მას შემდეგ, რაც უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელს სანქციები დაუწესა, "მთავარი არხი" თამაზ გაიაშვილთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.
ოფიციალური განცხადება არც Georgian Airways-ს გაუვრცელებია.
კომპანიისთვის სანქციების დაწესების შესახებ ცნობილი დღეს, 1 ივლისს გახდა. სანქციები 10 წლის ვადით იმოქმედებს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა.
ამავე თემაზე: