სეპარატისტები ამბობენ, რომ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სეპარატისტები, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს, საღამოს საათებში გადასცემენ. 

ე.წ. უწყების პრესსამსახური წერს, რომ დოთიაშვილმა და "მისმა თანამებრძოლმა" [მოკლული თამაზ გინტური] "სახელმწიფო საზღვარი განზრახ დაარღვიეს". აქვე, ისინი წერენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, რაც "საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". მათივე თქმით, "სწორედ გინტური მოითხოვდა ლომისის ტაძრის მონახულებას". 

"მან აღიარა, რომ ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომელიც არ აწარმოებს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლისა და მისი დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 ნოემბერს გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური კი მოკლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი