სეპარატისტები საქართველოს გატაცებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის, სავარაუდოდ, იზოლატორში ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ის გამოკითხვაზეა და 6 ნოემბერს იხსენებს - ვისთან ერთად გაატარა დღე და სად იმყოფებოდა.
მე ვარ ლევან დოთიაშვილი, 1990 წელს დაბადებული, 25 ოქტომბერს. სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი, ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო თიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათვიაშვილი. ამის შემდეგ, რომ დავიშალეთ, 2 მანქანით წავედით. ერთი მანქანა, სამნი, წავიდა სოფლისკენ, სამნი კიდევ წავედით ეკლესიაში, ლომისაში სანთლების დასანთებად.
კითხვა: ვინ და ვინ იყავით?
პასუხი: თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი
კითხვა: "რულზე ვინ იჯდა"?
- "რულზე" იჯდა თამაზ გინტური. რა დროსაც ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ იქ. კარები იყო დაკეტილი და გავაღეთ ცულით", - ამბობს დოთიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 ნოემბერს გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური კი მოკლეს.