"ჰამასსა" და პუტინს, ორივეს სურთ, გაანადგურონ მეზობელი დემოკრატია | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას თქვა, რომ "ჰამასს" და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, აქვთ საერთო - ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია.

მისი თქმით, ისრაელისა და უკრაინის მიერ წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

"ამასი და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ეს აქვთ საერთო: ორივეს მეზობელი დემოკრატიის განადგურება სურს", - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუ საერთაშორისო აგრესია გაგრძელდება, მაშინ "კონფლიქტი და ქაოსი შეიძლება გავრცელდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში". იხილეთ ასევე: 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი