აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ.

IDF აცხადებს, რომ "ისლამური ჯიჰადის წარუმატებელი რაკეტის გაშვების შედეგად მიყენებული ზიანი მიმდებარედ არის ავტოსადგომზე და არ ჰგავს დარტყმის შედეგად წარმოქმნილ კრატერს".

ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. პირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით ეგვიპტემ დაადასტურა.

"ვიბრძოლებთ, მაგრამ ადამიანებად დავრჩებით", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური საუბრობს. ჰერცი ჰალევი ამბობს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომი ხანმოკლე არ იქნება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას "ჰეზბოლას" დაჯგუფება შეუერთდება. 

"წესების მიხედვით ვმუშაობთ. გაბრაზებულები ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს. ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, მეორე მხარისგან განსხვავებით, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება, დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუკი ბრძოლას სხვა მტერი შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ", - ამბობს ის. 

ისრაელი-"ჰამასის" ომთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო, თურქეთში აშშ-ის საკონსულო დაიხურა. ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩოზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. 

განცხადებაში წერია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებიაა მოსალოდნელი. 

"შესაძლოა, ნებისმიერი შეკრება, თუნდაც ის მშვიდობიანი იყოს,გამწვავდეს და ძალადობრივი გახდეს. საპროტესტო აქტივობამ შეიძლება გზების ჩაკეტვა და მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს" - ნათქვამია განცხადებაში.

18 ოქტომბერი

"ომის დასრულების შემდეგ "ჰამასი" აღარ იარსებებს, ღაზის ტერიტორია კი შემცირდება", - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი საუბრობს. 

როგორც ისრაელის სახელმწიფო მედიასაშუალება Time of Israel წერს, შესაძლოა, კოენის ეს სიტყვები იმის მანიშნებელი იყოს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ბუფერული ზონის შექმნას ეცდება იმისთვის, რომ ქვეყნის სამხრეთის რეგიონები უკეთ იყოს დაცული.

ისრაელში, დღეს უკვე მესამედ, სარაკეტო განგაშია. მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა\ ჯო ბაიდენმა ქვეყანა დატოვა, სირენების ხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში აქტიურად ისმის. 

ამერიკის შეერთებული შტატები "ჰამასის" ათი ძირითადი წევრის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ეს პირები მხარს უჭერდნენ "ჰამასს" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც "ჰამასს" თავისი სასტიკი ტერორიზმის განხორციელების საშუალებას აძლევდა, როგორიცაა ისრაელზე თავდასხმა... დღევანდელი ქმედებები "ჰამასის" ტეორრიეტბისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენაა მიმართული და არა პალესტინელებისკენ", - წერს უწყება.

"ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების უპრეცედენტო პაკეტი "ჰამასთან" ომის მოგებაში დაგვეხმარება", - ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს. ამბობს, რომ სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდოდა, ბაიდენს აჩვენა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისლამური "ჯიჰადია".

ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ისრაელი და აშშ მძევლების გასათავისუფლებლად ერთობლივად მუშაობენ. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა. ბორტი ნომერი 1 ბენ გურიონის აეროპორტიდან უკვე აფრინდა. ბაიდენის გამგზავრებისთანავე ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო. სირენების ხმა ისმის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში.

ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან  ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები - ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში. გადაწყვეტილება ე.წ. ომის კაბინეტმა მიიღო.

„თქვენ მარტო არ ხართ“, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ისრაელს და მის მოსახლეობას თელ-ავივში გამართულ ბრიფინგზე. ბაიდენი ჰამასის მიერ ჩადენილ სისასტიკეს "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებს ადარებს:

„გაუპატიურება, თავების მოკვეთა, ცოცხლად დამწვარი სხეულები - ჰამასმა ჩაიდინა სისასტიკეები, რომლებიც გვახსენებს ISIS-ის." თქვა ბაიდენმა.

მან 7 ოქტომბრის თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა - "მსოფლიო მაშინ უყურებდა და არაფერს აკეთებდა... ჩვენ ასე არ მოვიქცევით არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს. ჩემთვის, როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ყველა მძევლის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნებაა”, - ამბობს ის.

ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე სამხედრო პუნქტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ისრაელის მედია "ჰეზბოლას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ის ისრაელის სამ ადგილს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. 

ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა. IDF არ ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ. 

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ ოთხშაბათს გამოთქვა წინადადება, რომ ღაზაში დევნილი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შესაძლოა გადავიდნენ ისრაელის უდაბნოში, სანამ მიმდარე კონფლიქტი გაგრძელდება. ამ თემაზე მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"მე ვურჩევდი ისრაელს მშვიდობიანი პალესტინელების გადასახლებას ნაკაბის უდაბნოში ისრაელში, სანამ ის არ დაასრულებს თავის ოპერაციებს ჰამასთან და სხვა ისლამისტურ მილიციებთან", - თქვა მან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მიიღო 8,5 მილიონი ლტოლვილი და ვერ იტევს მეტ ადამიანს და გამოთქვამს შეშფოთებას ეგვიპტეში პალესტინელების მნიშვნელოვანი შემოდინების უსაფრთხოების პოტენციური რისკების გამო.

"თუ პალესტინელებს დიდი რაოდენობით გადაკვეთის საშუალებას მივცემთ, შესაძლოა ტერორისტული ოპერაციები განხორციელდეს ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელს შეუძლია უპასუხოს", - თქვა მან.

მან დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და ხაზი გაუსვა პალესტინის საქმის მნიშვნელობას არაბულ სახელმწიფოებს შორის.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორმხრივი შეხვედრის დროს ღაზის საავადმყოფოს დაბომბვაზე თქვა, რომ "როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ". 

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ "ჰამასის" მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე ISIS უფრო რაციონალური ჩანს.

"მე მინდოდა დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო: მინდა ისრაელის ხალხმა და მსოფლიომ იცოდეს, სად დგას შეერთებული შტატები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც იმყოფებოდა აქ, მაგრამ მინდოდა, პირადად ჩამოვსულიყავი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოკლა 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ეს რიცხვი არ არის ჰიპერბოლიზებული. მათ შორის 31 ამერიკის მოქალაქე. მათ მძევლად აიყვანეს უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდნენ ჰამასის მიერ გატაცებული ბავშვები. იმის წარმოდგენა რას ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისინი ჩემს ძალებს აღემატება. ჰამასის მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე ISIS უფრო რაციონალური ჩანს. ამერიკელები თქვენთან ერთად გლოვობენ, ეს ნამდვილად ასეა.ამერიკელები შეშფოთებულები არიან. ისრაელი უპასუხებს თავდასხმებს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ გქონდეთ ის, რაც გჭირდებათ თავის დასაცავად. და ჩვენ ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც იქნება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ ღაზას საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო. იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ. მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ამაში არ არის დარწმუნებული, ამიტომ ჩვენ ბევრ დაბრკოლებასთან მოგვიწევს გამკლავება".

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ. 

თავისი ვიზიტით ბაიდენი ცდილობს გამოავლინოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, რადგან ის მუშაობს "ჰამასის" ლიკვიდაციისთვის, ასევე, სურს იპოვეს გზები ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.

ბაიდენს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები არაბ ლიდერებთანაც ამანში, თუმცა ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოში წუხელ მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამ მოგზაურობის მეორე ნაწილი უკვე გაუქმებულია.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნებს დრონის კადრებით, 30-წამიანი ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ საავადმყოფოს აფეთქება, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგი.

სურათებზე ჩანს, რომ აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, მაგრამ კრატერი არ არის, ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ მათი დარტყმები, ძირითადად, დიდ ხვრელებს ტოვებს მიწაზე.

გამოსახულებების გამოყენებით, რომლებიც აჩვენებს საავადმყოფოს სადგომზე რამდენიმე მანქანის დაზიანებას, IDF-ის მიერ წარმოდგენილი დამონტაჟებული ვიდეო ვარაუდობს, რომ ხანძარი გაჩნდა საავადმყოფოში ისლამური ჯიჰადის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შედეგად.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება. მათივე განცხადებით, პალესტინელები უნდა წავიდნენ ჰუმანიტარულ ზონაში ალ-მავასის რაიონში, ხან იუნისთან ახლოს, სადაც "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებისამებრ". 

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა მას შემდეგ, რაც ღაზის საავადმყოფოში აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა მხარეებს დაუყოვნებლივ მოხდეს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტა ისრალსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში. 

არაერთმა ქვეყანამ დაგმო აფეთქება ღაზის საავადმყოფოში, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. "ჰამასი" მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი განაცხადეს, რომ დაზვერვის ვარაუდით, აფეთქება გამოწვია ისლამური ჯიჰადის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ.  პალესტინის მხარე ამბობს, რომ დაღუპულია მინიმუმ 500 ადამიანი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი ღაზას სექტორის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს რაც ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქება მოხდა და პალესტინის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ ააბასმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. ისრაელის მედია ინფორმაციას პალესტინელ მაღლჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აბასი არც ახლო აღმოსავლეთის სხვა ლიდერებს, მათ შორის იორდანიის მეფე აბდულა II-ს და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის შეხვდება. 

თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია. მედიის ცნობით, მაშინ, როცა შოლცი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, ის თავშესაფარში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რკინის გუმბათმა 2 რაკეტა გაანადგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.

„თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად განხორციელდა მტრის სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით, რომელმაც საავადმყოფოს მიმდებარედ გაიარა, როდესაც მას მოხვდა... დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც ჩვენ რამდენიმე წყაროსგან მოვიპოვეთ, წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი PIJ-ია (ისლამური ჯიჰადი)" - წერს IDF.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორში ერთ-ერთ კლინიკას, აჰლი ბაპტისტის საავადმყოფოს, რაკეტა მოხვდა. 
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე. 

17 ოქტომბერი

"ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადიან: თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და იმალებიან მათ უკან", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საუბრობს და "ჰამასის" თავდასხმებს ეხმაურება.

მისი თქმით, "ჰამასის" ქმედებები მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს და ისრაელს მის სამართლიან ომში მხარი დაუჭიროს". ნეთანიაჰუ ამბობს, რომ "ჰამასის“ მიზანი ისრაელის სახელმწიფოს მოსპობაა".

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის სირენები ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტების ნაკადის შემდეგ ისმის. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ისრაელი თავის მოქალაქეებს თურქეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეროვნული უშიშრობის საბჭო მოსახლეობას თურქეთსა და მაროკოში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს. უწყება თვლის, რომ ისრაელელი მოგზაურები, შესაძლია, "ისრაელ-ღაზას ომის დროს გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გახდნენ".

უშიშროების საბჭომ თურქეთში საფრთხის დონე 4-მდე გაზარდა და მოქლაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მაროკოსთვის კი საფრთხის დონე 2-მდე გაიზარდა - ისრაელელ ტურისტებს "განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ" მოუწოდეს.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება - უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაა. ცნობილია, რომ ჰუმანიტარული დახმარება სყალს, საკვებსა და მედიკამენტებს მოიცავს.

გაერო სპიკერის თქმით, გუტერეში, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთში იმყოფება, ეგვიპტის სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. სტეფან დუჟარიკი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა გუტერეში ისრაელში ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში ვიზიტს. 

"ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის გადასატანად ჩვენ უსაფრთხო გადასასვლელი გვჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებისა და კოლონების გადაადგილება, სანამ აქტიური დაბომბვა მიმდინარეობს", - ამბობს დუჟარიკი. 

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ისრაელის პირველ ლედის, მიხალ ჰერცოგს ესაუბრა. როგორც მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ზელენსკამ ჰერცოგს ისრაელის მხარდაჭერის გამოსახატად დაურეკა და "ჰამასის მიერ განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა". 

ჰერცოგის ოფისის ცნობით, ზელენსკამ უთხრა ჰერცოგს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გაიგონ, რას გრძნობენ ისინი: "ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თქვენი შეშფოთება და მწუხარება".

მედია წერს, რომ ჰერცოგმა ზელენსკას მადლობა გადაუხადა და უთხრა: "მე ნამდვილად ვაფასებ ამ მოწოდებას - ეს ძალიან გამაძლიერებელი და ძალიან გულთბილია."

ბოლო 1 კვირაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე მეორედ ხვდება პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს. ბლინკენი ისრაელიდან ისევ იორდანიაში ჩავიდა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

„შეგიძლიათ აქ სახლი გქონდეთ" - მიმართა აბასმა ენტონი ბლინკენს შეხვედრის დაწყებამდე.

"ამაზე ვფიქრობ" - უპასუხა ბლინკენმა აბასს.

"ისრაელში ვიზიტი მეგობრებთან ვიზიტია... გერმანია ისრაელის გვერდითაა", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩემი ისრაელში ვიზიტი მეგობრებთან ვიზიტია. გერმანია მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით. შემდეგ მე გავემგზავრები ეგვიპტეში, პრეზიდენტ ალ-სისის სანახავად. მასთან ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლობის დაცვასა და საომარი მოქმედებების თავიდან აცილებაზზე ვისაუბრებ", - წერს შოლცი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. შოლცი თელ-ავივში სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად ჩავიდა. ის შეხვდება პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს. ასევე, მოინახულებს გერმანიის იმ მოქალაქეების ახლობლებს, რომლებიც ჰამასის ბოევიკებმა დაატყვევეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შედეგად ორი რეზერვისტი და ისრაელის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 

მათივე ცნობით, ერთი რეზერვისტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე კი მსუბუქადაა დაშავებული. 

ცნობილია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლა" იღებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით,  ლიბანიდან კიდევ ერთი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ისროლეს, ჩრდილოეთ ქალაქ ზარიტის მიმართულებით.

„არ მივიღებთ ლტოლვილებს იორდანიაში და არც ეგვიპტეში" - განაცხადა იორდანიის მეფე აბდულა II-მ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, "ჰამასსა" და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტი დაიღუპა.

CPJ-ის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელია. დაშავდა 8 ჟურნალისტი, მედიის 3 წარმომადგენელი კი დაკარგული ან დაკავებულია. როგორც კომიტეტი ამბობს, ისინი იძიებენ ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისების დაზიანების შემთხვევებსაც.

CPJ-ის თქმით, განსაკუთრებული რისკის წინაშე ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტს გაშუქებას ავიადარტყმების, შეფერხებული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის გათიშვისა და ისრაელის დანაყოფების მხრიდან მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის პირობებში ცდილობენ.

"ჟურნალისტები მთელი რეგიონის მასშტაბით დიდ მსხვერპლს იღებენ ამ კონფლიქტის გასაშუქებლად. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები," - წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ჰამასმა ისრაელზე თავდასხმისთვის, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება - რაკეტები და 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები გამოიყენა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კიდევ 4 ტერორისტი, რომლებიც ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე, ტერორისტული თავდასხმისთვის შესვლას გეგმავდნენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 500 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ღაზის სექტორის გარშემო ყველა დასახლება ევაკუირებულია მთავრობის მითითებების შესაბამისად. არ გვინდა, მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ... ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისრაელში", - განაცხადა კონრიკუსმა და ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში გაცილებით უარესი სიტუაციაა.

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ 500 000 ისრაელელს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ლიბანთან საზღვრის მიმდებარე დასახლებებში ცხოვრობენ. მათი ევაკუაცია ისრაელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანიდან თავდასხმები გახშირდა. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო.

ამას გარდა, როგორც BBC აღნიშნავს, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღამით ღაზის სექტორში "ჰამასისა" და პალესტინური "ისლამური ჯიჰადის" 200-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

IDF-ის თქმით, მათი დარტყმების ქვეშ იყო ერთ-ერთი შტაბ-ბინა, სადაც "ჰამასის" რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკი, რომლესაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა. 

ისრაელის საზღვაო ძალების გემებმა იერიში მიიტანეს "ჰამასის" სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის შესანახ საწყობებზეც.

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით 2 000 ამერიკელი ჯარისკაცი მზად არის პოტენციური განლაგებისთვის ისრაელისთვის შესაძლო მხარდაჭერისთვის.

ოფიციალური პირების თქმით, სამხედროებს ევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა კონსულტაცია და სამედიცინო დახმარება, და ისინი არიან შეერთებული შტატების შეიარაღებული სამსახურებიდან. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ საბრძოლო როლის შესრულებას. 

"ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მძევლადაა აყვანილი.

ეს არის "ჰამასის"' მიერ გავრცელებულ მძევლების პირველი ვიდეო მას შემდეგ, რაც ისინი თავს დაესხნენ ისრაელს 7 ოქტომბერს. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი სახელია მაია სემი, ის არის 21 წლის და შოჰამიდან, ისრაელიდან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ მაია გაიტაცა "ჰამასმა" და განაცხადა, რომ ისინი კავშირში არიან მის ოჯახთან. ისრაელმა დაადასტურა, რომ სულ მცირე 199 მძევალია ღაზის სექტორში. "ჰამასის" სამხედრო ფრთის წარმომადგენლის თქმით, ანკლავში "დაახლოებით 200-დან 250-მდე" ისრაელელი ტყვეა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს, მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება.

"ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ს უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ“, - თქვა ჰაგარიმ.

მისივე თქმით, ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სახელმწიფო მედიით მოსახლეობას მიმართა და ისრაელის წინააღმდეგ პრევენციული მოქმედებები დაანონსა. 

"პოლიტიკური გადაწყვეტილებების დრო იწურება და ომის გაფართოების შესაძლებლობა გარდაუვალობას უახლოვდება. უახლოეს საათებში არსებობს წინააღმდეგობის ღერძის პრევენციული მოქმედების რეალური შესაძლებლობა. წინააღმდეგობას, მოძრაობას, რომელიც არ არის მხოლოდ "ჰეზბოლა" და "ჰამასი", აქვს მტერთან ხანგრძლივი ომების წარმოების უნარი", - თქვა აბდოლაჰიანმა.

მისივე თქმით, თუ ისინი ვერ დაიცავენ ღაზას, ხვალ მათ საავადმყოფოებში ფოსფორის ბომბებთან ექნებათ საქმე.

კრემლის პრესსსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. არსებული ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს შეეხო.

"საუბარი შეეხო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს. რუსეთის პრეზიდენტმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოუცხადა ისრაელში დაღუპულ ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტკიცედ უარყოფს და გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები", - წერს კრემლის პრესსამსახური.

16 ოქტომბერი

"ჰამასსა" და ისრაელს შორის ომი ხანგრძლივი იქნება", -  ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოავ გალანტმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ეს იქნება ხანგრძლივი ომი, ფასი მაღალი იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ ებრაელი ხალხისთვის და ღირებულებებისთვის", - თქვა მან.

გარდა ამისა, გალანტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდები, მათ შორის 2 ავიამზიდი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განალაგეს. 

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თელ-ავივში, აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის უმეტესი ქალაქი ტერორისტების მიერ იბომბება. 

"ჰამასის" ოფიციალურმა პირმა არ იცის, ცოცხალია თუ არა მათი 199 მძევალი - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Sky News აქვეყნებს. 

როგორც მათთან საუბარში დაჯგუფების პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელ ამბობს, ამის დაზუსტება შეუძლებელია, რადგან ღაზის სექტორი "მძიმე დაბომბვის ქვეშაა", რაც მძევლების სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აყენებს. 

"ყველა შუამავალს ვუთხარით, რომ მზად ვართ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისთანავე გავათავისუფლოთ ყველა სამოქალაქო მძევალი", - თქვა ბასემ ნაიმმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა "ჰამასის" ტერორიზმისგან დასაცავად.

"სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ჰამასის ტერორიზმისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მიაწოდოს ისრაელის მთავრობას ის, რაც მას სჭირდება თავისი მოქალაქეების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების ვალდებულება ჰამასის მძევლების უსაფრთხო და სწრაფად გათავისუფლების შესახებ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 
ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვას ტერორისტებისგან.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები", - თქვა სუნაკმა.

მისივე თქმით, ისრაელის დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა მოხდეს.

"როგორც მეგობარი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად", - თქვა სუნაკმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ბრიტანეთი ისრაელს დახმარებას ისევ გაუწევს.  

"ჰამასთან" ომი არის ომი სინათლესა და სიბნელეს, კაცობრიობასა და არაადამიანურობას შორის... ჩვენი მიზანია "ჰამასთან" გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლისას განაცხადა

ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 75 წლის შემდეგაც კი ომი დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი არსებობა ახლა საფრთხის წინაშეა. ნაცისტურ "ჰამასთან" ომი არის ომი სინათლესა და სიბნელეს, კაცობრიობასა და არაადამიანურობას შორის. ჩვენი მიზანია "ჰამასთან" გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება. აუცილებლად გამოვიძიებთ ამ კატასტროფის მიზეზებს და გამოვიტანთ დასკვნებსაც, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნთანიაჰუს გაესაუბრება. მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი შედგება პუტინსა და პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუს აბასს, ასევე მასსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისის შორისაც. 

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი უკვე ესაუბრა თავის სირიელ კოლეგას, ბაშარ ალ ასადს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს. 

ორშაბათს ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზაში მძევლად სულ მცირე 199 ადამიანია აყვანილი. აქამდე ცნობილი იყო დაახლოებით 155 მძევალზე. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია.

მისივე თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია "ჰამასის" მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, კვლავ ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში ის ისრაელის 
პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის მართვის კაბინეტს შეხვდება.

"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ბლინკენი ისრაელში, მხარდაჭერის გამოსახატად, გასულ კვირას იმყოფებოდა. 

ისრაელის შემდეგ ის იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტესაც ეწვია. ამ ვიზიტებით სახელმწიფო მდივანი კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს.

ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე 28 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, ისინი ტერიტორიიდან საოჯახო სასტუმროებში გაიყვანენ ადგილობრივებს, რომლებიც საზღვართან 2 კილომეტრში ცხოვრობენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" აიღო. ისრაელის ცნობით, კვირას საზღვრის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელზე "ჰეზბოლას" სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელმა ღამით დარტყმები განახორციელა ლიბანზე, მიზნად ისახავდა სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც ეკუთვნის ლიბანის ბოევიკთა დაჯგუფება "ჰეზბოლას". მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Reuters-ს მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ხვალ სოლიდარობის ვიზიტით ისრაელში ჩასვლას გეგმავს.

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის მთავრობის სპიკერს შოლცის გეგმებისა და დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

​ევროპული საბჭოს წევრებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც, მათი თქმით, ევროკავშირის საერთო პოზიციაა ასახული.

"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ჰამასს და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულების გამო. ტერორს გამართლება არ აქვს. მოვუწოდებთ ჰამასს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ზომები მიიღოს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, ისრაელს აქვს უფლება თავი  ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაიცვას.

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია "დიდი შეცდომა" იქნებოდა. ამის შესახებ მან CBS-ის "60 Minutes"-თან ინტერვიუში ისაუბრა და მოუწოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს საკვების, წყლისა და გაზის დეფიციტის შესამსუბუქებლად.

"ის, რაც ღაზაში მოხდა, ჩემი აზრით, არის ჰამასი და ჰამასის უკიდურესი ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მიაჩნია, რომ "ჰამასი" მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, "მაგრამ უნდა არსებობდეს პალესტინის ხელისუფლება. უნდა არსებობდეს გზა პალესტინის სახელმწიფომდე". 

მოგვიანებით გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელს არ აქვს ღაზის ოკუპაციის ინტერესი, მაგრამ გააკეთებს "რაც საჭიროა" "ჰამასის" აღმოსაფხვრელად. 

"ჩვენ არ გვაქვს ინტერესი ღაზას ოკუპაციის ან ღაზაში დარჩენის, მაგრამ რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი გადარჩენისთვის და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა [ბაიდენმა] განმარტა, არის ჰამასის განადგურება, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები", - თქვა CNN-თან ელჩმა.

Sky News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკა და ისრაელი განიხილავენ პრეზიდენ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობას.

წყარო მედიას ეუბნება, რომ ვიზიტი ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევით შედგება.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლოებით ნახევარმა მილიონი ადამიანმა დატოვა ჩრდილოეთი ღაზა და გადავიდა სამხრეთისაკენ, პარასკევს ისრაელის მიერ ევაკუაციის მოწოდების შემდეგ. ეს ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია. 

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლის დროსაც იქნება უფრო მეტი დარტყმა და "მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციები". სამხრეთ ღაზა იბრძვის ხალხის ნაკადის დასაკმაყოფილებლად. თავშესაფრები გადატვირთულია და ტერიტორია საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტს განიცდის.

IDF-ს სპიკერმა თქვა, რომ ისრაელმა "გახსნა ონკანები" თავის მხარეს, რათა წყალი შევიდეს სამხრეთ ღაზაში, მაგრამ თქვა, რომ არ აქვთ ხილვადობა, რამდენად რეალურად მიედინება წყალი იქ, სადაც უნდა მიდიოდეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ "ჰამასის" შეტევაზე საპასუხო დარტყმებით. ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა.

ღაზას სექტორში "ჰამასის" ერთ-ერთი უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

IDF-ის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის ეროვნული უსაფრთხოების სამხრეთ ოლქის ხელმძღვანელი მუათაზ ეიდი საჰაერო თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების სააგენტოსა და სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ძალისხმევის შედეგად მოკლეს. 

15 ოქტომბერი

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-აავივში, სამხედრო შტაბ-ბინაში უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციებს მართავს და IDF-ის, მოსადისა და სინბეტის ხელმძღვანელებს ხვდება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მინისტრებს შორის არიან თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, ბენი განცი, გადი ეიზენკოტი და დაზვერვის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები. 

"შეგვიძლია, ვიზრუნოთ უკრაინასა და ისრაელზე... ამის ვალდებულებაც გვაქვს", - ასე პასუხობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კითხვას, შეძლებს თუ არა აშშ ორ რეგიონში ომის მხარდაჭერას.

"ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ, ყველაზე ძლიერი ერი ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ორივეზე [უკრაინასა და ისრაელზე] და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო საერთაშორისო თავდაცვა. ჩვენ ამის შესაძლებლობა და ვალდებულება გვაქვს. ჩვენ თუ არა, ვინ გააკეთებს ამას?" - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესში ისრაელისა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის შეტანას გეგმავს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა

სალივანის თქმით, მომავალ კვირას პრეზიდენტი ბაიდენი პაკეტი დამტკიცების აუცილებლობის შესახებ  აშშ-ის კონგრესთან "ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავს".

ლიბანში, გაეროს მშვიდობისმყოფელები ამბობენ, რომ მათ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"ჩვენს შტაბს ნაქოურაში რაკეტა მოხვდა. ვმუშაობთ იმის გადამოწმებაზე, საიდან ისროლეს. ჩვენი სამშვიდობოები იმ დროს თავშესაფრებში არ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა...

ვაგრძელებთ აქტიურ ურთიერთობას ორივე მხარის ხელისუფლებასთან სიტუაციის დეესკალაციისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამხედრო ესკალაცია გრძელდება. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი", - ამბობენ გაეროს წარმომადგენლები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ელ სისის შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სისი ბლინკენს უმტკიცებდა, რომ "ეგვიპტე ებრაელებს არასდროს დევნიდა". 

"თქვენ თქვით, რომ ებრაელი ადამიანი ხართ... მე ეგვიპტელი ვარ და ეგვიპტეში ებრაელების გვერდით გავიზარდე. ისინი არასდროს დაჩაგრულან ჩვენს რეგიონში", - უთხრა ეგვიპტის პრეზიდენტმა ბლინკენს.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი არ გამორიცხავს, რომ ირანი ისრაელისა და ღაზას ომში ჩაერიოს. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა: "უნდა მოვემზადოთ ყველა გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის".

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაშავებული 369 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაშია. მათივე ცნობით, მათგან 90-ის მდგომარეობა მძიმეა, 191-ის საშუალო სიმძიმის, 89-ის კი მსუბუქი.

ცნობილია, რომ 7 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 3 842 დაშავებული გადაიყვანეს.

"ისრაელს არ აინტერესებს ომი ლიბანთან... თუ ჰეზბოლა აირჩევს ომის გზას, ის გადაიხდის ძალიან მძიმე ფასს", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი საუბრობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ დაძაბულობა იზრდება, ტერორისტულ ჯგუფს "ჰამასის" მხარდასაჭერას ბრძოლაში შესვლა შეუძლია. 

"ჩრდილოეთში ომის ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ სიტუაციის ესკალაცია არ გვინდა", - ამბობს გალანტი. 

მისივე თქმით, "თუ ჰეზბოლა აირჩევს ომის გზას, ის გადაიხდის ძალიან მძიმე ფასს… მაგრამ თუ ის თავს შეიკავებს, ისრაელი პატივს სცემს სიტუაციას და შეინარჩუნებს საქმეს ისე, როგორც არის, მიუხედავად სროლისა ორივე მხრიდან".

ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, მათი მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1 400-მდე გაიზარდა. ისინი ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც "ჰამასის" მებრძოლებმა საკუთარ სახლებსა და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.

მანამდე კი პალესტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან დაღუპულია 2 300-ზე მეტი ადამიანი.

ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია.

ცნობისთვის, ისრაელმა ექვსი დღის წინ განაცხადა, რომ ღაზას აქვს "სრული ალყა" და მათ საკვებისა და წყლის მიწოდება შეუწყვიტა. 

არაბულ ქვეყნებში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინსა და კატარში ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდება. ინფორმაციას 
უცხოური მედიია ავრცელებს, თუმცა ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, 
საუდის არაბეთში,
იორდანიასა და კატარშიც. სახელმწიფო მდივანი გეგმავს ეგვიპტეში გამგზავრებასაც.

ირანელი რეჟისორი, დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი ვეჰდეჰ მოჰამადიფარი საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. მედიის ცნობით, პოლიცია ამბობს, რომ ცოლ-ქმას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

შემთხვევა ირანში, ქარაჯის რეგიონში მოხდა. მოკლული ცოლ-ქმარი რეჟისორის შვილმა, მონა მეჰრჯუიმ აღმოაჩინა. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Time of Israel წერს, კატრინ კოლონა ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება.

"აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს," - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ჰამასი ფიქრობდა, რომ ეს ჩვენ გაგვტეხდა, მაგრამ ჩვენ დავანგრევთ ჰამასს", - ამის შესახებ ისრაელის პრემერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საგანგებო ომი მთავრობის პირველი შეხვედრის დაწყებისას საუბრობს.

ნეთანიაჰუმ სხდომა წუთიერი დუმილით გახსნა, შემდეგ კი განაცხადა, რომ სხდომას ეროვნული ერთიანობის პარტიის ხუთი წევრი: ბენი განცი, გადი ეიზენკოტი, ჩილი ტროპერი, გედეონ საარი და იფატ შაშა-ბიტონი ესწრება.

ჰამასი ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვტეხდა... ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს.  ჩვენ ვმუშაობთ როგორც გუნდი, ერთიანი ფრონტით. ჩვენი ერთობა მკაფიო გზავნილს გადასცემს ხალხს, მტერს და მსოფლიოს. მე შევხვდი დიდებულ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. მათ იციან, რომ მათ უკან მთელი ერი დგას. მათ ესმით მათ წინაშე არსებული ამოცანის დიდი მნიშვნელობა. ისინი მზად არიან იმოქმედონ ნებისმიერ მომენტში, გაანადგურონ სისხლიანი ურჩხულები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს ღაზაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს.

"ნამდვილად მნიშვნელოვანია, ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან ხელგაშლილები დროის მხრივ. გაფრთხილება 25 საათზე მეტია, რაც გავეცით... ახლა კი არ შემიძლია რამის თქმა, გარდა იმისა, რომ დროა, ღაზას მცხოვრებლებმა დატოვონ ტერიტორია," - განაცხადა IDF-ს პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა.

​აშშ თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

გემით, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას 16 ოქტომბერს დატოვებს, მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების უახლოეს წევრებს შეეძლებათ სარგებლობა. მგზავრობის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 10-12 საათი იქნება.

"ძალიან პროდუტიული შეხვედრა იყო", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში, დე ფაქტო ლიდერთან აუდიენციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად საუბრობს.

მედიის ცნობით, ბლინკენი გვირგვინოსან პრინც მუჰამედ ბინ სალმანს სამეფოო რეზიდენციაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. 

სახდეპის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა "ხაზგასმით აღნიშნა შეერთებული შტატების ურყევი ფოკუსირება ჰამასის მიერ ტერორისტული თავდასხმების შეჩერებაზე, ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფასა და კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე".

მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა "მათი ერთობლივი ვალდებულება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ".

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ ისევ უცნობია ეთნიკურად ქართველი, ისრაელის ორი მოქალაქის ადგილსამყოფელი, რომლებიც დაკარგულად მიიჩნევიან. თამარ გოდლებრგისა და შლომი ქიქოზაშვილის ოჯახები კვლავ ოფიციალური უწყებების ინფორმაციის მოლოდინში არიან.

პარალელურად, ცხელ წერტილში რჩებიან ქართველ-ებრაელები და საქართველოს მოქალაქეები,
რომლებიც "მთავარ არხთან" დეტალურად ყვებიან რა ვითარებაა ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე.

მათი ნაწილი კვლავ ბილეთების გაზრდილ ფასზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთში ევაკუაციას ხელს უშლის. მისი თქმით, რადიკალური "ჰამასი" მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს არ აფასებს.

კონრიკუსმა ჟურნალისტებს აჩვენა აეროფოტოსურათი, სადაც მისი თქმით, ფოტოზე აღბეჭდილია "ჰამასის" ორი ავტომობილი, რომელთაც, სავარაუდოდ, გადაკეტილი აქვთ გზა.

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს ღაზაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ღაზას სექტორში "გვირაბების დახვეწილი ქსელია," სადაც "ჰამასს" 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული. 

"სავარაუდოდ, მათ მძევლები სხვადასხვა ლოკაციაზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერი თანამედროვე სამხედროსთვის უაღრესად რთულია ასეთ მჭიდრო ურბანულ ზონაში ბრძოლა, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სასტიკ მტერთან, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ყველაფრის გამოყენება - ცოცხალი ფარის სახით სამოქალაქო პირების და სამხედრო მიზნებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის",  - განაცხადა კონრიკუსმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ღაზის სექტორში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო ზაიტუნისა და ხან-იუნისის რაიონებიც.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა "ჰამასის" შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები. IDF-ის განცხადებით, ასევე განადგურდა "ისლამური ჯიჰადის" ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 29 ამერიკელი დაიღუპა. აშშ-ის მოქალაქეების გარდაცვალების გარემოებები და ვინაობა, უცნობია. 

თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცნობილია აშშ-ის 15 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები.

"აშშ-ის მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და მუშაობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე," - ნათქვამია განცხადებაში.

პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.

"აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ისრაელმა ალეპოს აეროპორტი დაბომბა. მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად ასაფრენი ბილიკი დაზიანდა და მუშაობა შეწყდა. აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო, რადგან მანამდე, მსგავსი იერიშის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა. მისივე ინფორმაციით, ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ავიარეისები თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სრულდება.

"შაბათ საღამოს სრულდება ორი ფრენა თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. კვირას გვექნება სამი ფრენა - ორი "ჯორჯიან ეარვეისის" და ერთი "ელალის" მეშვეობით. მომდევნო დღეებში ასევე "ჯორჯიან ეარვეისი" და "ელალი" განახორციელებენ ფრენებს, მათ შორის, ბათუმშიც...

ქვეყნის ჩრდილოეთი დღეს [14 ოქტომბერს] იყო საჰაერო თავდასხმის ქვეშ, თუმცა პრევენცია მაშინვე განხორციელდა. რაც შეეხება ქალაქების ევაკუაციას, ამ დრომდე ევაკუაციაზე საუბარი არ არის. თუ გადაწყვეტილება შეიცვლება, გვეცოდინება ოფიციალური არხების მეშვეობით და მოხდება გავრცელება. დღეს ევაკუაციის საშიშროება არ დგას, ამ გადაწყვეტილების წინაპირობები ჯერ არ არის. როგორც ვიცი, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ევაკუაცია ხორციელდება სამხრეთ ნაწილში და ეს ისრაელის ტერიტორიას არ ეხება...

ღაზის სექტორში ჩვენ არ გვყავს საქართველოს მოქალაქე, რის გამოც ჩართულები არ ვართ პროცესში, თუმცა სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის იქ და დღეს დერეფანი იყო გახსნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზა ეგვიპტის საზღვრის მეშვეობით. თუმცა, ეს მითითება გაუქმდა, ვინაიდან ისრაელმა ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხო გამოსვლა სასაზღვრო პუნქტიდან და თავიანთ ლოკაციებზე დააბრუნეს. დერეფანი უახლოეს საათებში ისევ გაიხსნება. მდგომარეობა დაძაბულია და არ არის მარტივი, მაგრამ უფრო ლოკალური ხდება, ვიდრე ეს იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში," - განუცხადა ჟვანიამ "საზოგადოებრივ მაუწყებელს."

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სირიიდან ჩრდილოეთ ისრაელისკენ ორი რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც სირენები ამოქმედდა გოლანის სიმაღლეებზე ქალაქ ავნეი ეიტანში.

14 ოქტომბერი

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტა სირიიდანაც გაუშვეს.  IDF არ აკონკრეტებს რაკეტების რაოდენობას, თუმცა აცხადებს, რომ საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ იერიშს.

ისრაელი ისევ მოუწოდებს ღაზას მცხოვრებლებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, გადავიდნენ სამხრეთით - "ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი თავდასხმები ღაზას ქალაქზე უახლოეს მომავალში, ჰამასს სურს თქვენი ფარად გამოყენება“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი. 

ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის, თელ-ავივში საჰაერო განგაშია. მედიის ინფორმციით, სირენების ხმა ისმის რიშონ ლეზიონში, ბნეი ბრაკში, ჰოლონში, რამლეში და სხვა ქალაქებში.

ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის მზად არის. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით თავდაცვის ძალები, ფართო ლოჯისტიკური ძალისხმევის მხარდაჭერით და ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურის სარეზერვო მობილიზაციის დასრულებით, ემზადება შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ და კოორდინირებულ შეტევას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. 

ისრაელის პრემიერმინისტრი ფრონტის ხაზზე იმყოფება. ფოტოები ბენიამინ ნეთანიაჰუს ტვიტერზე ვრცელდება წარწერით: "ჩვენს მებრძოლებთან ერთად ღაზას სექტორში, ფრონტის ხაზზე. ჩვენ ყველანი მზად ვართ."

ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზას სექტორზე ცხრა მძევალი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი უცხოელია. 

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ლიბანის საზღვარზე, მთა დოვის რაიონში, ისრაელის სამხედრო ობიექტებს ცეცხლი გაუხსნა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობაც აიღო.

ჰეზბოლას თავდასხმის პასუხად, ისრაელის არმია მათ საპასუხო ცეცხლს უხსნის. 

მედიის ცნობით, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზა რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ. ეგვიპტელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ყატარი და მონაწილეებმა მიიღეს თანხმობა პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების, ჰამასისა და ისლამური ჯიჰადისგან.

ორ საათში ულტიმატუმის ვადა იწურება. ღაზას სექტორში მცხოვრებლების ევაკუაცია ჩვენი დროით ზუსტად 5 საათზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ისრაელი სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მოკლეს ჰამასის კიდევ ერთი მეთაური, რომელიც გასულ კვირას ტერორისტების ისრაელზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

IDF-ს ინფორმაციით, დრონით მიტანილი იერიშის შედეგად, მოკლულია ალი ქადი, რომელიც ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფში ასეულის მეთაური იყო.

უწყების თქმით, ალი ქადი ისრაელში 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო პატიმრების გაცვლის ფარგლებში ღაზის სექტორს 2001 წელს გადასცეს.  

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი განცხადებით, მის გუნდს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს ისრაელთან, ეგვიპტესთან, იორდანიასთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან, ასევე, გაეროსთან.

ბაიდენი პრიორიტეტულად მიიჩნევს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის დაუყოვნებლივ გადაჭრას და ასევე ამბობს, რომ უზრუნველვყოფენ, ისრაელს ყველაფერი ჰქონდეს თავდაცვისთვის.

ამას გარდა, როგორც ბაიდენი ამბობს, აშშ მუშაობს "ჰამასის" მიერ გატაცებული ამერიკელების დასაბრუნებლად და კომუნიკაცია აქვთ გატაცებულების ოჯახის წევრებთან.  

"რაც უფრო მეტი თავდასხმის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, მით უფრო საშინელი ხდება ის. 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 27 ამერიკელი. ამ ხალხის ფონზე "ალ-ქაიდა" წმინდანად გამოიყურება. ისინი სუფთა ბოროტება არიან. თავიდანვე ვთქვი, შეერთებული შტატები ისრაელის გვერდით დგას. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, ახლა კი იქ თავდაცვის მდივანი ოსტინია.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად და ამ თავდასხმაზე რეაგირებისთვის სჭირდება. ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია, დაუყოვნებლივ გადაიჭრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. ჩემი განკარგულებით, ჩვენი გუნდები მუშაობენ რეგიონში, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიისა და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებთან და გაეროსთან, რათა მოვიძიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ "ჰამასის" თავდასხმის ჰუმანიტარულ შედეგებს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ფაქტი, რომ პალესტინელთა უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო "ჰამასთან" და "ჰამასის" საზარელ თავდასხმებთან. შედეგად ისინი იტანჯებიან", – განაცხადა ბაიდენმა.

გაეროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 1300-ზე მეტი შენობა განადგურდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში 5 540 საცხოვრებელი ერთეული განადგურდა და 3 750 სახლი იმდენად მძიმედ არის დაზიანებული, რომ საცხოვრებლად უვარგისია.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ამბობენ, რომ ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეძლებს.

"თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ "ჰამასის" ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ," - მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას X-ზე არაბულად აქვეყნებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაეროს აცნობეს, ღაზის პალესტინელი მოსახლეობა სამხრეთით უნდა გადაადგილდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გასულ ღამით ღაზის სექტორიდან ისრაელში შეღწევის მცდელობისას, ორი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

IDF-ის თქმით, ორ შეიარაღებულ პირს მათ, ნაჰალ ოზის სამხრეთ თემთან, ტანკიდან ჭურვი ესროლეს.

​ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ამბობენ, რომ დრონით შეტევის დროს გაანადგურეს ტერორისტები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შეჭრას ლიბანიდან ცდილობდნენ. თუმცა, IDF-ის დეტალებზე არ უსაუბრია.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს.

"მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია...წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს," - თქვა ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ღამით განხორციელებული 
ავიაიერიშის შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების მეთაური მოკლეს. 

IDF-ის თქმით, მოკლულია მურად აბუ მურადი, რომელმაც გასულ შაბათ-კვირას ხოცვა-ჟლეტის დროს, "დიდი წვლილი შეიტანა ტერორისტების ხელმძღვანელობაში."

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა. როგორც მისი პრესსპიკერი ამბობს, გუტერეში მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის ხელისუფლებასთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. როგორც ბლინკენი X-ზე წერს, საუდის არაბეთში ის "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს განიხილავს.

"ჩემი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. საუდის არაბეთში შევხვდები პარტნიორებს, რათა განვიხილო ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ და ერთობლივი მუშაობის საჭიროება კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად," - წერს ბლინკენი.

13 ოქტომბერი:

”ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერები", - ამბობს ნეთანიაჰუ.

ისრაელის გაფრთხილება, რომ 24 საათში დატოვონ ტერიტორია, ამოიწურა. ამ დროის ამოწურვის შემდეგ დიდი ალბათობით ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყება. ისრაელის არმია სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ჰამასი მარტივად დანებებას არ აპირებს. ტერორისტული ორგანიზაცია "საღვთო ომის" გამოცხადებით იმუქრება.

უცხოური მედიის ცნობით, ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ესამ აბდულა ემსხვერპლა, დაიჭრა ორი ჟურნალისტი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზას სექტორში შევიდნენ „ლოკალური რეიდის“ ჩატარების მიზნით, რათა გაეწმინდათ ტერიტორია პოტენციური ტერორისტებისგან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბარბოკი, რომელიც ისრაელში იმყოფება, ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქ ნეტივოტს ეწვია. ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერბოკმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა და პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ჰამასს დააკისრა.

19:40 - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაბომბეს ჰეზბოლას  სადამკვირვებლო პოსტი ლიბანის საზღვარზე. საპასუხო იერიში ისრაელის არმიამ მას შემდეგ განახორციელა, რაც ჩრდილოეთის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისრაელის სამხედრო პუნქტს ესროლეს.

ისრაელში ევროპელი ლიდერები იმყოფებიან. სოლიდარობის ვიზიტების ფარგლებში სამხრეთ ისრაელში იმყოფებიან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი.

„ახლა არ არის ნეიტრალიტეტის, ცრუ ეკვივალენტურობისა ან უპატიებელის გამართლების დრო“, - ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი თელ -ავივში, თავის ისრაელელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ. მათ შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ისრაელის ოფიციალურ პირებთან.

"აქ ვართ, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა მას შემდეგ, რაც ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ "ჰამასი", გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად," - წერს მეცოლა X-ზე.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან სამშობლოში ბრუნდებიან - დღეს თელ-ავივიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა.

დაბრუნებულები "მთავარ არხთან" იმ დღეებს იხსენებენ, რომლებიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გაიარეს. მათივე თქმით, ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ბილეთების მაღალი ფასისა და შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ ახერხებენ.

"მე მოვდივარ ქალაქ ბათიამიდან, იქ შედარებით სიწყნარეა, კი არის ხანდახან სროლები, მაგრამ დაცულია ის მხარე, უფრო საშიში ზონა იყო ღაზას მხარეს. არის ბილეთების უკმარისობა, ზოგს უნდა წამოსვლა, მაგრამ ისეთი ბილეთებია დარჩენილი, რომ კატასტროფულად ძვირია. ყურადღება აუცილებლად მისაქცევია", - ყვება ერთ-ერთი მოქალაქე.

კიდევ ერთი დაბრუნებული კი აღნიშნავს, რომ ბილეთების ფასი  2 000 ლარსაც კი აღწევს.

"ცენტრში შედარებით სიმშვიდეა, ბათიამში, განაპირა მხარეებს ძალიან ინტენსიურად ბომბავენ. ჩვენც ძლივს ვიშოვეთ, თბილისიდან ვიყიდეთ ბილეთი. ბილეთები არ არის, ძალიან ძვირია ბილეთები 2 000 ლარამდეა ფასი", - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი აეროპორტში ელოდება დამატებითი რეისის დანიშვნას, ან ბილეთებს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდა. შეხვედრაზე მათ ისრაელში განვითარებული მოვლენები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.

ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბლინკენმა მოლაპარაკებები გამართა იორდანიის მეფესთან, აბდულა მეორესთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ "ჰამასი არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას".

ბლინკენმა და მეფე აბდულამ ასევე განიხილეს "ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ატარებს ლეგიტიმურ უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. უწყების თქმით, დიპლომატი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

"ჰამასის" მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰარო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში სულ მცირე 13 მძევალი ღაიღუპა. "ცამეტი პატიმარი, მათ შორის უცხოელები" დაიღუპნენ ხუთ ადგილას, რომლებიც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნე იყო, ნათქვამია იზედინ ალ-კასამ ბრიგადის განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა. ისრაელში ის მის კოლეგასა და პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ოსტინი მეორე მაღალი დონის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც გასული ორი დღის განმავლობაში ისრაელს ეწვია. ის ისრაელში ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა, ხუთშაბათს რეგიონში სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის ჩასვლიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა. 

ისრაელის მოწოდების პარალელურად, პარასკევს "ჰამასმა" ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა არ დატოვონ თავიანთი სახლები. CNN ინფორმაციას მედია ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჰამასმა" ისრაელი დაადანაშაულა "ფსიქოლოგიურ ომში" იმ განცხდების გამო, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ სახლები და გადაადგილდნენ სამხრეთით. განცხადებაში წერია, რომ ევაკუაციისკენ მოწოდება მიზნად ისახავს მოქალაქეებს შორის დაბნეულობის შექმნას და "შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას".

"საერთაშორისო ინსტიტუტების" თანამშრომლები თავიანთ პოზიციებზე რჩებოდნენ და ევაკუაციას არ ახორციელებდნენ," ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ცნობით, ისრაელისა და "ჰამასის" ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 423 000-ს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი ალყაში მოქცეული სანაპირო ანკლავის მოსახლეობის 20%-ზე მეტია. როგორც გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, იძულებით გადაადგილებულთა 2/3-ზე მეტი თავს სკოლებს აფარებს.

ისრაელის არამიამ მიმართა ღაზის მოსახლეობას და მოუწოდა საკუთარი "უსაფრთოხებისა და დაცვისთვის", დატოვონ საცხოვრებლები და გადავიდნენ ღასაზ სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში. მოწოდება 1 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. ისრაელის არმია ფიქრობს, რომ "ჰამასის" მებრძოლები იმალებიან გვირაბებში სახლების ქვეშ და შენობებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ჰამასი" მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. 

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაცია ევროკომისიამ ხუთშაბათს გაავრცელა. ისინი შეხვდებიან ისრაელის ოფიციალურ პირებს და სოლიდარობას გამოუცხადებენ "ჰამასის" თავდასხმების მსხვერპლებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელიდან იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულა II-ს და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდება.

როგორც მდივანმა გუშინ განაცხადა, იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ეწვევა.

"ყველაფერს ვაკეთებთ ისრაელიდან საფრანგეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუბრობს. როგორც მან საფრანგეთის ეროვნულ ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, საუბარია 17 მოქალაქეზე, რომლებიც "ჰამასის" თავდასხმების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. 

მაკრონი ამბობს, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ისრაელის ხალხის სიკვდილი სურს.  მან "ჰამასი" "ბრმა მკვლელობის სიძულვილში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. 

"ეს ჩვენი სახლისთვის ბრძოლაა და ის "ჰამასის" განადგურებით უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს. ამბობს, რომ რთულია, ისრაელში იპოვო ვინმე, რომელიც არ იცნობს ადამიანს, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

"ეს ჩვენისახლისთვის ბრძოლაა და ის "ჰამასის" განადგურებითა და ლიკვიდაციით უნდა დასრულდეს. ებრაელმა ხალხმა ბნელ გამოწვევებს გაუძლო, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ერმა, მაგრამ ჩვენ არასდროს დავნებებულვართ. ებრაელი ხალხისთვის ეს ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე საშინელი დღე იყო. ძველი იქნება, იპოვოთ ვინმე, ვინც არ იცნობს ადამიანებს, რომლებმაც "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს", - ამბობს ნეთანიაჰუ.

12 ოქტომბერი: 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ხვალ, 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის მედიის ცნობით, რომელიც ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, ოსტინის ვიზიტი თავდაცვის მაღაალჩინოსნებთან და ისრაელის ახალ საგანგებო მთავრობასთან შეხვედრებსაც მოიცავს.

"ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო", - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საუბრობს. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ისრაელს უსაფრთხოების დახმარებაზე არანაირ პირობებს არ უყენებენ. 

"აღჭურვილობის მიწოდებაზე ჩვენ რაიმე პირობა არ წამოგვიყენებია. ისინი პროფესიონალი სამხედოები არიან, რომლებსაც პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავთ. ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი რაიმე განსხვავებულს გააკეთებენ. ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო. ვეცდებით, ეს უმოკლეს დროში მოხდეს", - განაცხადა ოსტინმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. ინფორმაციას სახდეპზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახდეპში აცხადებენ, რომ ისინი ეკონტაქტებიან კატარს, რომელსაც "ჰამასთან" აქვს კავშირები და მათთან ღაზის სექტორიდან ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების საკითხზე მსჯელობენ.

დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად ახლო აღმოსავლეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს, ხმელთაშუა ზღვაში კი სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს განათავსებს, - ინფორმაციას ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. 

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი რეგიონში სტაბილურობის საფრთხეების თვალყურის დევნებაა - მათ შორის, ისინი დააკვირდებიან ტერირისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემას. დიდი ბრიტანეთი ისრაელის თავზე სათვალთვალო ფრენებსაც განახორციელებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შაბათის შემდეგ, ღაზას სექტორში 3600 სამიზნე დაბომბეს, 6000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით.

ისრაელის ეროვნული ავიაკომპანია EI AI აცხადებს, რომ 1982 წლის შემდეგ პირველად, რეზერვისტებისა და საზღვარგარეთ ჩარჩენილი უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების გადასაყვანად, ფრენებს შაბათ დღესაც განახორციელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები აშშ-დან და აზიიდან შესრულდება და ისრაელის არმიის რეზერვისტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, რადგან, მათი თქმით, ეს "ტერორსტულ ჯგუფ "ჰამასთან" მიმდინარე ომის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

ცნობილია, რომ ჯარისკაცები ისრაელში ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან შაბათს, ორი Boeing 787 თვითმფრინავით უფასოდ დაბრუნდებიან. 

EI AI განმატავს, რომ ავიაკომპანია ემორჩილება ებრაულ სამართლებრივ პრინციპს, ე.წ. pikuah nefesh-ს, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის გადარჩენა თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნას აღემატება.

„ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ბრძოლის დროა“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერზი ჰალევი თავის პირველ განცხადებაში, რომელიც მან "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გააკეთა.

ლეიტენანტმა აღიარა წარუმატებლობას, რამაც ხელი შეუწყო ჰამასის შეღწევას და მასობრივ მკვლელობებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დააბრუნონ ჰამასისა და სხვა ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლები - "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ“ - ამბობს სამხედრო მაღალჩინოსანი.

ისრაელის ცნობით, მათი მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა. დაღუპულები ძირითადად არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა საკუთარ სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლული ჯარისკაცების უმრავლესობის იდენტიფიცირება მოახდინა. არმიამ 222 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიაწოდა ოფიციალური ინფორმაცია. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, 854 ცხედრიდან მხოლოდ 361-ია იდენტიფიცირებული. 

ბატონო პრემიერმინისტრო, მე აქ ჩამოვედი არა მხოლოდ როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის" აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ანტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხუთშაბათს თელ-ავივში.

ბლინკენის ვიზიტი, დასძინა ნეთანიაჰუმ, იყო "ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის". მან თქვა, რომ "ჰამასი" ისევე განადგურდება, როგორც ISIS.

ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. 

თუმცა, ოფიციალური კაირო აშშ-სთან განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას.

ეგვიპტე, რომელიც ხშირად არის პალესტინა-ისრაელის დაპირისპირების მედიატორი, ამბობს, რომ ორმა მხარემ კონფლიქტი საკუთარი საზღვრების ფარგლებში უნდა მოაგვარონ. მათივე პოზიციით, ღაზაში დარჩენა ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ პალესტინელებმა სახელმწიფოდ არსებობის უფლება მოიპოვონ.

ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული კორიდორის განხსნის შეთავაზება უარყო, Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად მიაწოდა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა დაიწყო. მხარეები ერთმანეთს თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინაში ხვდებიან. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იდენტიფიცირებულია ჰამასის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 97 ადამიანი, რომლებიც ტერორისტებს ღაზას სექტორში ჰყავთ დატყვევებული.

„ჩემი ერი გლოვობს. ამ ტრაგედიამ თითქმის ყველა ოჯახი დააზარალა ისრაელში. ეს იქნება ხანგრძლივი კამპანია ჰამასის წინააღმდეგ, რაც ხანგრძლივი ბრძოლაა ISIS-ის წინააღმდეგ”, - ამბობს ისრაელის პრეზიდენრტი ჟურნალისტებთან.

ხუთშაბათს ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 1 203 პალესტინელი დაიღუპა და  5 763 დაშავდა მას შემდეგ, რაც შაბათს ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. "ჰამასს" აყვანილი ჰყავს 150-მდე მძევალი. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, თავის 31 კოლეგას ისრაელში არსებულ ვითარებას აცნობს.  გალანტი ნატოს სამიტს დისტანციურად ერთვება და კოლეგებს ჰამასის ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. უჩვენებს ტერორისტების მიერ მოკლული ქალების, კაცების, ბავშვებისა და მოხუცების მძიმე ვიდეოკადრებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ღაზას სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია ჰამასის საზღვაო ძალების ერთ-ერთი მეთაური მუჰამედ აბუ შამალა და განადგურებულია მისი სახლიც.

სამხედროებმა ასევე მოკლეს მუსტაფა შაჰინი, ჰამასის ოფიცერი, რომელმაც გადაიღო და გაავრცელა ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა სამხრეთ ისრაელზე, შაბათს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი შეხვდება ისრაელის ოფიციალურ პირებს. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ღაზის სექტორს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება მანამდე არ აღუდგება, სანამ "ჰამასის" მიერ გატაცებული ადამიანები სახლში არ დაბრუნდებიან. 

"ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ელექტრული ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც საწვავის სატვირთო მანქანა შევა, სანამ ისრაელის გატაცებულები არ დაბრუნდებიან სახლში", - წერს მინისტრი X-ზე (ყოფილი Twitter)

ისრაელის არმია აგრძელებს შეტევას "ჰამასის" მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორზე. სამხედრო სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა დილით განაცხადა, რომ ისრაელის თვითმფრინავები მიზნად ისახავს "ჰამასის" ბოევიკების მიერ აშენებულ და დასახლებულ მიწისქვეშა ქსელს. მისივე თქმით, ეს არ არის ბუნკერები ღაზის მოსახლეობისთვის, რომლებზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ისრაელის თავდასხმის დროს.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივნის, ჰუსეინ ალ-შეიხის თქმით, პალესტინის პრეზიდენტი პარასკევს შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

იზატ ალ-რიშეკმა, "ჰამასის" მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს CNN-ს განუცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ისრაელის მძევლების გაცვლა, სანამ ისრაელი ღაზაზე დარტყმას განაგრძობს.

"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება ისრაელის აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. როგორც გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

"ასეთი აღვირახსნილობა ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შემდეგ არ გვინახავს. ჩვენ მის წინააღმედეგ ძალიან მტკიცედ დგომას გავაგრძელებთ", - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ღაზის ეგვიპტის გავლით დატოვების საშუალებას მისცემს.

"ამაზე ისრაელს ვესაუბრებით. ვსაუბრობთ ეგვიპტესთანაც. ეს უწყვეტი საუბარია, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები... ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები თავის დასაცავად. უნდა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი მუდმივი საფრთხე მოხსნილია. ასევე, მიმაჩნია, რომ ისრაელი უნდა დარწმუნდეს, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება", - განაცხადა ბლინკენმა.

11 ოქტომბერი: 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი "ჰამასთან" ღაზის სექტორის ტერორისტების მიერ გატაცებული 150 მძევლის გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. 

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელს მეორე ავიამზიდი გაუგზავნოს და ამით კიდევ ერთხელ გამოხატოს მათ მიმართ მხარდაჭერა. 

"ის, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება საჭიროების შემთხვევაში", - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი.

კირბი ასევე ამბობს, რომ აშშ "შეშფოთებულია" ჰესბოლას სარაკეტო თავდასხმებით ჩრდილოეთ ისრაელზე: "ჩვენ ვაკვირდებოდით ზოგიერთ სარაკეტო თავდახმას, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანიდან მოდიოდა და ის აშკარად აშკარად ჰეზბოლას მხრიდან ხორციელდებოდა"

"ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს", - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მარტო არ იყო.

"უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები მახსენდება... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არ იყო მარტო. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება, ეს სიტყვები გამოვიყენო, მსოფლიო ლიდერებისთვის არის ის, რომ ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს. მე არ ვსაუბრობ რომელიმე ინსტიტუტზე, მხარი დაუჭირეთ ხალს, რომელიც ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას განიხილავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ისაუბრა. ამ დროისთვის უცნობია, როგორ იმუშავებს აღნიშნული დერეფანი. 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი თავდასხმებისგან და იმედოვნებს, რომ მათი პასუხი "ჰამასის" თავდასხმებზე პროპორციული იქნება. 

"ველოდები, რომ როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხს, ეს პროპორციული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ამ წუთებში, შეტაკებებია თელ-ავივის მახლობლად მდებარე "შებას" სამედიცინო ცენტრში, სადაც ისრაელის ულტრანაციონალისტური ჯგუფი ფიქრობს, რომ "ჰამასის" ტერორისტს მკურნალობენ. ჯგუფის წევრები ითხოვენ, არ უმკურნალონ ისრაელზე თავდამსხმელებს ისრაელისვე კლინიკებში. ისინი საავადმყოფოში შეჭრასაც ცდილობდნენ. 

მედიის ინფორმააციით, რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფის წევრების ადგილზე მისვლის დროს ტერორისტი უკვე სხვა ადგილას იყო გადაყვანილი.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის, ისრაელში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის დროს, თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას Reuters ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყება წერს, რომ საჰაერო თავდასხმის სიგნალი მოსახლეობას "ჰამასის" მიერ რაკეტის გასროლის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. 

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს, 11 ოქტომბერს ჩავიდა. 

ამ წუთებში განგაშია გამოცხადებული ჩრდილოეთ ისრაელში. მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო სივრცეში არაერთმა დრონმა შეაღწია. ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ავიამზიდების ჯგუფის გაგზავნით, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთს აქეზებს. მისი თქმით, ახლა კომპრომისული გადაწყვეტილებებია საჭირო. 

„არ მესმის, რატომ მიაქვს აშშ-ს ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდების ჯგუფი. ამის აზრი ნამდვილად არ მესმის. ისინი ლიბანის დაბომბვას აპირებენ თუ რა? ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს? არიან ადამიანები, რომლებსაც აღარაფრის ეშინიათ, თუმცა, ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის. კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები აქეზებს სიტუაციას", - ამბობს პუტინი.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენჟამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის მხარდამჭერი გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. ნეთანიაჰუ ბაიდენს დღეს ტელეფონით ესაუბრა. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ.

ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელის პრემიერმინისტრს გუშინაც ესაუბრნენ და ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბარზილაის ჰოსპიტალი პირდაპირი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და "ეროვნული ერთიანობის პარტიის ლიდერი" ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ღაზაში საწვავის დეფიციტის გამო ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა. შესაბამისად, მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება. ღაზაში მცხოვრები პალესტინელები ელექტროენერგიისთვის გენერატორებს დაეყრდნობიან.

ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და შეწყვიტა ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, საქონლისა და წყლის მიწოდება.

მიმდინარე ომის გამო ისრაელში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული საკრებულოს არჩევნები სულ მცირე სამი თვით გადაიდო. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ბოლოს არჩევნები 1973 წელს, იომ ქიფურის ომის დროს გადაიდო. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა, რათა სოლიდარობა გამოხატოს ისრაელელის ხალხის მიმართ პალესტინის მებრძოლი ჯგუფის ჰამასის თავდასხმების შემდეგ- ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით,  უნივერსიტეტი ერთ-ერთი სამიზნე იყო, რადგან ის "ჰამასის" ინჟინრების მთავარ სასწავლო ცენტრს ემსახურება და არის "პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების მნიშვნელოვანი ცენტრი".

მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან რაკეტებს ისვრიან ისრაელის სამხრეთ ქალაქების - აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.

გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს, რომ ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მისი ცხრა თანამშრომელი დაიღუპა.

"მოსახლეობის დაცვა უმთავრესია, მათ შორის კონფლიქტის დროს. ისინი დაცული უნდა იყვნენ ომის კანონების შესაბამისად", - ამბობს ჯულიეტა ტუმა, სააგენტოს კომუნიკაციების დირექტორი.

მისი განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები აფეთქებების დროს საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა UNRWA-ს 18 სკოლა, რომელიც გადაკეთდა თავშესაფრად, ასევე დაზიანდა მისი შტაბ-ბინა ღაზაში.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1 055 ადამიანი დაიღუპა და 5 100-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც შაბათს ისრაელმა საპასუხო საჰაერო დარტყმები დაიწყო ღაზის სექტორზე. მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზაში დაშავებლთა თითქმის 60% იყო ქალი და ბავშვი.

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს მიაღწია, 2 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

ლიბანიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.​ იქამდე კი ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომლის სამიზნეც საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ აიღო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამ დროისათვის აღდგენილია ბარიერი ღაზას გარშემო და საზღვარზე განლაგებულია ქვეითი ჯარი და ჯავშანტექნიკა, ასევე  300 ათასი რეზერვისტი. სარდლობაში აცხადებენ, რომ არმია სახმელეთო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაშია.

სულ მცირე შვიდი ჟურნალისტი მოკლეს ღაზას სექტორში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას შემდეგ, რაც ჰამასმა შაბათს ისრაელზე თავდასხმა დაიწყო - ინფორმაციას CNN ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "ჰამასის" წევრების წინაარმდეგ სავარაუდო მკვლელობის, განზრახ მკვლელობისა და მძევლების აყვანის ბრალდებით.  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ გერმანიის მოქალაქეები იყვნენ "ჰამასის" მიერ გატაცებულთა შორის, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილა ისრაელისა და "ჰამასის" ომი რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან. კრემლმა განაცხადა, რომ ყურადღება გამახვილდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მოლაპარაკებების განახლებაზე. თურქეთის პრეზიდენტმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა ზომები დაძაბულობის გაზრდის თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები.

დანიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შესთავაზებს თავის მოქალაქეებს ევაკუაციას ისრაელიდან და პალესტინის ტერიტორიებიდან. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად დაახლოებით 1 200 დანიელი იმყოფება ისრაელში და კიდევ 90 პალესტინის ტერიტორიებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ ღაზაში 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს თავისი მოქალაქეების თელ-ავივიდან გაყვანას კანადის შეიარაღებული ძალების დახმარებით. Global Affairs Canada-მ განაცხადა, რომ 3 200-ზე მეტი კანადელი ისრაელში და თითქმის 500 ღაზისა და დასავლეთ სანაპიროზე რეგისტრირებულია დეპარტამენტში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას ორი კანადელი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება.

"ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ საკითხზე, მიმდინარეობს კონსულტაციები", - განუცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეკ სალივანმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ პირველი თვითმფრინავი, რომელიც ამერიკულ შეიარაღებას ატარებდა, ისრაელში სამშაბათს საღამოს დაეშვა. იარაღი ჩავიდა ნევატიმის საავიაციო ბაზაზე სამხრეთ ისრაელში. IDF-მ არ გაასაჯაროვა რა ტიპის იარაღი ან სამხედრო ტექნიკა მიიღო.

"ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ... მზად ვართ, თუ საჭირო გახდება, დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუბრობს და ამბობს, რომ აშშ-მ შეკავების უზრუნველსაყოფად "რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება" გააძლიერა.

"თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა და მზად ვართ თუ საჭირო გახდება დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ", - განაცხადა ბაიდენმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ.

"ჩვენი გულები შესაძლოა გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა", - განაცხადა ბაიდენმა.

10 ოქტომბერი:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი "ჰამასის" თავდასხმებისგან, თუმცa, მან ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს.

ამასთან, ბორელის თქმით, ყველა პალესტინელი ტერორისტი არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, პალესტინის ხელისუფლება ჩვენი პარტნიორია", - თქვა ბორელმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სირიიდან ისრაელის მიმართულებით ნაღმმტყორცნებიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია, IDF აცხადებს, რომ დამატებით ინფორმაციას მალე გაასაჯაროებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრნენ და მასთან "ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს". ცნობისთვის, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ეს ბაიდენის მესამე ზარია ნეთანიაჰუსთან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 11 ოქტომბერს ისრაელში გაემგზავრება - ამის შესახებ სახდეპის პრესსპიკერმა ისაუბრა. როგორც მეთიუ მილერმა განაცხადა, სახელმწიფო მდივანი ისრაელის ხალხს ტერორიზმის წინაშე ბრძოლაში მხარდაჭერას გამოუცხადებს. მისივე თქმით, ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს ჩავა.

"აშკარა ბოროტების აქტი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს
ამბობს, რომ ისრაელის მოსახლეობა განიცდის "ნამდვილ ბოროტებას ჰამასის ტერორისტული ჯგუფის სისხლიანი ხელებისგან. ჯგუფისგან, რომლის არსებობის გაცხადებული მიზანიც ებრაელთა დახოცვაა".

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა ისრაელში კონფლიქტში მყოფებს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მარტინ გრიფიტის თქმით, ომის კანონები დაცული უნდა იყოს.

"ომის კანონები დაცული უნდა იყოს. ტყვეობაში მყოფებს ჰუმანურად უნდა მოექცნენ. მძევლები დაუყოვნებლად უნდა გაათავისუფლონ", - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების შედეგად აშშ-ის სულ მცირე 14 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დღესვე, მან ჰამასის ისრაელზე თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ეს "აშკარა ბოროტების აქტია". 

დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა დანიურ მაუწყებელს DR განუცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს განვითარების პროექტების დაფინანსებას პალესტინის თემებისთვის.

"მიუღებელი ქმედებები, ტერორიზმი და ყველაზე უარესი აგრესია მოხდა. ჩვენ, ბუნებრივია, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დანიის ფული ამას ირიბად არ უჭერს მხარს", - განმარტა მან.

2021-2025 წლებისთვის დანიის მთავრობამ პალესტინას ტერიტორიების განვითარებისთვის დაახლოებით 450 მილიონი კრონს დაჰპირდა, საიდანაც დაახლოებით 72 მილიონი კრონი ამ წლის ბოლომდე  უნდა გამოყოფილიყო. 

პალესტინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა შვედეთის განვითარების მინისტრმა, იოჰან ფორსელმაც.

"ჩვენ არ გვინდა, რომ შვედი გადასახადის გადამხდელების ფული გადავიდეს იმ სუბიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო შეხედულება აბსოლუტურად ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებშიც ისინი უარყოფენ ტერორიზმს. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და არ შეჩერდება ამ გადაწყვეტილების შედეგად", - თქვა ფორსელმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის. მისივე თქმით, ღაზა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

"მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე... თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. "ჰამასს" სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო", - განაცხადა გალანტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ­ ბუქარესტში რუმინელ კოლეგასთან კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც "ჰამასის" უკან დგას.

"ვინ დგას "ჰამასის" უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება. ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ჩრდილოეთ ისრაელზე, საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ.

აშკელონში აფეთქებები ხმა ისმის - ვრცელდება ღაზადან აშკელონის მიმართულებით რაკეტის გაშვების კადრებიც. ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ამოიწურა ჰამასის მიერ დაწესებული ვადა, რის შემდეგაც ისინი აშკელონზე თავდასხმით იმუქრებოდნენ.

ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა.

როგორც BBC წერს, ეგვიპტის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიზეზი ისრაელის მიერ რაფას დაბომბვა გახდა, რის გამოც, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა.

გარდა ამისა, პალესტინური მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვის შესახებაც იუწყება, თუმცა ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტი არ დაუბომბავთ. ​სამიზნეს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო განგაშია  გამოცხადებული. მიზეზი ჰამასის მუქარაა.  ისრაელის დარტყმების საპასუხოდ, ჰამასი ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აშკელონზე თავდასხმით დაიმუქრა და მოსახლეობას ადგილობრივი დროით, 17 საათამდე, ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შაბათის შემდეგ,  ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4500-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების დაწყების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 1 008-მდე გაიზარდა, დაშავებულია 3 418 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების [IDF] ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის "ეკონომიკის მინისტრი" ჯავად აბუ შამალა და ჰამასის პოლიტბიუროს კიდევ ერთი მაღალი "თანამდებობის პირი" - ზაქარია აბუ მუამარი, ღაზას სექტორზე, დრონებით განხორციელებული იერიშის დროს.

ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] აცხადებენ, რომ მასიური საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზას მახლობლად, ქალაქ ალ-ფურქანში, სამიზნე 100-ზე მეტი ადგილი იყო, სადაც ტერორისტები იარაღს ინახავენ.

IDF-ს ცნობითვე, იერიში მიიტანეს რაფაჰის რაიონში, ეგვიპტე-ღაზას საზღვარზე მდებარე მიწისქვეშა გვირაბზე, რომელიც გამოიყენება  იარაღის კონტრაბანდისთვის.

ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ადასტურებენ, რომ ღაზას საზღვართან ახლოს, ზიკიმის სანაპიროზე ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს.

ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ დაჯგუფება არ გამართავს მოლაპარაკებას ისრაელთან მძევლების შესახებ, საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. პრემიერმაც და თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურეს, რომ ჰამასის პოზიციებსა და სამეთაურო პუნქტებს ისრაელის არმია უშუალოდ ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციით გაანადგურებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 123 სამხედრო დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში, ჰამასის ობიექტებზე ფართომასშტაბიან საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ. მათივე ცნობით, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს თეირანის მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში ისრაელზე, თუმცა მიესალმება ისრაელის სამხედრო დაზვერვის "გამოუსწორებელ მარცხს" - "ხელებს ვუკოცნით, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონისტურ რეჟიმზე“ - თქვა მან თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.

"გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა და 180 000 ადამიანს მიაღწია. მოსალოდნელია ამ რიცხვის ზრდა," - წერს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტო.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ისრაელსა და ღაზის სექტორის მიდამოებში "ჰამასის" 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობეზე, კონტროლი "მეტ-ნაკლებად" სრულად აღადგინეს - ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, რიჩარდ ჰეხტმა, ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ სრული კონტროლი სასაზღვრო ღობეზე. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში ეს საბოლოოდ მოხდება... ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ ღაზის სექტორზე შეტევასა და საჰაერო თავდასხმებზე", - განაცხადა მან.

ვიცე-პოლკოვნიკის განმარტებით, ისრაელის ძალებმა უზრუნველყვეს საზღვრის მიმდებარე დასახლებების უსაფრთხოება და თითქმის დაასრულეს ევაკუაცია ამ მხარეში.

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხვალ დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რომ კიდევ ერთი დამატებითი რესი დაინიშნოს 12 ოქტომბერსაც. 

დიპლომატიური წარმომადგენელი განმარტავს, რომ ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ მოქალაქეები დაიცავენ იმ წესებს, რომლებსაც შესაბამისი სამსახურები აწესებენ. 

"11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის, მიაქციონ [ყურადღება] ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ ვისაც სურვილი აქვთ ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების. ისიც უნდა ვთქვა, რომ ევაკუაციის გადაწყვეტილება ისრაელში არ არის მიღებული, არც ერთი ქალაქიდან", - ამბობს ჟვანია. 

შეგახსენებთ, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:

+972526919092;  +972 52-8888513; +972 54-7386813.

ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული - ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა, განაცხადა. 

"ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა - 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ," - თქვა ელჩმა.

მისივე თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, "რაც უნდა გააკეთოს ისრაელის მომავლის დასაცავად."

"ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ "ჰამასი" გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს "ჰამასის" ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას," - განაცხადა ერდანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა, რომ შეხვედრა გამართა ისრაელში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, ასევე, საერთო ვითარებაზე ახლო აღმოსავლეთში დაზვერვის, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე ქვეყნის დიპლომატებთან ისრაელში. 

მისი თქმით, ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

"არსებული ინფორმაციით - ძალიან მკაფიო - რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება და წინააღმდეგობები და ამით დაეხმაროს რუსეთს ევროპაში თავისუფლების განადგურებაში. 

ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო. ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამზადებენ შესაბამის ნაბიჯებს.

რუსული მედია რუსეთში პალესტინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის. ელჩი ამბობს, რომ პალესტინა რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს რუსეთთან.

"ჩვენ ყოველდღიურად ვართ კონტაქტში მოსკოვთან. ახლა მზადება მიმდინარეობს პრეზიდენტი აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის", - განაცხადა ელჩმა.

პალესტინის წარმომადგენელი მოსკოვში ამბობს, რომ ელოდებიან კრემლის ოფიციალურ განცხადებას, თუ როდის გაიმართება ვიზიტი.

აბასი ბოლოს რუსეთში 2021 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.

CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და საკითხის მცოდნე კიდევ ერთმა პირმა განუცხადა, რომ კატარი აწარმოებს მოლაპარაკებებს "ჰამასთან" მძევლების შესახებ, რომლებიც მებრძოლთა ჯგუფს ღაზის ტერიტორიაზე ჰყავს. ასევე, წყაროები ამბობენ, რომ აშშ კოორდინაციას უწევს კატარელებს, რადგან ისინი ასრულებენ მთავარი შუამავლოს როლს "ჰამასთან". ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ კატარის პრემიერმინისტრი კვირას "ჰამასის" ლიდერებს შეხვდა.

Reuters-ს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ კატარის შუამავლები ცდილობენ მოლაპარაკებებს ისრაელის მოქალაქე ქალების და ბავშვების გასათავისუფლებლად, ისრაელის ციხეებიდან 36 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა Reuters-ს მისი მონაწილეობა შუამავლის სახით მოლაპარაკებებში "ჰამასთან" და ისრაელის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პატიმრების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.

1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც "ჰამასის" მებრძოლმა დაჯგუფებამ ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. 

ისრალის მხარის ცნობით, მინიმუმ 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. დაშავებულია 2 500 ადამიანი.

რაც შეეხება ღაზას, ორშაბათს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობამ 3 726-ს მიაღწია - მათგან 10% ბავშვია.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ღაზაზე შეტევა გარდაუვალია. მისი თქმით, ისრაელს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. 

"შეტევა გარდაუვალია... ჩვენ ახლა მოლაპარაკება არ შეგვიძლია", - განუცხადა ნეთანიაჰუმ ბაიდენს. 

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, ღაზაში ჰამასზე ძლიერი დარტყმა იქნებოდა, თუმცა მას არ უხსენებია, რომ სახმელეთო შეჭრა იგეგმებოდა. ამერიკული და ებრაული მედიის ცნობით, ბაიდენს არ უცდია ნეთანიაჰუსთვის აზრის შეცვლა. ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა ისიც, რომ ისრაელი ჰესბოლასთან მეორე ფრონტის გახსნით შეშფოთებულია. 

ისრაელის ლიბანზე თავდასხმისას ჰესბოლას სამი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტერორისტული ორგანიზაცია ავრცელებს

ჰესბოლამ წევრების გარდაცვალება სამი განსხვავებული განცხადებით დაადასტურა. მათი თქმით, ''ყველა მათგანი მოწამეობრივად დაიღუპა სამხრეთ ლიბანში ორშაბათს ნაშუადღევს''.

9 ოქტომბერი:

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანის დაბომბვას განაახლებენ. საარტილერიო დარტყმები მათ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ნაღმმტყორცნები ისროლა. 

ნაღმმტყორცნებიდან თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის ჯარებსა და ლიბანიდან ისრაელში შესულ შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ დაარტყა "ჰეზბოლას" რამდენიმე პოზიციას საზღვარზე, რის შედეგადაც დაიღუპა "ჰეზბოლას" სამი წევრი.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას სატელევიზიო ეთერით მიმართა. პრემიერის განცხადებით, "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა, როგორც ISIS და ისრაელი მათ აუცილებლად დაამარცხებს. 

"მესამე დღეა, ომში ვართ. ეს ომი არის ჩვენი არსებობის უზრუნველსაყოფად, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ომი დაგვიწესა საზიზღარმა მტერმა - მხეცებმა, რომლებიც კლავენ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის ჰამასი. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS და ჩვენ მათ დავამარცხებთ მათ ზუსტად ისე, როგორც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS'' - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

"ჩვენ შევქმენით ებრაული სახელმწიფო ამ მიწაზე, რათა დავიცვათ თავი და ახლა დადგა დრო, რომ საპასუხოდ ვიბრძოლოთ", - ამის შესახებ ისრაელის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა განაცხადა. გარდა ამისა, მისივე თქმით,  ეს არის ომი ირანთან, რომელიც მართავს "ჰამასს", "ისლამურ ჯიჰადსა" და "ჰეზბოლას".

"ეს არ არის იომ-კიპურის ომი – ეს არის იომ-კიპური გამრავლებული 100-ზე, რადგან აქ ვსაუბრობთ მკვლელობაზე, ჩვილების, გოგონების, ბიჭების სისტემატურ ხოცვაზე. ეს არის, რაც ხდება და რაც ძალიან ძნელი ასატანია. ჩვენ შევქმენით ებრაული სახელმწიფო ამ მიწაზე, რათა დავიცვათ თავი და ახლა დადგა დრო, რომ საპასუხოდ ვიბრძოლოთ..როდესაც ჩვენ ვდგავართ ირანელი მტრის – "ჰამასის", "ისლამური ჯიჰადის", "ჰეზბოლას", ირანის წინაშე – ნაცისტური კონცეფციის წინაშე ვდგავართ.

ეს წარსულში არ მითქვამს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდნენ და ბავშვებს ყელს გამოჭრიდნენ. ესენი ცხოველები არიან. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას ისე, თითქოს ისინი ნაცისტები არიან. რასაც ჩვენ ვუკეთებდით ნაცისტებს, იგივე უნდა გავუკეთოთ. ეს არის ყველაზე ცუდი პერიოდი სახელმწიფოს ისტორიაში, თუმცა ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ", – განაცხადა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.", – ამბობს ბენეტი.

"ჰამასი" იმუქრება, რომ ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამასის იზ ად-დინ ალ-ქამასის სპიკერი ავრცელებს.

''ამ საათიდან ჩვენი ხალხის მიმართ გაფრთხილების გარეშე საკუთარ სახლებში დამიზნებით სროლას, სამოქალაქო მძევლების სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელიც ვიდეო და აუდიო საშუალებით გადაიცემა'' - ამბობს სპიკერი.

ძლიერი სარაკეტო სროლა ცენტრალურ, სამხრეთ ისრაელზე. 48 საათში 300 000 რეზერვისტი მობილიზდა. როგორც Time of Israel წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ აკონტროლებს ყველა სასაზღვრო ქალაქს.

ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების დაწყების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება

ისრაელზე "ჰამასის" თავდახმის გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა 

''აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაერთიანებულნი არიან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი რეგიონში ხანძრად იქცეს '' - აცხადებს შოლცი. 

ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის უშიშროების საბჭო ავრცელებს.

''ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის 9 მოქალაქის სიკვდილი. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და ყველა ადამიანს, ვინც დაზარლდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის ახლო მონიტორინგს და კავშირზე ვართ ისრაელელ პარტნიორებთან, კერძოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.'' - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, რასაც "ჰამასი" გამოცდის, იქნება რთული და საშინელი. 

"თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში.ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსაველთს..ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და ვიქნებით დაამარცხე ისინი ძალით", - თქვა ნეთანიაჰუმ.

ევროკავშირმა პალესტინას 691 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკოისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ჰამასის ისრაელზე თავდასხმა გახდა. 

"ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ გარდამტეხი მომენტია. ჩვეული საქმე არ შეიძლება იყოს. ევროკომისია გადახედავს აღნიშნულ საკითხს, როგორც პალესტინელების ყველაზე დიდი დონორი", - წერს ვარჰეი.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 500-ს აჭარბებს.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში 2 506 დაშავებულია გადაყვანილი. მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ის კი სერიოზული დაზიანებები აქვთ.

რაც შეეხება ღაზას, სულ მცირე 560 ადამიანი დაიღუპა და 2,900 დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები შაბათს დილით, ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ, ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ისრაელი მზად არის, იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი საუბრობს. მან ირანის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დესტაბილიზაციაზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი. 

მოსადის პასუხისმგებლობის შესახებ შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, დაისვა ისრაელშიც, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის. ახლა არის დრო, ვიბრძოლოთ და ვუპასუხოთ ამ საშინელ თავდასხმას, რომელიც წამოწყებული იყო ჰამასის მიერ. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს პასუხი, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვა დრო, ყველაფერს გამოვიძიებთ და გავიგებთ, სად დავუშვით შეცდომა და რა უნდა გავაუმჯობესოთ.

რაც შეეხება რუსეთსა და ირანს, იმედი გვაქვს, ამ საშინელი თავდასხმის შემდეგ რუსეთი ბოლოს და ბოლოს აღიარებს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ჰამასი, ირანი კი ტერორიზმის მთავარი წყაროა ახლო აღმოსავლეთსა და მის მიღმა. ყოველთვის, როდესაც ვხედავთ დესტაბილიზაციის ძალისხმევას ამ რეგიონში, როგორც წესი, ამას ყოველთვის მივყავართ ირანისკენ. ირანი ცდილობს ისრაელს ზიანი მიაყენოს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰყავდა სამიზნეები. ამ ქვეყანას ჰამასთან დიდი ხნის ახლო ურთიერთობა აქვს, ამიტომ ვთვლით, რომ ირანი პასუხისმგებელია ყველაფერ იმაში, რისი მიზანიც ისრაელისთვის ზიანის მიყენებაა.

რაც შეეხება სხვა არაბულ ქვეყნებს, ჩვენ მოვისმინეთ არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან ისრაელზე ამ თავდასხმის დაგმობა. ისრაელსა და გაერთიანებულ საემიროებს უკვე სამი წელია ახლო ურთიერთობები აქვთ. ახლო აღმოსავლეთი არ არის ისეთი, როგორიც 30 წლის წინ იყო და ჩვენ ახლა გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულებები ეგვიპტესთან, საემიროებთან, იორდანიასთან, ბაჰრეინთან. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა კარგი დროა ისრაელზე თავდასხმისთვის, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. 

მე არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ისრაელი მზად არის, რომ იბრძოლოს იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება, - თქვა ელჩმა.

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა, დღეს კი 4 რეისია დაგეგმილი.

მისივე თქმით, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე ჯერ კიდევ თავისუფალია და ასევე შეიძლება "ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე."

ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. მისი განმარტებით, საელჩო და სამი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

"გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. ამ რეისებზე, ძირითადად,  საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება.  დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული. და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი, არ ყოფილა. პრაქტიკულად ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას.

მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი. მე ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს 4 რეისი არის თბილისის მიმართულებით. ამ დილას ადრე შესრულდა რეისი, ერთი რეისი სრულდება 5 საათზე, გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება აირზენას რეისი, ისევე როგორც ხვალ და ზეგ. 

ბილეთები, როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, ინტერესი რადგან დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, არის 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ დავუშვათ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში, 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია.

​თუკი ვინმეს სჭირდება რაიმე დახმარება, თავშესაფრის, ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ეფექტურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ," - ამბობს ჟვანია.

ცნობისთვის, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:

  • +972526919092; 
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარებით და მას უწოდა "დიდი საფრთხე რეგიონისთვის". მისივე თქმით, ვითარება პოტენციურად სავსეა გავრცელების საშიშროებით. 

"ზოგადად, სიტუაცია ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც იქ ხდება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სიტუაცია ესკალაციის გზაზე ვითარდება. ამ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვის დიდი რისკი არსებობს", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მოიძებნოს გზები რაიმე სახის მოლაპარაკების პროცესზე გადასასვლელად. 

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი მის ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, რომ თვალყური ადევნონ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მისი თქმით, ისრაელის ავიაკომპანიები აგრძელებენ მუშაობას. 

ელჩმა თქვა, რომ რამდენიმე ეთნიკურად ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, მას ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

"ჩემი რჩევა იქნება, რომ თვალყური მიადევნოთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. თქვენ იცით, რომ ძალიან დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვაქვს, ტურისტია, თუ მოსახლე, ყველას ვურჩევთ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა გაცემული, თავი შეაფარონ საჭირო დროს თავშესაფარს. [...] ისრაელის ყველა ავიაკომპანიაა გააგრძელებს მუშაობას. მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება ისრაელში, იმისთვის, რომ შეუერთდეს თანამემამულეებს და ჩაერთოს ამ თავდაცვის ომში.

ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ადამიანების უსაფრთხოება შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიცით, რომ აშკელონში იყო საშინელი თავდასხმა და შეტევა და იქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოდან წასული, რომლებმაც 70-იან წლებში დატოვეს საქართველო, ვიცით, რომ რამდენიმე ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - ამბობს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი. [სინქრონული თარგმანი]

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში არსებული ვითარების განსახილველად შეიკრიბებიან. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, Twitter-ზე ავრცელებს:

"ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად," - წერს ბორელი.

საქართველოს ხელისუფლება ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას ამ ეტაპზე არ გეგმას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ სრულდება რეგულარული რეისები და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ამ გზით დატოვონ ქვეყანა.

"სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზავრების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა. 
რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ,,აირზენას” მიერ  გავრცელებული განცხადებით", - აცხადებენ პრესსამსახურში.

"ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება თელ -ავივი-თბილისის მიმართულებით, 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა. 

"უახლოეს რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი", - წერია კომპანიის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ჰამასის" ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ თემაზე მან კოპენჰაგენში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.

"იგივე ბოროტებაა და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთია", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ისრაელიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ უკრაინაში და შეესწრნენ რუსეთის ბოროტმოქმედების შედეგებს, ახლა იგივეს ხედავენ საკუთარ ქვეყანაში.

მისივე თქმით, ირანი "ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში", თუ ის მიყიდის "შაჰიდებს" რუსეთს და მას არ შეუძლია თქვა, რომ "არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება", თუ მისი ოფიციალური პირები "ჰამასს" უცხადებენ მხარდაჭერას.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ მან გასცა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება. 

"არ იქნება დენი, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია", - განაცხადა მან.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის გარშემო ყველა თემზე კონტროლი აღდგენილია. თუმცა, უწყება ამბობს, რომ დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

სპიკერის განცხადებითვე, ისრაელის შიგნით არ მიმდინარეობს ბრძოლა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და "ჰამასს" შორის.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით," - ამბობენ კომპანიაში.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ​ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ისრაელის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

როგორც Европейская правда წერს, მან მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს. სუნაკის თქმით, ლონდონი მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს.

"ჰამასი და მისი მხარდამჭერები არიან სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე," - ამბობს სუნაკი.

სუნაკის დაუნინგ სტრიტის ოფისმა განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრისას სუნაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი დადგება ისრაელის გვერდით ამ ტერორისტული აქტების წინააღმდეგ.

მოხდება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის უცნობია. მოქალაქეების ნაწილი ქვეყანაში ტურისტული მიზნებითაა. ცნობილია, რომ დღეს თბილისში ჩამოფრინდებიან ისრაელში მყოფი ანსამბლ "გორდელას" წევრები.

"როცა დავრეკეთ საელჩოში ესე გვითხრეს, არ ვიცით ჩვენ რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადაო, ჩვენთვის არავის ეგ ინფორმაცია არ მოუწოდებიაო და წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო. ძალიან არარეალურია ის, რომ 2 000 ლარი გახდა "ჯირჯიან ეარვეისზე" ბილეთები, რატომ გვწირავენ ასე რომ ვთქვათ იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ", - ამბობს ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე, სოფო ცარციძე. 

მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც იმხელა დანაზოგი არ აქვთ, რომ ბილეთები თავად იყიდონ და სამშობლოში დაბრუნდნენ. 

დაიღუპა კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. "მთავარ არხს" ინფორმაციას ოჯახის წევრები უდასტურებენ და ამბობენ, რომ ცხედარი ამოცნობილია. ამ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.

ამერიკამ ისრაელის მხარდასაჭერად და "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაგზავნა ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები. ასევე, შტატები ისრაელს დაეხმარება დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.

ეს მოჰყვა "ჰამასის" თავდასხმას სამხრეთ ისრაელზე, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა "უპრეცედენტო და შემზარავი თავდასხმა" უწოდა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R. Ford ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი რეგიონისკენ მიემართებოდა. ასევე გაიგზავნება ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები. შემდგომი სამხედრო დახმარება ისრაელს გაეგზავნება უახლოეს დღეებში, განაცხადა თეთრმა სახლმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის მისაღწევად. მისივე თქმით, გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი. 

სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა ორივე მხარის მიმართ გააჟღერა მოწოდება, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

"გრძელვადიანი რეგიონალური მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მოძიებით იქნება შესაძლებელი", - თქვა ერდოღანმა.

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ ბუდაპეშტში.

ბულგარეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დააბრუნა 90 მოქალაქე. Airbus-ის თვითმფრინავი, რომელიც კვირას თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან გაფრინდა, უსაფრთხოდ დაეშვა სოფიაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე. 

მანამდე რუმინეთმა წარმატებით დააბრუნა 346 მოქალაქე ისრაელიდან, როგორც ეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში ორშაბათს დილით დაეშვა. ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა ისრაელიდან.

თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.

როგორც CNN-ს წყარომ განუცხადა, დაიღუპა სულ მცირე 4 ამერიკელი. მისივე თქმით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აგრძელებს კონტაქტს ისრაელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, ებრაული დღესასწაულის, სუკოტის, აღსანიშნავად, მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ "ჰამასის" შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალის მონაწილეები მძევლად აიყვანეს. ასევე, ისინი ესროდნენ გაქცეულ მოქალაქეებს.

ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზაში "ჰამასის" საზღვაო ძალების სამხრეთ დივიზიის მეთაურის მოადგილე, მუჰამედ აბუ გალი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. 

8 ოქტომბერი:

"დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი", - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს. ამბობს, რომ სხვა ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაცია საელჩოში ამ დროისთვის არ შესულა. 

ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე სადაც ტერორისტები არიან შესულები. ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული ასე რომ არ არის ცნობილი კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი. 

საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი და ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე რომელიმე დაშავებული ან გატაცებული. ყოველშემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა. 

დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც - ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. 

ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის დროს", - ამბობს ლაშა ჟვანია.

"ამ ომში ისრაელი გაიმარჯვებს - სხვა არჩევანი არ გვაქვს", - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი საუბრობს. მან მოსახლეობას ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, ეს ყველაზე ძლიერი იარაღია.

"უპატიებელი ცოდვა - ცოდვა, რომელსაც არამხოლოდ მკვლელი ტერორისტული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, არამედ ბოროტი ღერძი, რომლის ბაზაც ირანშია, რომლის მარიონეტებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენთვის ძირის გამოსათხრელად, - თქვა ჰერცოგმა. 

მედიის ცნობით, ისრაელის პრეზიდენტი "ჰამასს" "ამაზრზენ ცხოვლებს" უწოდებს, რომლებიც პატარებსა და მოხუც ქალებს კლავენ. 

"ისრაელი ნათელს გახდის, რომ ჩვენ სამუდამოდ აქ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში ვართ. გაიმარჯვეთ და ააშნეთ უფრო დხა უფრო მეტი რომ დანგრეული სახლები შევცვალოთ", - განაცხადა მან.

პენტაგონის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მიაწვდის. ასევე, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებს გააძლიერებს. 

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს სწრაფად მიაწვდის", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, მან საფრენი ტექნიკის გადამზიდი USS Gerald R. Ford და მისი თანმხლები ხომალდები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ უკვე გაუშვა და რეგიონში თვითმფრინავების გამანადგურებლებს კიდევ უფრო გააძლიერებს. 

თეთრი სახლი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ისრაელის მიმართ ''დამატებით მხარდაჭერას'' აფიქსირებს. 

განცხადებაში მხარდაჭერის შესახებ დამატებითი დეტალები არ არის მითითებული და ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაეცნენ სიტუაციას და ''დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში მათ ისრაელელ პარტნიორებთან''.

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება. ამ დროისთვის ცნობილია 2 100-ზე მეტი ადამიანის დაშავების შესახებ. 

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და სინას დატოვებისკენ მოუწოდებს და ამის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მოწოდების მიზეზი დღეს მომხდარი მკვლელობა გახდა. 

საბჭო თავის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჰერცოგის ოფისის თქმით, ჰარისი უსამძიმრებს ებრაელ ხალხს და ხაზს უსვამს, რომ საკუთარი თავის დაცვა ისრაელის უფლებაა.

კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები მთელი ომის განმავლობაში ისრაელის გვერდით იდგება. 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჰამასის ისრაელზე თავდასხმა თავიდან უნდა აიცილონ.

შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია და ამის უზრუნველსაყოფად "გერმანია შესაბამისად იმოქმედებს". შოლცი ასევე გეგმავს, ესაუბროს ეგვიპტის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. 

''აშკარაა, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავდასხმა გაუთვლელი შედეგებით მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს", - ამბობს შოლცი.

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა - გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ინფორმაციას კი პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში სკოლები დახურული იქნება. იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებაც - ღია სივრცეში შეკრება მხოლოდ ათ ადამიანს, შენობაშ კი 50-ს შეეძლება. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

სასწრაფო სატელეფონო საუბარი მქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პრემიერმინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებასა და შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა, ასევე, რას აკეთებენ თავდასხმების მოსაგერიებლად.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბური, თავხედური თავდასხმისგან იტანჯება და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა.

ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ვითარებაზე, - დაწერა ზელენსკიმ. 

ისრაელში მიმდინარე შეტაკებებს ქართველი ებრაელი, პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა. 

კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ისრაელიდან დაბრუნებული ქართველები დეტალურად იხსენებენ, როგორ განვითარდა მოვლენები "ჰამასის" თავდასხმის დაწყების შემდეგ.

მათი თქმით, ამ დროისთვის თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება და უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობითჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.

გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი. 

ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ  500-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.

გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი. 

ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა. 

რაც შეეხება ბოლო ცნობებს კონფლიქტის ზონიდან, ამ დროისთვის ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ღაზისა და აშკელონის მაგისტრალზე. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, ისრაელის სამხედრო დანაყოფებს მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ჯერ არ აქვთ დამყარებული.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის  2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. ასევე, დაშავდა ერთი პირი. როგორც BBC წერს, პოლიციელმა ქალაქში ისრაელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.

The Times of Israel ებრაულ და არაბულ მედიებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი. RT Arabic-ის წყარომ განუცხადა, რომ ცეცხლი პოლიციელმა გახსნა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. მისივე თქმით, ათეულობით პირი ტყვედ აიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მათი სამხედროები ქვეყნის ყველა ქალაქში არიან მობილიზებულები. 

"ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან. ბევრ ქალაქში ჩხრეკა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან. არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან", - განაცხადა ჰაგარიმ.

BBC-ის ცნობით, "ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მედიის ცნობით, მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს და სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა. 

საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. ისრაელის თავდაცვამ ასევე განმარტა, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.

ისრაელის მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

​ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, შეატყობინონ.

"ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე. პრაქტიკულად ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დილით, ადრე, ისრაელის არმიამ კიდევ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო.

ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.

საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისრაელის პოლიციასთან. არ არის ასეთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი...

საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან...ისე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამოდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ, საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. აქ გვყავდნენ ბავშვები, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, კარგად არიან, უსაფრთხოდ არიან...თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს, საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე გთხოვთ, რომ შეგვატყობინოთ, " - ამბობს ჟვანია.

მისივე თქმით, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს: +972526919092;  +972 52-8888513; +972 54-7386813.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მიიღეს "ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია," რომლებიც მიზნად ისახავს "ჰამასისა" და "პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას."

"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც ჰამასის თავდასხმამ გვაიძულა. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე," - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელის მიზანია, "ჰამასს" დააკარგვინოს უნარი და სურვილი, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს.

"ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ," - თქვა ნეთანიაჰუმ.

დილის მდგომარეობით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, "ჰამასის" მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა უცნობია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელზე თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების თქმით, ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

"აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

7 ოქტომბერი: 

ისრაელის სამხედროების თქმით, ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იონატან სტეინბერგი, 7 ოქტომბრის დილას, ჰამასის ტერორისტებთან შეტაკების დროს კერემ შალომის რაიონში, ღაზას სექტორის საზღვართან დაიღუპა.

42 წლის სტეინბერგი, სამხრეთ ქალაქ შომრიიდან, შეტაკების ადგილისკენ მიდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტერორისტმა მოკლა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ისრაელელი ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და მოუწოდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს "რეგიონის ხელმძღვანელობას დაგმოს" ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და "გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად".

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს. ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

+972526919092; 
ან +972 52-8888513
და +972 54-7386813.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაქეებს მიმართავს და პირობას დებს, რომ გამოიყენებს ყველა ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად. პრემიერი ხალხს ასევე პირდება, რომ ის რაც დღეს მოხდა, "აღარასდროს განმეორდება".

მისი თქმით, ჰამასმა დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები - „ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება“, - ამბობს ის.

"ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს უნახავს ისრაელს და ეს აღარასოდეს განმეორდება… თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად და ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ.

ისრაელი აქცევს ნანგრევებად იმ ადგილებს სადაც იმალება ჰამასი", - ამბობს ისრაელის პრემიერი და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის გადაწყვეტილებით, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა სამხედროებს საშუალებას აძლევს  შიდა ფრონტის სარდლობას შეუზღუდოს შეკრებები და დახუროს ტერიტორიები ცხელ წერტილთან ახლოს.  

ამერიკული ავიაკომპანიები აუქმებენ ავიარეისებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტებისკენ და  გვერდს უვლიან მის  საჰაერო სივრცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

''ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროებისამებრ ვასწორებთ ფრენების განრიგს'', - ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში. 

FlightAware-ის ცნობით, გაუქმდა ნიუ-იორკის JFK-ს აეროპორტიდან ისრაელის ყველა მიმართულებით დანიშნული ფრენა. მთლიანობაში, FlightAware აჩვენებს, რომ თელ-ავივის მიმართულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების 14% გაუქმდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იაირ ლაპიდმა განუცხადა, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ: "მე ახლახან შევხვდი პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე."თქვა მან. ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ პარტიას "იეშ ატიდს".

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის ბრძნებით, ისრაელის ელექტრონული კორპორაცია ღაზას ელექტრომომარაგებას უწყვეტს. "ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო". - ნათქვამია განცხადებაში.

ღაზის ენერგომომარაგება ძირითადად ისრაელიდან შესულ საწვავსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთ ისრაელში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, სადაც განთავსებულია ღაზას დივიზია. ცოტა ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჰამასის ტერორისტებს 22 სხვადასხვა ლოკაციაზე ებრძოდნენ. სამხედროები ასუფთავებენ ქალაქებს, სადაც ტერორისტებმა შეაღწიეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას სექტორში მდებარე ორ მაღალსართულიან შენობაზე, რომლებსაც ჰამასის ტერორისტები სამხედრო შეიარაღების შესანახად იყენებდნენ.

"ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია განზრახ ათავსებს თავის სამხედრო აქტივებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი დასახლებების ცენტრში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.

დარტყმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა შენობის მცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან, მძევლების აყვანასა და მათი ღაზას სექტორში გადაყვანას ადასტურებს. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი ადასტურებს ისრაელის ჯარისკაცების დაღუპვასაც, თუმცა არც დაღუპულების და არც მძევლების რაოდენობა მას არ დაუკონკრეტებია.

ჰაგარის თქმით, სამხრეთ ისრაელში 22 ადგილას მიმდინარეობს ბრძოლა. მისი ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ღაზას საზღვრის ყველა ქალაქს -  "ოთხი დივიზია განლაგებულია ღაზას საზღვართან და უერთდება 31 ბატალიონს, რომლებიც უკვე იქ არიან" - ამბობს ჰაგარი.

ისრაელზე "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაიჭრა 800-ზე მეტი პირი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჰამასის ტერორისტულ უჯრედზე ერეზის სასაზღვრო პუნქტთან, ღაზას სექტორთან.

თავდაცვის ძალები ტერორისტების წინააღმდეგ მიტანილი საჰაერო იერიშების ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

ისრაელზე "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაიჭრა 779 პირი.

ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინას სჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან 

„მსოფლიოში არსად არ შეიძლება ტერორს მიეცეს შანსი, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის მიმართ, არამედ კაცობრიობის, როგორც ასეთის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყენებს ტერორს, ეს არის დანაშაული ქვეყნების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დააფინანსა ტერორი, ეს არის დანაშაული მსოფლიოს წინააღმდეგ.

ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა დაზუსტდეს, რათა მსოფლიომ იცოდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვინც თავდასხმის წამქეზებელია და ორგანიზებაში ხელი შეუწყო... ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა! ჩვენ ვგმობთ ტერორის ყოველ გამოვლინებას. "- დასძინა მან.

ზელენსკიმ ისრაელში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების ძალების მითითებების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი.

"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და უბრალოდ ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ,"  – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს. 

"მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ," - წერს  ჰადას მეიცადი.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ - არა რაიმე ოპერაციაში - არამედ ომში...და ჩვენ გავიმარჯვებთ," - ასე მიმართავს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ "მტერი თავდასხმის ფასს გადაიხდის."

"მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ," - თქვა ნეთანიაჰუმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში.

"ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ, პალესტინური დაჯგუფების, "ჰამასის" მიერ თავდასხმისა და ისრაელის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შაბათ დილით "ჰამასმა" უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო.

"დღეს დილით ჰამასმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ ყოველ ტერიტორიაზე იბრძვიან. ისრაელის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, უსაფრთხოების ინსტრუქციებს მიჰყვნენ. ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს", - განაცხადა გალანტმა.

The Times of Israel-ის ცნობით, ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიდები წამოიწყეს. შეიარაღებული პირები ქალაქ სდეროთში შეიჭრნენ, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და დაიჭრა 15.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ. როგორც The Times of Israel იტყობინება, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი სასწრაფოდ გაემგზავრა თელ-ავივში, უსაფრთხოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებისთვის.

ცნობისთვის, გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი