BBC : ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ. 

BBC-ის ცნობით, ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურად, განაცხადეს, რომ ფრენები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ასევე New York Times-ის ცალკეულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავები - უიარაღო MQ-9 Predators - ძირითადად მოქმედებდნენ სამხრეთ ღაზაში. ფრენების ნაწილი მაინც დაფიქსირდა Flightradar24-ზე.

ცნობისთვის, MQ-9 Predator თვითმფრინავები გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედროების მიერ ერაყში, ავღანეთსა და სირიაში და ასევე გამოიყენება სამეფო საჰაერო ძალების და იტალიის სამხედროების მიერ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი