8 ერის ლიგის ტურნიში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს - BBC

გამოქვეყნდა:

რვა ერის ლიგის ტურნირში შემოდგომაზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელბს. გამოცემა წერს, რომ იაპონიის ნაცვლად შოტლანდიასთან თამაშს საქართველოს ნაკრები გამართავს. იპონია ტურნირს, სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემისი გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით ეთიშება.

ვიცი, რომ იაპონიას გარკვეული პორობლემები აქვს მოგზაურობასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით და ეს იმ გამოწვევის ნაწილია, რომელსაც ყველა გლობალურად ვაწყდებით, - განუცხადა RFU– ს ხელმძღვანელმა ბილ სვინგმა BBC Sport–ს.

8 ერის ტურნირში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი. მატჩები 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი