გაძვირებული ცხოვრება - ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია

გამოქვეყნდა:

ზამთარი მოდის, ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა კი არ იციან, როგორ უნდა გაიტანონ თავი. ისტორიკოსი ვლასი ვაწაძე პროფესიონალი გიდია, რომელიც მეექვსე თვეა უმუშევარია. ისევე როგორც მისი 5000-მდე კოლეგა. 

დღეს ქალაქის ტურისტული ცენტრი მოჩვენებების ქალაქს გავს - ტურიზმში საკუთარი ძალისხმევით დასაქმებული ადამიანებისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მხოლოდ 300 ლარი გაიმეტა და ისიც ერთჯერადად. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გათვლებით, ვარდნა ამ სფერში მესამე კვარტალში 90%-ს გადააჭარბებს. ტურიზმის გაცოცხლება კი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მომავალი წლის გაზაფხულზე ადრე არ დაიწყება.  

საჰაერო სივრცის განუსაღვრელი ვადით ჩაკეტვამ ეკონომიკა შესაძლოა სრულ კოლაფსამდე, მოსახლეობა კი უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანოს. როგორც ჩანს, საგარეო სესხის სახით მოზიდულ 5 მლდ-საც მთავრობა ისევ ბიუროკრატიას და წინასაარჩევნო კამპანიას ახმარს. ოპოზციაში თვლიან, რომ ეს პროგნოზიც კი შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური იყოს. 

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას  ეკონომისტებიც აკრიტიკებენ. ვისი ვარაუდითაც ნასესხებ მილიარდებს ხელისუფლება არამიზნობრივად იყენებს, და საბოლოოდ ქვეყანა ისევ ძველი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, ოღონდ ახალი ვალებით. 

ტურისტებისგან დაცლილ ქალაქში გიდებს, მაღაზიების მეპატრონეებს და სასტუმროს თანამშრომლებს ერთმანეთისთვის მეტი დრო რჩებათ. სალაპარაკო კი ბევრი აქვთ - უმეტეს მათგანს სესხით აქვს მოწყობილი მცირე ბიზნესი, რომელიც მეექვსე თვეა ქირასაც კი ვეღარ იხდის. დროსთან ერთად კი კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება, საიდანაც გამოსვლას ბევრი უბრალოდ ვერ შეძლებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი