2023 წლის ოქტომბერში, ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა 43.6%-ით შემცირდა | ყველაზე მეტი რუსეთიდან გადმოირიცხა

გამოქვეყნდა:

2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე - მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია." აცხადებს სებ-ი.

ქვეყნების ათეული საიდანაც ყველაზე მეტი გადმოირიცხა ასეთია:

  1. რუსეთი - 61.76
  2. იტალია - 42.57
  3. აშშ - 41. 72
  4. საბერძნეთი - 21. 22
  5. გერმანია - 20.24
  6. ისრაელი - 17.16
  7. ყაზახეთი - 16.44
  8. თურქეთი - 8. 42
  9. ესპანეთი - 4.82
  10. აზერბაიჯანი 4.41
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი