"არა რუსეთს!" "დაისაჯონ მკვლელები" | მდუმარე აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

"არა რუსეთს!", "დაისაჯონ მკვლელები",თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, ამ მოწოდებებით მდუმარე აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. ერას მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი ბათუმელები და ოპოზიციური პარტიების წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები, სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობას აპროტესტებენ. მათ თანაგრძნობა გამოხატეს მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრების მიმართ და "ქართული ოცნება" რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკისთვის გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.   

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი