ხელფასების 100%-ით ზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია | ოპერისა და ბალეტის თეატრი გაფიცულ პერსონალს პასუხობს

გამოქვეყნდა:

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ვკითხულობთ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა - ხელფასების 100%-ით ზრდა, ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

"თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების (სცენის მემანქანეების, გამნათებლების, რეკვიზიტორის) მოთხოვნას წარმოადგენს არსებული ხელფასების 100%-ით ზრდა, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია. აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია და ის ჩვენი თეატრის მიერ დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრს მომართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ სცენის სამსახურის თანამშრომლები.
კერძოდ, 2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურადაც გვეცნობა სამინისტროს 18 ოქტომბრის წერილით. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით.
სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა, დღეიდან - 2023 წლის 03 ნოემბრიდან, მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება.
თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება." წერია განცხადებაში.

იხილეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი