საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს - ახალ და საკმაოდ არასახარბიელო პროგნოზებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აქვეყნებს. ირკვევა, რომ ქვეყანა მესამე კვარტალსაც დაახლოებით 7%-იანი კლებით დაასრულებს. ეს კი კიდევ უფრო გაზრდილ სიღარიბეს და ათეულობით ათას დაკარგულ სამუშაო ადგილს ნიშნავს.
ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო აღმოჩნდა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამ სფეროში 80 %-იან ვარდნას ვარაუდობს.
კრიზისის შესაჩერებლად მთავრობა უძლური აღმოჩნდა. საქმეს ვერ უშველა ვერ ნასესხებმა ხუთმა მილიარდმა, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ისევ ბიუროკრატიას ხმარდება.
უზარმაზარი ვალი დავიდეთ, 5 მილიონის ოდენობის საგარეო ვალი ავიღეთ და ეს ქვეყანას არაფერში დატყობია. არასწორი გზით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და სად იხარჯება ეს ფული, არავინ იცის, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
საქართველოში, მეორე კვარტალში 12.6%-იანი კლება ფიქსირდებოდა.