ბათუმის ციხეში პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ | 19 მსჯავრდებულის წერილი "მთავარ არხს"

გამოქვეყნდა:

სისასტიკე და არადამიანური მოპყრობა მსჯავრდებულების მიმართ. პატიმრები, რომლებიც ბათუმის მესამე დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ღიად ალაპარაკდნენ იმ უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად წამებასთან არის გათანაბრებული. წერილს "მთავარი არხის" სახელზე 19 მსჯავრდებული აწერს ხელს და მასში მოყვანილი ფაქტები შოკისმომგვრელია. უმთავრესი კი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების დასასჯელად გამოყენებული კანონით აკრძალული მეთოდებია.

დასჯის ყველა მეთოდი ორიენტირებულია პატიმრის მდგომარეობის მაქსიმალურად დამძიმებაზე. შეურაცხყოფა და ძალადობა, მსჯავრდებულები ხშირად უმიზეზოდ და უვადოდ გადაჰყავთ დეესკალაციის ოთახში. ეკრძალებათ სატელეფონო ზარებით და მაღაზიით სარგებლობა. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხშირად ახდენენ კონფლიქტის პროვოცირებას, რის საფუძველზეც ხდება საპატიმრო ვადის გახანგრძლივება. ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლისა და ტერორის გასაჩივრება კი დასჯადია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი