"ამბობენ, რომ არაადამიანური მოპყრობაა" | ბათუმის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის მესამე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში რამდენიმე დღეა პატიმართა გარკვეული ჯგუფი შიმშილობს. ინფორმაციას ადასტურებენ პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები.

მათი ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მსჯავრდებულებმა ადმინისტრაციის მხრიდან არაჰუმანური მოპყრობის გამო მიმართეს. არსებული ინფორმაციით, შეიზღუდა პატიმრებისთვის ამანათების შეგზავნაც: 

"დაიწყო შიმშილობა რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ამის გასაპროტესტებლად. ხანგრძლივი, ერთდღიანი პაემნების უფლება აქვთ წელიწადში ერთადერთხელ, რაც ძალიან რთულია როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე პატიმრებისთვის. ახლა გვეუბნებიან, რომ აიკრძალა ამანათები პროდუქტების შეგზავნა ყოველთვიურად იყო შესაძლებელი გარკვეული რაოდენობა და ახლა ესეც არის აკრძალული. ამბობენ, რომ ახალი სტანდარტებია. ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ ეს სტანდარტების გამოა, თუ უბრალოდ სადამსჯელო სიტუაციის გამო. რეჟიმი არის ძალიან მკაცრი და არაადამიანური მოპყრობა არისო, ასე ამბობენ. ცემა და მსგავსი სიტუაცია არ აუღწერიათ ჩვენთვის, უბრალოდ გვითხრეს, რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია." ამბობს ახლობელი.

კონკრეტულად რამდენი პატიმარი შიმშილობს ბათუმის ციხეში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უცნობია. პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

იხილეთ რეპორტაჟები ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი