Georgian Airways თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში ფრენებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს

გამოქვეყნდა:

Georgian Airways თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში ფრენებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მათი ცნობით, კომპანია სანქტ-პეტერბურგში ავიარეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.

"ძვირფასო მგზავრებო! გვინდა გაცნობოთ, რომ 10 დეკემბრიდან, გვემატება ახალი მიმართულება: თბილისი-სანქტ პეტერბურგი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს და კვირას" - წერს ავიაკომპანია.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ
დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი