
მშვიდობა ისრაელს! - თბილისში ისრაელის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია "ნაბიჯია".
ახალგაზრდები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
"გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და ვუსურვოთ მათ მშვიდობა", - თქვეს აქციის ორგანიზატორებმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: