ვაზისუბანში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ კლინიკაში კიდევ 2 ადამიანია გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზიანებულია კორპუსის 3 სართული.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი