"ბენზინი გადავისხი, ჩემმა ძმამაც გადაისხა და ნახევრად დამწვარია... ბავშვი თუ არ გამოუშვეს, უარესს ვიზამ" | პროტესტი ქუთაისის სასამართლოსთან

გამოქვეყნდა:

"ბენზინი გადავისხი, ჩემმა ძმამაც გადაისხა და ნახევრად დამწვარია... ბავშვი თუ არ გამოუშვეს, უარესს ვიზამ",- ამის შესახებ ქუთაისში ბრალდებული არასრულწლოვნის დედა საუბრობს, რომელსაც მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. 

მან, ცოტა ხნის წინ, ძმასთან ერთად, სასამართლოსთან თვითდაზიანებები მიიყენა. ირაკლი და მარინა გაბელიები მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის წინასწარ პატიმრობას აპროტესტებენ.

ბრალდებული არასრულწლოვნის დედის თქმით, მოზარდი აღიარებს ჩადენილ ქურდობას, ნანობს და პატიებას ითხოვს. თუმცა მოსამართლემ პატიმრობის მის მიმართ ფორმა გამოიყენა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი