მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. ინფორმაცია კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაავრცელა.
მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას... ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და შესაბამისად, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული დაგეგმარება, - განმარტა მერმა.
გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, რა დროსაც დაწესდება გარკვეული შეზღუდვები.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოპმენტი" ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რასაც სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.