შატილში, ავტოკატასტროფისას დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - ლევან რატიანი

გამოქვეყნდა:

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილში მომხდარი ავტოკატასტროფისას დაშავებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

მისი ინფორმაციით, ორ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ სამივბე ათგანი გამოჯანმრთელებას დაიწყებს. 

მისივე თქმით, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი