"ვითარების ადგილზე გასაცნობად სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ" |  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაღუპულ ქართველ მეზღვაურებზე

გამოქვეყნდა:

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს საქართველოში გადმოასვენეს.

"სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, ბატონ გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ," - ამბობს სააგენტო.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი