
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც"მთავარი არხის" ვებგვერდს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში უთხრეს, სამივე მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ასევე, არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანებულია კორპუსის 3 სართული.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.