"ჩემზე ჰუმანური, ჩემზე დემოკრატი არ მგონია არავინ" | წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის პასუხი მასწავლებელს

გამოქვეყნდა:

"ჩემზე ჰუმანური, ჩემზე დემოკრატი არ მგონია არავინ", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში, წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, ეთერ ჩიხლაძე საუბრობს, რომელსაც ამავე სკოლის მასწავლებელი, თინათინ თინიკაშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს.

ჩიხლაძის თქმით, ბრალდება, რომ თინიკაშვილს უფლებამოსილების განხორციელებას უზღუდავს, სიცრუეა.

"ჩემზე ჰუმანური, ჩემზე დემოკრატი არ მგონია არავინ. იმდენად კარგი თანამშრომლები მყავს, თქვენ როგორ ფიქრობთ ისე ატარებენ, მე რომ სკოლაში ეს ამბავი მქონდეს აბსოლუტურად ყველაფერ უარვყოფ. მაგ ქალბატონს ჰკითხეთ, ვინ მიიღო სამსახურში, ვინ მიიღო. ამ 12-წლიანი შესვენების შემდეგ ვინ მიიღო სამსახურში ეთერ ჩიხლაძემ, ჩემს სახელს ეგ ჩირქს ვერ მოსცხებს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

ცნობისთვის, თინათინ თინიკაშვილი ამტკიცებს, რომ დირექტორს პირადი შურისძიება ამოძრავებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას უზღუდავს და შეურაცხყოფას აყენებს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი