ეროვნული ბანკის სადავო ლიცენზია "ჰეშ ბანკს" - ნათია თურნავამ საქართველოში ფუნქციონირების უფლება ისეთ ციფრულ ბანკს მისცა, რომელიც უკრაინელ პრორუს დეპუტატებთანაა დაკავშირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ერთ-ერთ მათგანს მიღებული აქვს ვლადიმერ პუტინის პირადი ჯილდოც. მეტიც, ირკვევა, რომ დიმიტრი შენცევს ხმა არ მიუცია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერი კანონისთვისაც. ომის დაწყების შემდეგ კი პრორუსი დეპუტატი უკრაინიდან რუსეთში გაიქცა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და ოკუპანტებს ფინანსური ოპერაციების წარმოებაში ეხმარება.