სანქცირებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი სებ-სა და "ლიბერთი ბანკს" უჩივის

გამოქვეყნდა:

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ სასამართლოში დავას იწყებს.  ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სანქცირებული მილიარდერი ქართულ ბანკს მრავალმილიონიანი ტრანზაქციებისთვის იყენებდა, აპრილიდან კი მის ანგარიში ლიბერთიშიც გაიყინა. 

უსმანოვი ახლა ადამიანის უფლებების და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს და იგივე პრივილეგიებს ითხოვს, რაც თავის დროზე ნათია თურნავამ გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ფარცხალაძისთვის დაუშვა

სასამართლო დავაში უსმანოვის ინტერესებს იგივე იურიდიული ფირმა დაიცავს, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს "კრედიტ სვისთან" დავაში. ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის საკუთრებაა "ლიბერთი ბანკიც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი