რუსი ოკუპანტები გატაცებულ ლევან დოთიაშვილს გაათავისუფლებენ | ვითარება სოფელ კირბალში - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობის თვითმხილველი და გამოძიების ოქროს მოწმე მალე ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება. ცოტა ხნის წინ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა ხელისუფლებამ ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების შესახებ საგანგებოდ განაცხადა და ვიდეომასალაც გაავრცელა. უკანონო პატიმრის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურს, თუმცა, სავარაუდოა, რომ ლევან დოთიაშვილის გადმოცემა დღესვე ერგნეთში მოხდება.

სოფელ კირბალში კი მეოთხე დღეა, გლოვაა. პარალელურად თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ძალოვანები კითხავენ ყველას, ვისაც ტრაგედიის დღეს მათთან შემხებლობა ჰქონდა. თუმცა სამართალდამცველები არც კი დაინტერესებულან გინტურების ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავეებთან დაკავშირებით. გინტურის ახლობლები მკვლელობაში ოკუპირებულ ცხივნალში დისლოცირებულ ვასილ დემიდოვსა და კოლია ისჩენკოს ამხელენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი