
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. პროცესს საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებს განიხილეს.ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება, რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნებზე განხორციელდება.
წელს კახეთში, 300 ათას ტონა ყურძენზე მეტს ელოდებიან.
რთველის შტაბს კახეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.
ავტორი: ია გულიაშვილი.