სებ-ი პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს ისტორიაში პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოსაშვებად და ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

საკოლექციო ბანკნოტის გამოშვება ლარის შემოღებიდან 30 წელს უკავშირდება. 

"1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - წერია სების განცხადებაში.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი