არც სასწრაფო დახმარების მანქანას, არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისთ არ აქვს პრობლემა. საზოგადოებას აქვს კულტურა, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ - აცხადებს მერი კალაძე თბილისში საცობების პრობლემასთან დაკავშირებით.
კახა კალაძე ამბობს, რომ საცობების მიზეზი მანქანების დიდი რაოდენობა და ავტოსაგზაო შემთხვევებია:
"საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა. 650 ათასი მანქანა მოძრაობს თბილისში პიკის საათში. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია.
ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ." ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, გუშინ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის გამო, ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანა დროულად ვერ მივიდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.