შეკვეთილში, ნატანებთან არსებული ხიდის სავალ ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, მდინარე ნატანებთან არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო, 3 ოქტომბერს ხიდი ჩაინგრა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი