საკადრო წმენდა გორის პოლიციაში - გაათავისუფლეს ქალაქის სამმართველოს უფროსი

გამოქვეყნდა:

გორის პოლიციიაში საკადრო წმენდა გრძელდება. ამჯერად თანამდებობიდან გაუშვეს ქალაქის სამმართველოს უფროსი.  

იოსებ მურადაშვილის გათავისუფლება, სავარაუდოდ, იმ ავარიას უკავშირდება, რომელიც ტყვიავის პოლიციის მაღალჩინოსნებმა უბედურ შემთხვევად გაასაღეს და რომლებსაც მათი თანამდებობებიც ემსხვერპლა.

მურადაშვილი გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს გაურბის. სამმართველოში კი ამბობენ, რომ მათ უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ.

ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებით, გორის პოლიცია შევარდნაძის დროინდელ პოლიციას ემსგავსება, რადგან სულ უფრო და უფრო ხშირია კორუპციისა და შერჩევითი სამართლის შემთხვევები.

პოლიციელები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დღეს კრიმინალთან არიან გარიგებულები და სხვადასხვა კორუფციულ სქემებში მონაწილეობენ, - ამბობს გორის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასილისა ჯაბახიძე. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტყვიავის პოლიციის მაღალჩინოსნებმა უბედურ შემთხვევად გაასაღეს ავარია, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით, პოლიციელებმა თანამდებობები ერთდროულად, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი