ქუთაისელი სპორტსმენი, კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
კონსტანტინე ჯანაშიამ სპორტის სახეობაში - "სთრონგმენი", მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
უძლიერეს მამაკაცთა შორის შეჯიბრი ბათუმში გაიმართა და 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
"სთრონგმენ" - ამერიკული სპორტის სახეობაა, რომელიც აშშ-ში 1970-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ, მისი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იზრდება. საქართველოში, ხსენებული სპორტის სახეობაში ფედერაცია 2009 წლიდან დაფუძნდა და დღემდე მოქმედებს.