ავარია შატილის გზაზე - ადგილზე რჩება სამართალდამცველთა ჯგუფი

გამოქვეყნდა:

შატილის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი. ხევში გადავარდნილი მანქანები ამ დრომდე არ ამოუყვანიათ.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი