დატბორილი სახლები და განადგურებული მოსავალი - სტიქია იმერეთში

გამოქვეყნდა:

უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონი მძიმედ დააზარალა. პრობლემები შეიქმნა მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქუთაისში, წყალტუბოში, ტყიბულსა და ხარაგაულში.

გადაუღებელმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, გაანადგურა მოსავალი და დახოცა პირუტყვი. ადგილობრივების თქმით, ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

დაიწყო წვიმა და დაახლოებით 5 წუთში გაივსო ქუჩა წყლით, რადგან სანიაღვრე მილები წყალს არ ატარებენ, - ამბობს ერთ ერთი დაზარალებული.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, უხვი ნალექის შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაიტბორა. ძლიერი წვიმის გამო, დაზარალდა აჭარა და კახეთიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი