სებ-ის ცნობით, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა | ნახეთ ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა. ეს 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რუსეთის წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 25.74%-ია. იხილეთ ქვეყნების ათეული, საიდანაც ნომებერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  1. რუსეთი - 75.34 მლნ აშშ დოლარი;
  2. იტალია - 42.80 მლნ აშშ დოლარი;
  3. აშშ - 40.75 მლნ აშშ დოლარი;
  4. გერანია - 20.34 მლნ აშშ დოლარი;
  5. საბერძნეთი - 20.11 მლნ აშშ დოლარი;
  6. ისრაელი - 18.60 მლნ აშშ დოლარი;
  7. ყაზახეთ - 18.13 მლნ აშშ დოლარი;
  8. თურქეთი - 7.82 მლნ აშშ დოლარი;
  9. ესპნაეთი - 4.97 მლნ აშშ დოლარი;
  10. საფრანგეთი - 4.51 მლნ აშშ დოლარი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი