
აქცია ქობულეთში - მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ბანკების გადასახადებს ვეღარ იხდიან.
ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას დაგვეხმაროს, გაიყინოს პროცენტი ან დაასუფსიდიროს ხელისუფლებამ და გადაგვივადდეს ერთი წლით,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებს, იპოთეკით დაზარალებულებიც შეუერთდნენ , ისინი ხელისუფლებას ქონების დაბრუნებისთვის დახმარებას სთხოვენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე