შატილში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 17-ივე მგზავრი ამოცნობილია

გამოქვეყნდა:

შატილში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 17-ივე მგზავრი ამოცნობილია. ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილთა შორის ერთი ოჯახის წევრები არიან.

ცოტა ხნის წინ, რუსთავში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს შატილის გზაზე დაღუპული 25 წლის მედეა დევსურაშვილი. კომატოზურ მდგომარეობაშია მისი და, ხატია დევსურაშვილი, რომელიც ასევე ტურის მონაწილე იყო. 

ოჯახის ახლობლები პასუხისმგებლობას კომპანია Traveler-ს აკისრებენ და ამბობენ, რომ ცუდ ამინდში ტური უნდა გადაედოთ.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი