ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. 

დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ადგილზე  იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. 

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სპეცტექნიკა და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებიან.

სტიქია საქართველოს რეგიონებში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი