თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 2022 წელს თსსუ - ის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი ეხმიანება:
"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, თსსუ - ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, 2022 წელს გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან (შპს „ელვა“-ს ფილიალი ქ. თბილისში, საქართველო). ორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიამ შეასრულა სრულად, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევით, რის გამოც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, მესამე ხელშეკრულება კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შეწყვიტა სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო, რის შედეგადაც კომპანია კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და თსსუ - ის ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში მოუწია 58 580 ლარის გადახდა (რაც შპს „ელვა“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტს შეადგენს).
თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მითითებული პოზიციის გათვალისწინებით კომპანიის შერჩევა-შეფასება გამოიწვევდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ დარღვევას.
ბოლოს, გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შესყიდვებს ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ სრული და განუხრელი დაცვით. " აცხადებს თსსუ.
"თავისუფლების ინსტიტუტის" ცნობით, 2022 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა რუსულ კომპანიას 587 054 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გაუფორმა. გარდა ამისა, კომპანიას ტექნიკურ დოკუმენტაციაში გამოცდილების დასადასტურებლად მხოლოდ რუსეთში წარმოებული სამუშაოები აქვს წარმოდგენილი.