ალადაშვილის კლინიკაში, ცოტა ხნის წინ, გულ-მკერდის არეში დაჭრილი, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. როგორც "მთავარს" კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, 27 წლამდე მამაკაცი კლინიკაში ცოტა ხნის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, ექიმებმა გარდაცვლილის ვინაობა არ იციან და მას უახლოეს პერიოდში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
კლინიკის ეზოში ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.
"მთავარი" დეტალების გარკვევას ცდილობს.