კახელ მევენახეებს გუბერნატორის მოადგილე დაპირდა, რომ დავალიანებას 1 თვეში დაუფარავენ

გამოქვეყნდა:

კახელი მევენახეები თელავში, გუბერნიის შენობაში იმყოფებიან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. თუმცა,  მათთან მხოლოდ გუბერნატორის მოადგილე გამოვიდა და დავალიანების 1 თვეში გადახდის დაპირება მისცა.

შეგახსენებთ, 400-მდე მევენახე ჩაბარებულ ყურძენზე თანხის გასტუმრებას ითხოვს. ფერმერებს 10 ათასობით ლარი აქვთ ასაღები, თუმცა, არაერთგზის დაპირების მიუხედავად, კომპანია "ართეგი", რომელმაც წინანდლის ქარხანა იქირავა, მათთან კონტაქტზეც კი აღარ გამოდის.

ავტორი: ია გულიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი