ოპერის გაფიცული თანამშრომლები ხვალ აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი ხვალ, 14 ნოემბერს, გაფიცვის მე-12 დღეს, 17:30 საათზე, თეატრის ეზოში აქციას გამართავენ. აქციას უერთდებიან და ორგანიზებას უწევენ პროფკავშირებიც.

გაფიცულები ამბობენ, რომ ოპერის ადმინისტრაცია და კულტურის სამინისტრო დათმობებზე არ მიდის. 

"თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. დასაქმებულთა ანაზღაურება დღემდე დაახლ. 500 ლარს შეადგენს. დასაქმებულები ითხოვენ:

  • ხელფასების 100 %-ით მატებას;
  • გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი 3 ნოემბერს გაიფიცა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი