შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
"მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ. წინასწარი შეფასებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შემთხვევა ცოტახნის წინ, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, 3 მძიმედ დაშავდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.