24.7 მილიონი ლარი Apple-ის აქციებშია ინვესტირებული | საპენსიო სააგენტო

გამოქვეყნდა:

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მლრდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 297 661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შეუერთდა.

საპენსიო აქტივების 19.2% ანუ 823.8 მილიონი ლარი გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. 

სააგენტოს თანახმად, ამ აქტივების 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.

ტოპ 10 გლობალური კომპანია, რომელშიც აქტივებია ინვესტირებული, შემდეგია:

Apple – 3%;
Microsoft – 2.9%
Amazon – 1,4%;
Nvidia – 1.3%;
Google – 0.8%;
Meta – 0.8%;
Berkshire Hathaway – 0.8%
Tesla – 0.7%;
UnitedHealthcare – 0.7%
Nestle – 0.5%.

შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილებები შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც  2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ  სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.

3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი