გვიან ღამით თბილისში მკვლელობა მოხდა. 27 წლის კაცი გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გვიან ღამით პოლიციამ შემოიყვანა მამაკაცი გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობით. მას ჩავუტარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა უშედეგოდ - ვერ მოხერხდა გულის ამუშავება, - ამბობს ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია
თვითმხილველების თქმით, მკვლელობა პოლიციის შენობასთან მოხდა. ახალგაზრდა კაცმა დაპირისპირების განმუხტვა სცადა და უცხო პირების გაშველების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა; პოლიცია კი ადგილზე მხოლოდ ინიციდენტის დასრულების შემდეგ გამოჩნდა. გამოძიება განზრახ მკვლეობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
რაც შეეხება გარდაცვლილის ვინაობას, ამაზე საუბრისაგან ექიმმა თავი შეიკავა. ფაქტზე კომენტარი, ჯერჯერობით, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მრიდან გაკეთებულა. მოკლულის მეგობარმა კი აღნიშნა, რომ მამაკაცი დედასთან ერთად კუკიას ქუჩაზე ცხოვრობდა და არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. მისთვის უცნობია, ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა კონფლიქტი დაღუპულს.
მოკლულის ცხედარი გვიან ღამით საავადმყოფოდან პოლიციის მანქანით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.