​"გაუმართავი არ იყო, დამცავი აქვს და ამოაძრო" | დასაქმებულები ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპულ კაცზე

გამოქვეყნდა:

დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა - გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა ქუთაისში მუშის დაღუპვის მიზეზი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამუშაო დაასრულეს და ობიექტიდან ძირს უნდა ჩასულიყვნენ. დასაქმებულები "მთავარ არხთან" მომხდარს იხსენებენ:

"აქედანაც შევხედეთ, რომ კალათა გადმოტრიალდა და ვსო, მეტი არაფერი. [ჟურნალისტი: ეს კაცი იჯდა შიგნით?] კი, ეს კაცი იყო შიგნით, წამოვიდა ეგრევე და დაეცა ძირს. ეგრევე სასწრაფოც, პოლიციაც, ერთად მოვიდნენ მალევე. სიმაღლეზე იყო ასული და მესამე სართულზე იყო თუ მეოთხეზე ზუსტად არ ვიცი.

​გაუმართავი არ იყო, უბრალოდ დამცავი აქვს იმას და იგი ამოაძრო იქიდან. მისდღემში არ ამოუძვრიაო შოფერმაც თქვა. იგი არის მექანიკურზე რომ არის გადაკეთებული, ამოძრავებს კალათას მის ჭკუაზე," - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, 9 ნოემბერს, ქუთაისში მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი